⚠ ქვეითების პრობლემები;
⚠ მძღოლების პრობლემები... საცობები და პარკინგის ადგილის ნაკლებობა ქალაქში;
⚠ ეზოების არარსებობა;
⚠ მრავალსართულიანი კორპუსების ჩარჭობა ვიწრო ქუჩებზე;
⚠ მიტოვებული მშენებლობები და მიშენებები;
⚠ სამშენებლო მტვერი და მომწამვლელი გამონაბოლქვი;
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
ამ ყველაფერს ურბანული კატასტროფა ქვია და პირდაპირ აისახება თითოეული ჩვენთაგანის ყოველდღიურ განწყობაზე, ჯანმრთელობაზე, გონებრივ შესაძლებლობებზე და ქმედუნარიანობაზე მიუხედავად თანამდებობისა და მდგომარეობისა.
წარმოიდგინეთ: იღვიძებ, იხედები ფანჯარაში და თუ გაგიმართლა, ხედავ დაბომბილივით ქალაქის ხედს. თუ არ გაგიმართლა - ხელის გასაწვდენზე აღმართული მეორე კორპუსის უსახურ კედელს...
გამოდიხარ ქუჩაში და სადარბაზოშივე გხვდება ცუდად გაჩხერილი მანქანა. გვერდს აუვლი როგორღაც და ტანსაცმელზე ქსეროქსივით გადმოდის მანქანის ჭუჭყი თავისი თითით დახატული რაღაცეებით და "გამრეცხე შეჩემა"-თი.

იქ, სადაც ერთ დროს შენი უბანი იყო და ცხოვრება დუღდა, დღეს... რაც ხელში მოხვდათ იმისგან შეკოწიწებული, დაუმთავრებელ მიშენებებს შორის გაჩრილი, ცარიელი ავტოფარეხები და ამ ფარეხების წინ დაყენებული მანქანებით გაჭედილი ბილიკებიღაა.
დილიდანვე წვალობს ქვეითიც და მძღოლიც, დიდიც და პატარაც. გამოაღწევ ქუჩაში და იწყება საცობი. ნერვიულობ. გაგვიანდება. არც ადრე გამოსვლა გშველის. სამსახურში მიხვალ და იწყება დოღი. ყველას ყველაფერი უნდა სასწრაფოდ. გუშინწინ, ან უკეთეს შემთხვევაში "ემსაათში".

მნიშვნელობა არა აქვს ხელმძღვანელი ხარ, თუ რიგითი თანამშრომელი. მთელი დღე ქაოსი, არეულობა... საღამოს ისევ საცობი და თუ ზედა მეზობელმა არ ჩაგრეცხა, ან ბიჩოკით სარეცხი არ დაგიწვა, იძინებ იმისათვის, რომ დილიდან ისევ იგივე წრეზე წახვიდე.
ხო, ამ ყველაფერს ურბანული კატასტროფა ქვია და პირდაპირ აისახება თითოეული ჩვენთაგანის ყოველდღიურ განწყობაზე, ჯანმრთელობაზე, გონებრივ შესაძლებლობებზე და ქმედუნარიანობაზე, მომავალზე...
ხალხი ერთმანეთს უპირისპირდება. პრობლემას ერთმანეთში ხედავს.
არადა ქვეითებიც, ველოსიპედისტებიც, მძღოლებიც, ბავშვებიც, ახალგზრდებიც, ასაკოვნებიც - ყველანი საერთო სივრცეში ვცხოვრობთ და პრობლმებიც საერთო გვაქვს.
გამოსავალი ურბანისტიკის კანონზომიერებების მიხედვით ქალაქის განვითარებაშია. დანარჩენი ლინკზე:
ვნახოთ როგორ აგვარებენ სხვა ქვეყნები პრობლემებს. ვრცლად აქ.