#53982429 · 25 Dec 2018, 23:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | პირველ რიგში აუცილებელია კარგი იფრასტრუქტურის მოწყობა და დასაქმება,რომელიც არ იქნება პრობლემა თუ გადაიდგმება ელემენტარული ეფექტური და ქმედითი ნაბიჯები...კერძოდ რას ვგულისხმობ ახლა: გურია და სამეგრელო ასევე იმერეთი მარტო თხილით,დაფნით,პლანით ( არ ქონდა გირჩს ურიგო იდეა პლანთან დაკავშირებიდ) და სიმინდით გაქაჩავს...თუ იქნება სწორი დაფინანსება და ხელშეწყობა. აჭარა ციტრუსიდ და დასვლეთ საქრთველო ამოისუნთქებს.. |
პირველ, რიგში აუცილებელია მავნებლური დამოკიდებულების აღმოფხვრა სოფელთან დაკავშირებით:
1.უნდა აიკრძალოს დაბალპასიანი და უხარისხო სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი, რათა მოხდეს სოფლის პროდუქტებზე საბზრო ისეთი ფასების დადგენა, რომელიც გლეხს არ აიძულებს სახლის გაყიდვას და თბილისში ტაქსაობის დაწყებას
2. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელოვნურად ხდება მცენარეების ავადმყოფობების გავრცელება -წამლის გაყიდვის მიზნით(მაგალითად კიტრის მოყვანა ფაქტიურად შეუძლებელია, ხოლო პამიდორი კი მოდის მაგრამ ძალიან ცოტა და უხარისხო, მაშინ როცა 15 წლის წინ კიტრიცა და პამიდორიც უწამლოდ მოდიოდა, არადა ამ კულტურებმა ათასწლეულები გამოიარეს და წამალი არ უნდოდათ)იგივე მდგომარეობაა სხვა მცენარეებშიც. უნდა მოხდეს ამ მავნებლობის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს მხრიდან
3. უნდა წახალისებულ იქნეს კოოპერაცია სოფლის მეურნეობაში
4. სასოფლო ტექნიკაზე აქციზი უნდა გაუქმდეს
5.ბოლოსდაბოლოს უნდა ამუშავდეს აგრის შაქრის ქარხანა ადგილობრივ ნედლეულზე, (სრულად ტუ არა ნაწილობრივ მაინც)
6.სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა იმუშაოს გასაღების ბაზრის მიმართულებით და უნდა დადგინდეს მსოფლიოში რომელ კულტურებზეა გაზრდილი მოთხოვნ, რათა ამის მიხედვით მოხდეს სოფლის მეურნეობაში მოსაყვანი კულტურების კორექცია მომგებიანი კულტურების დანერგვით.
7. უნდა სახელმწიფოს პოლიტიკად იქცეს კერძო საკუთრების დაცვა(რაც სასამართლოს რეფორმას გულისხმობს) ამის გარეშე აზრი არ ააქვს არაფერს-სოფლის მეურნეობაში გასაგები გამონაკლისების გარდა არავინ არ ჩადებს სერიოზულ ფულს
|