ნაციონალი:
შეუვალი, საკუთარი ნათქვამის ბოლომდე დამცველი, ფანატიკურად ერთგული ბელადისადმი; ბუნებით არაეროვნული,
გამოუსწორებელი ინტერნაციონალისტი; ავტოკრატიული რეჟიმის მომხრე, იერარქიის მონურად მორჩილი, ხშირ შემთხვევაში უთავმოყვარეო;
მიდრეკილი ტერორიზმისაკენ, მწვალებლური გამოვლინებების მქონე; უკმეხი, უსინდისობამდე ჯიუტი,
თავკერძა; კოლექტივიზმის მომხრე და ამ კოლექტივში თავის გამოჩენის მოსურნე, ინდივიდუალიზმის
მოშიში; ინიციატივისა და ჯილდო-ფულის მოყვარული; ორბუნებოვანი: ერთდროულად პარტიული იდეალების ერთგულიც და 
მოღალატური საქციელის ენთუზიაზმით მკისრებელიც. მისი აზრით, მთავარია კანონი არ დაირღვეს, ხოლო მორალი... რა მორალი?
საუბარში ხისტი, დემაგოგი, ღვარძლიანი, ეპატაჟური, სკაბრეზის მოყვარული, ცინიკოსი და ულმობელი...
ურთიერთობაში: ბოლომდე ვერასდროს ენდობი, ვინაიდან მისი ნებისმიერი აზრი „მიშა“-მდე მიდის, რა დროსაც იკარგება სიმართლე.
დაახლოებით იმგვარად, როგორც კატონ უმცროსი უდგებოდა რიგ საჭირბოროტო საკითხებს: „კართაგენი მაინც უნდა დაინგრეს“...
ქოციონალი:
ხასიათით ლაბილური; სუსტი ნებისყოფის, ზარმაცი, ვერცხლმოყვარე; მიდრეკილი ნათესავ-მეგობრებისადმი დახმარებისკენ,
სუფრისკენ, დროსტარებისკენ, ეროვნული ტრადიციების დაცვისაკენ; შეუძლია არ დაემორჩილოს ბელადს, გააკრიტიკოს, მიუთითოს ნაკლოვანებებზე; 
წინააღმდეგია ავტორიტარული რეჟიმისა, იცავს დემოკრატიულ გარემოს; მისთვის მისაღებია იერარქიული „წესიერება“, და არა მონობა;
ამპარტავნებამდე მისული თავმოყვარე; შემწყნარებელი, დამთმობი; ინდივიდუალიზმისადმი გულგრილი; ისტორიული 
მეხსიერების განუხრელად მცველი, მომავლის ბუნდოვნად მჭვრეტი; უინიციატივო, საქმეში უხერხემლო - უფრო მიმთითებელი, 
ვიდრე მუშაითი; პარტიული იდეალების ერთგული, თუმცა არა - წინამძღოლისადმი ფანატიკური მორჩილებისა. ხშირად კანონს უგულებელყოფს,
თუმცა ზნეობას უფრო მაღლა აყენებს (გააჩნია, რამდენად გამოსდის)...
საუბარში: უმთავრესად ვერ საუბრობს; გამონაკლისების გარდა, უმრავლესობის საუბარს დამაჯერებლობა აკლია; 
ცდილობენ დემაგოგობას; ვერ ამბობენ ტყუილს, არ თვალთმაქცობენ; არ უყვართ უზრდელობა, უხიაგობა...
ურთიერთობაში: უფრო ჩვეულებრივები არიან, მთელი თავიანთი ადამიანური სისუსტეებით...
ამ არასრული დახასიათების მიხედვით, შეიძლება მათი მეგობრობა?   
 რა ვიცი, რა ვიცი...
პ.ს. აბა ჰე, მეცით ახლა ერთიც და მეორეც!