წესით ყველას
http://gov.ge/files/411_50680_818764_370-1.pdfმუხლი 12. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები შენობა-ნაგებობების
საინჟინრო მოწყობილობებისათვის
1. შენობა-ნაგებობების საინჟინრო მოწყობილობების მონტაჟი და
ექსპლუატაცია, აგრეთვე მათი ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი უნდა
განხორციელდეს საპროექტო და ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური
დოკუმენტაციის, სახანძრო უსაფრთხოების და ტექნიკური რეგულირების სხვა
დოკუმენტების (მათ შორის, ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და
განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, საქართველოს სტანდარტების,
სამშენებლო ნორმების და წესების, სახანძრო უსაფრთხოების წესების კრებულის,
სტანდარტების) მოთხოვნების შესაბამისად.
2. შენობა-ნაგებობებს, გარე ტექნოლოგიურ დანადგარებს უნდა ჰქონდეთ
პროექტით გათვალისწინებული გამართული მეხდაცვა, რომლის დამიწების
მოწყობილობის ელექტროწინაღობა იზომება არანაკლებ წელიწადში ერთხელ
სპეციალისტების მიერ და ფორმდება შესაბამისი აქტით.
3. მეხისა და სტატიკური ელექტროობის მუხტების მეორადი გამოვლინებისაგან
დასაცავად შენობაში ან ღია ტერიტორიაზე განთავსებული ტექნოლოგიური
აპარატების ლითონის კონსტრუქციებს, ესტაკადებს, რეზერვუარებს, გაზსადენებს,
ნავთობსადენებს, ნავთობპროდუქტების სადენებს და სხვა მოწყობილობებს, სადაც
ინახება, ბრუნვაშია ან გადამუშავდება ადვილაალებადი ან წვადი სითხეები და
აირები, უნდა ჰქონდეთ დამცავი დამიწება. შენობა-ნაგებობების ტექნოლოგიური
მილსადენების გამოყენება დამიწების ან დანულების გამტარებად აკრძალულია.
4. პერსონალის ელექტროდენით დაზიანების ან მეხისაგან დასაცავი დამიწების
მოწყობილობა დასაშვებია გამოყენებულ იქნეს სტატიკური ელექტროობის მუხტების
ასარიდებლად.