კი არ გააფრთხილა სისხლის სამართლის საქმე აღძრაა გირჩიის წინააღმდეგ და ზურა ჯაფარიძეს და იაგო ხვიჩიას მგონი სროკავენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, "შსს–მ პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ამის შესახებ ბოცვაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ე.წ. მარიხუანას ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება ,,გირჩის” განცხადებას.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, მოხმარება და პოპულარიზაცია დასჯადია. ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედებებისთვის განსაზღვრულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლის წესით ისჯება, ასევე , ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ორგანიზება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას, ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამასთან, პოლიციის ფუნქციაა მართლწესრიგის დაცვა, სამართალდარღვევების პრევენცია და დანაშაულის დროული აღკვეთა.
შესაბამისად, „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას მომავალში თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციული განცხადებებისგან" – განაცხადა ბოცვაძემ.
შეგახსენებთ, რომპოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" 20 ოქტომბერს მარიხუანის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმას. ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, ფესტივალის ზუსტ ფორმატზე ჯერ შეთანხმებულები არ არიან, თუმცა მისივე განმარტებით, დედა-ენის ბაღში მოსული ხალხი, მათ შორის ტურისტებიც მარიხუანის ყიდვასა და მოხმარებას თავისუფლად შეძლებენ.
"ფესტივალის შინაარსი იქნება ის, რომ ქვეყანაში მარიხუანა ლეგალიზებული გახდება. ფესტივალზე მოსულ ხალხს შეეძლება მარიხუანას სპეციალური მოწყობილი სტენდებიდან შეძენა, ვიღაცები გაყიდიან", — ამბობს იაგო ხვიჩია.
მისი თქმით, ფესტივალი დედაენის ბაღში,16:20 საათზე გაიმართება და გირჩი აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ღონისძიებამ ექსესების გარეშე ჩაიაროს.
http://www.accentnews.ge/ge/news/details/6...rhQt4V66PO6ROGU.