ეს პესიმიზმი მარხავს ამ ქვეყანას

ხომ იცოდით რომ არჩევნები იყო წელს,
საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებაც თვეებია ვიცით, ვიცოდით ისიც
რომ ქართული ოცნება დიდ საარჩევნო კამპანიას მოხოდავდა.
ნებისმიერ ჩვენგანს აქვს ხმა, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს,
შენი ეს ერთი პოსტი ამ ხმის გამოვლენაა, შეგეძლო წვლილი შეგეტანა ხალხის
თავდაჯერებულობის ამაღლებაში, მაგრამ მათი იმედების დაკნინება არჩიე.
ასე ვახდენთ გავლენას ერთმანეთზე, მე მჯერა რომ გვიანი არ არის, რომც მოიგოს
მაგ ქალმა, მთავარია პოლიტიკური კლიმატი შეიცვალოს იმით, თუ რა პროცენტს აიღებს ეგ
და რა პროცენტს აიღებენ სხვები, მოსახლეობა გაიგებს თუ რომელ ადამიანებს ენდობა ქვეყანა.
გვაქვს პლატფორმა, ფეისბუქზე, ინსტაგრამზე, თუნდაც აქ, შეგვიძლია გამუდმებით ვწეროთ და ვწეროთ
თუ რატომ არ უნდა ავირჩიოთ სალომე, ოჯახშიც შეგვიძლია ვეკამათოთ დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს.
არასოდეს არ არის გვიანი, რომ მცირე ბიძგები მოახდინო, ამიტომ ეს ქალი თუ გაიმარჯვებს, ჩვენთვისვე
უკეთესია თუ ეგ გამარჯვება მისთვის იოლი არ იქნება

საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა ვიცოდეთ ვინ
არის სხვა ძლიერი ალტერნატივა, ამას კი ამ არჩევნებზე აქტიურობით და რეალური ხმის მიცემით გავიგებთ ჩვენც
და ისინიც.
There are no facts, only interpretations.