მოგესალმები ჩემო ახალბედა, ნორჩო და ფაქიზო ბიძინისტო
შენ სულა ხლახანს ეზიარე ვირტუალური პოლიტიკის სამყაროს?
ჯერ ახლა იწყებ პირველი ნაბიჯების გადადგმას კერპთაყვანისმცემლობის ეკლიან გზაზე?
მაშ გულდასმით წაიკითხე და დაიმახსოვრე:
1. ბატონი ბიძინა უპირველესია
2. ბატონი ბიძინა ყოველთვის მართალია
3. ბატონი ბიძინა ქართული სახელმწიფოს გადარჩენის გარანტი და ერთადერთი ხსნაა.
4. ბატონი ბიძინას ზრახვები და აზრები წმინდათაწმინდაა და არც გაბედო ეჭვის შეტანა მათში, არც სხვებს დაანებო ეს.
5. ბატონი ბიძინას თანაგუნდელები წესიერი, პროფესიონალი და პატრიოტი ხალხია........უკლებლივ ყველა!
6. ბატონი ბიძინა საქართველოს ისტორიაში უმამაცესი და უნიჭიერესი მთავარსარდალია.
7. საქართველომ რუსეთს ომი დაუწყო.
8. საქართველოში ბიზნესის კეთება ყველაზე ადვილია (თითქმის).
9. ქუთაისი - საუნივერსიტეტო ქალაქია (ჰა, ჰა ჩელსიზე ნაკლებს არ დასთანხმდე დებატებში).
10. საქართველოში ყოველ წელს უპრეცედენტო ინვესტიციები შემოდის (წინა წლებთან შედარებით რასაკვირველია, მაგრამ ეს ხომ წვრილმანია, არც იმაზე იდარდო, რომ კაცმა არ იცის ეს ინვესტიციები მერე სად მიდის, მიაწექი პირველ ჩვენებას).
11.ქართველი ხალხი ბედნიერია შუქით, გაზით, გზებით და შადრევნებით (მერე რა რომ პირველი ორის გადასახდელი ფული არ ჰყოფნით, მთავარია ხო აქვთ.......იდეაში!)
12. საქართველოს ისტორია 2012 წლიდან იწყება.
13. თუ ვინმე გიმტკიცებს საწინააღმდეგოს და არგუმენტები არ გყოფნის, ჰკითხე "აბა 9 წელი ჯობდა?!".
14. თუ მე-13 პუნქტმა არ გაჭრა, აუცილებლად გაიხსენე, რომ ქართველები ყველა უვარგისები ვართ და ხელისუფლება კარგი საიდან მოვიდოდა?!
15. მუდამ გახსოვდეს, რომ საქართველოში კარგი კადრების საშინელი დეფიციტია, ამიტომ ხელისუფლება მათგან საუკეთესოებს ირჩევს და ეს ნაკლები ბოროტების პრინციპია მხოლოდ.
16. ვინც არ გეთანხმება და ბედავს ხელისუფლების კრიტიკას, მიშას აგენტი ან სულ მცირე მიშისტია.
17. თუ მაინც და მაინც მავანმა ისეთი არგუმენტები დაგიდო ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რომ ქვას გახეთქავს, ნუ დაგავიწყდება, რომ შენი სამშობლო რუსეთს ესაზღვრება და მძინარე ცხინვალი დავბომბეთ(თუ გკითხეს, ეგ როგორ მოხდაო, გაიხსენე მე-7 პუნქტი!)
18.ოპოზიცია ქვეყნის მტერია.
19.არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, ის უნდა გაეყალბებინათ (აბა მტრერს ხომ არ შევუშვებთ ავლაბრის რეზიდენციაში?)
პ.ს. ამ არგუმენტის გამოყენებისას, რაც შეიძლება გულუბრყვილო და მიამიტი სახე მიიღე, მერე რა რომ ვერ გხედავენ.
20. ქართველები დემოკრატიის ღირსნი არა ვართ და ბატონი ბიძინაც ზედმეტი ფუფუნებაა ჩვენთვის.
21. ვისაც ხელისუფლების პოლიტიკა არ მოსწონს, ის დაბოღმილი და გესლიანია, დიდი ალბათობით სააკაშვილის დროინდელი ჩინოვნიკია, "კლიუჩნიკი" ან ბენდუქიძეს ძმაკაცი, შეიძლება ქურდი ან კაი ბიჭიცაა, რომელსაც სისხლი გაუშრო ბატონმა ბიძინამ და ლუკმა წაგლიჯა.
22.ნურასოდეს დაივიწყებ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა "9 წელი", "ცოცხი", "კარანტინი", "ვანო", "ადეიშვილი", "ლიბერალი", "გეისტი" და ა.შ., ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგადგეს.
23. არასოდეს უპასუხო კითხვას ბიძინა ჯობია თუ ბიძინა.
24.საზ. მაუს, იმედის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ვრცელდება ჭეშმარიტების პრეზუმფცია.
25. რუსთავი 2, ტვ პირველი, კავკასია და მსგავსი საინფორმაციო რესურსები ენჯეოებიდან ფინანსდება და მათი ნდობა სიბრიყვეა.
26. თუ ფორუმზე გახნილ თემაში ოპოიუზერების სიმრავლეა და სიმართლეც მათ მხარეზეა, ნუ დაპოსტავ, ნურც შეხვალ.
27.თუ ვერ იკავებ თავს და მაინც არღვევ 25-ე პუნქტს, დაპოსტე რამე პიზდეცინტელექტუალური შუტკა.
და ბოლო
28. არასოდეს ეკამათო სპლიყვს.
მაშ ასე ჩემო ახალბედავ
შენ უკვე გაქვს იმ ინფორმაციის მაქსიმუმი, რაც პირველ ხანებში მაინც გაგიადვილებს ვირტუალურ ლაბირინთში გზის გაკვლევას, სადაც უამრავი გესლიანი ოპო და სიმართლისტი, ლიბერალი და დაბოღმილი ენჯეოშნიკია ჩასაფრებული.
იყავ მხნედ და არ შეგაშინოს წინააღმდეგობამ, შენ მაინც შეიტან შენს დიად წვლილს დასავლეთის ჩარეცხვაში, აგენტების გამოვლენაში და საქართველოს ესენგეში შესვლაში!
პ.ს. მოდერ აიპინოს!
დედანი
ნორჩი მიშისტის გზამკვლევი