#54093142 · 19 Jan 2019, 23:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Dehumanizer
QUOTE | მაგას არ ვაწვები, ეგ მიზეზი არ იყო, მაგრამ საბაბი რატომ მივეცით? ეგ არის აქ საკიტხავი |
რა საბაბი მივეცით? საბაბს მაინც მოძებნიდნენ, ვინაიდან იმის გაკეთება უნდოდათ რაც გააკეთეს, ემზადებოდნენ დიდი ხანი, დაგეგმეს რუსებთან ერთად და განახორციელეს.
QUOTE | ხელშეკრულებითი ურთიერთობა, ოღონდ არა 2 სუბიექტის, არამედ სხვა ფორმის.. |
ეგეთი რამე არ არსებობს.  ვის და ვის შორის ხელშეკრულებითი ურთიერთობა? აქეთ საქართველოა (სუბიექტი) და იქით ვინ არის (სუბიექტი რომ ვერ იქნება შენც მიმხვდარხარ და მაგის ახსნას აღარ მაჭირვებ, მადლობა.)? სეპარატისტების საზოგადოება? თუ ამცახარა?  სასაცილო და ძალიან არასერიოზულია. ხომ ხედავ, შენც ვერ ამბობ და ასახელებ. QUOTE | აფხაზეთი როგოც გარკვეული სტატუსის მქონე წარმოანქმნი შემოდის საქართველოს შემადგენლობაში |
ანუ, კარგად გაგვარკვიე რას ამბობ. რა გარკვეული სტატუსის მქონე? აფხაზეთის სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში რომ არის, ეს უკვე გარკვეულია, აღიარებული და ყოვლად ხელშეუვალი რამ და ეჭვქვეშდაყენებას არ ექვემდებარება. ხოდა შენ რას გვთავაზობ, რომ აღარ იყოს საქართველოს შემადგენლობაში ანუ გავუშვათ (შენ რომ მოღალატეობას ეძახდი ძინა პოსტებში, ის საქციელი ჩავიდინოთ ჩვენვე!!!), იმისათვის რომ მერე ხელშეკრულებით შემოვიდეს ჩვენს შემადგენლობაში? სერიოზულად საუბრობ ამაზე? და თუ გავუშვით, რატომ უნდა დადოს ამგვარი უკვე სტატუსის მქონე სუბიექტმა ჩვენთან შემოსვლის ხელშეკრულება? გიჟები არიან? და რომ არ დადონ, შენ იძლევი რამის გარანტიას, ატვეჩაი ხარ?  უაღესად არასერიოზული და საშიში, და რაც მთავარია გაუგებარი სქემაა. QUOTE | არის განსაზღვრული მისი ადგილობირივ და ცენტრის უფლებამოსილებანი, ხელშეკრულება ითვლება საქართველოს კონსტიტუციის ნაწილად |
არ სჭირდება მაგას ხელშეკრულება და რაც მაქამდე დაწერე ის გაუგებარი ამბები. ისედაც ბრწყინვალედ განისაზღვრება უფლებები და საქართველო უკვე მზად არის ავტონომიას მისცეს მაქსიმუმი, (ხაზს ვუსვამ ავტონომიას, ანუ ავტონომიის მოსახლეობას, ლტოლვილების სრული და უპირობო დაბრუნების შემდეგ. და არა მხოლოდ ეთნიკურად აფხაზებს! ), ანუ მას ქონდეს ყველა შიდა ბერკეტები, გარდა პოლიციური, უშიშროების და სამხედრო სფეროებისა. ანუ ეგ თემა გადაჭრილია და საჭიდაო არაფერი ჩვენი მხრიდან. რაც უნდა ის მოითხოვოს ავტონომიამ (ისევ ვიმეორებ, ავტონომიამ!!!), არ იქნება პრობლემა, რათქმაუნდა დემოკრატიული პროცედურების ფარგლებში და არა გამოგონილი უტოპიები თუ აპარტეიდული სისულელეები.
QUOTE | დამატებითი გარანტიები რომ მიიღონ აფხაზური მხრიდან შეიძლება თანხმობა გახდეს საჭირო ყველა მუნიციაპალიტეტის დონეზე |
ეგეც გამოგონილი სისულელეა და მიზნად აქვს იმის შენიღბვა, რაც რეალურად შენ გიდევს მაგის მიზნად. და ეს არის, ისევ და ისევ ეთნიკურად აფხაზებს რაც უნდათ ის უნდა გავიდეს მაინც და მაინც. რატომ ნიღბავ ეგრე, პირდაპირ აპარტეიდულად დაწერა, ავტონომიური რესპუბლიკის 17%-ი წყვეტს ყველაფერსო, იმიტომ რომ ტიტულური ერიაო (თუ რაღაც ამგვარი, როგორც ეგ ფაშისტები ამბობენ), არ გინდა? ცუდად ჩანს?  მაინც მაგის მიღწერვას ცდილობ მაგ გაუგონარი მუნიციპალიტეტების დონეზე საკონსტიტუციო დაბლოკვით და ბარემ პირდაპირ თქვი. QUOTE | დევნილები ბრუნდებიან უპირობოდ... ვისი ქონებრივი უფლებების სღდგენა ვერ მოხარხდება მიიღებს კომპენსაციას, მაგრამ დაბრუნების უფლება უპირობოა |
კი, ეგ ეგრე უნდა იყოს.
QUOTE | შესაძლაო ქონდეთ შიდა მოქალაქობა, ოღონს აფხაზეთის მოქალაქე ავტომატურად იქნება საქართველოს მოქალაქე |
ეგეც სისულელეა და ასეთი რამ არსად არ არსებობს, მაგრამ საშიში არ არის და თუ ხუშტურია მე დიდ პრობლემას ვერ ვხედავ.
QUOTE | სხვა რეგისტრაციის მქონე საქართველოს მოქაალქეს აფხაზეთში ექნება ყველა უფლება გარდა საარჩევნოსი |
ეგ დისკრიმინაციაა და ვერ მოხდება რათქმაუნდა. თან უტოპია და სისულელეა.
QUOTE | (შიდა მოქალაქეობას მიიღებს გარკვეული ცენზის შემდეგ) |
რა ცენზის შემდეგ?  სასაცილოა ეგეც და სისულელე, ასევე დისკრიმინაცია. მაგრამ დავუშვათ მასე იყოს: 5 წელში ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში გაძლევენ მოქალაქეობას (ევროპის ქვეყნები, ამერიკა...), ხოდა მე რომ გითხრა ახლა 5 წელი იყოსთქო დარწმუნებული ვარ შენ მეტყვი არა, არ გამოვა მასეო აფხაზებს მაინც შეეშინდებათო. ხოდა დაწერე პირდაპირ რას ითხოვ.  ვერ უნდა გახდეს ქართველი აფხაზეთის სრულფასოვანი მკვიდრი, ყველა უფლებებით და მეორეხარისხოვანი ადამიანი უნდა იყოს სულ? აფხაზები ტიტულოვანი ერი, ისევ?  მეტი ვერაფერი გამოსჭვივის მაქედან. QUOTE | ორივე ენას ექნება სახელმწიფო სტატუსი და მოქალაქე ვალდებული იქნება იცოდეს ერთ-ერთი მაინც... |
ეს ახლაც მასე არის და რათქმაუნდა მასე იქნება. ანუ მანდ პრობლემა არ არსებობს.
QUOTE | ვაღარებთ მუხაჯირების რეპატრაიციის და გამარტივებული წესით მოქალაქოების მიღების უფლებას |
არც ეგ არის პრობლემა პრინციპში, მაგრამ შენი მიდგომა მაცინებს ცოტა... ანუ მაგათ გამარტივებული წესით აძლევ და ქართველებს ცენზს უწესებ, თან ვერ ამბობ რამხელას (ანუ იმხელას, რომ გირჩევნია არც თქვა).
QUOTE | საქართევლოს საელჩოებში ექნებათ საკუთარი წარმომადგენლის ყოლის უფლება, ეკონომიკური და დიასპორასთან კულტურული ურტიერთობებისთვის |
არც ეგ არ არის პრობლემა, საელჩოებში ახლაც არიან ავტონომიების წარმომადგენლები.
და რა პრობლემა ქონდათ 80-იანების ბოლოს?  პრივილეგიებით იყვნენ გატენილი. ყველა დირექტორი და გადაწყვეტილების მიმღები ტიპები აფხაზები იყვნენ. პირველი პირი აფხაზი. ერთი Uშიშროების ტიპი იყო ქართველი ავთო იოსელიანი და მაგასაც არანაირი რეალური ძალაუფლება არ ქონდა მანდ. ანუ რა პრობლემა ქონდათ და რა ვერ აიტანეს?  ქართულად უნივერსიტეტში სწავლების შესაძლებლობა იყო ის რამაც ომი და სეპარატისტობა გაამართლებინათ, ამ პოზიციას ავითარებ?  QUOTE | კი აქ პროექციის მომენტი იყო, თუმცა ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია რომ ეს მოლოდინები არ ქონოდათ |
მეც აგიხსენი და შენც მეთანხმები, რომ ბუნებრივად არ / ვერ უნდა ქონოდათ და ეს იყო პროექციის მომენტი (შენივე შეფასებაა, როდესაც დამეთანხმე), ხოდა ჩვენ რატომ უნდა გაგვეკეთებინა რამე, რასაც ვაკეთებდით, არაფერი იმისკენ არ ყოფილა რომ ეგ მოლოდინები ქონოდათ და შესაბამისად ჩვენზე დაბრალება არის სრულიად უსაფუძვლო.
|