ეს არჩევნები არის ერის სირცხვილი და ნათლად მიუთითებს თუ რა მდგომარეობაშია ან ამ ქვეყნის მოქალაქეების შეგნება და სახელმწიფოებრივი აზროვნება, ან პოლიტიკა თუ პოლიტიკოსები.
ამ არჩევნებზე არ მივა მინიმუმ მოსახლეობის 50 % იმიტომ რომ ორივე კანდიდატი კიდია, და ვინც მივა იმათგან მინიმუმ 90 % შემოხაზავს ან ვაშაძეს იმიტომ რომ არ მოიგოს ზურაბიშვილმა/ოცნებამ ან - ზურაბიშვილს იმიტომ რომ არ მოიგოს ვაშაძემ/ნაციონალურმა მოძრაობამ. ანუ, ხალხი არჩევნებზე მივა არა იმიტომ, რომ მისმა რჩეულმა მოიგოს, არამედ იმიტომ რომ ამ ხალხს რჩეული არ ჰყავს, მაგრამ არ უნდა იმან მოიგოს ვინც სძულს.
ეს არჩევნები იმას კი არ აჩვენებს, რომელი უფრო კაი ტიპია, სალომე თუ გრიგორა, იმას აჩვენებს რომელი უფრო სძულს აქტიურ ამომრჩეველს. ნუ, პოხუისტები და პასიურები უფრო მეტნი არიან...
ეს ყველაფერი, პირველ რიგში არის ჯიბის მედია საშუალებების პროპაგანდის შედეგი. პირველ ტურამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო ტვინის გამორეცხვა რაც დღემდე გრძელდება, ნებისმიერ ინფორმაციას გვაწვდიან დამახინჯებულად, იმ ინტერპრეტაციით როგორიც მათ აწყობთ. სამწუხაროდ ამომრჩეველმა ეს ყველაფერი ჭამა დაიჯერა რომ მხოლოდ ამ ორს აქვს რეალური შანსი, გვერდით გაწია ყველა დანარჩენი და პირველ ტურში მივიდა იმიტომ რომ არ მოეგო ზურაბიშვილს, ან არ მოეგო ვაშაძეს. მეორე ტურშიც ამისთვის მივლენ.
ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ: ქართული პოლიტიკა არის ანუსში, ქართული მედია არის ანუსში, ქართველ ამომრჩეველს არ აქვს საარჩევნო აზროვნება და საარჩევნო კულტურა და ნებისმიერი გარეწარი ვისაც ექნება ტელევიზია და ეყოფა სითავხედე, ამომრჩეველს ყოველთვის ისე მოექცევა როგორც ცხვარს.
რა გვეშველება მართლა არ ვიცი