თურქებს რომ ზევიდან ვუყურებდით და ახლა რომ მართლა მონა-მოსამსახურეებად ვუდგევართ არასოდეს არ დაინტერესებულხართ რატომ არის მასე?
იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს ჩვენი "კეთილდღეობა" იყო მხოლოდ დოტაციებისა და სახელმწიფო რესურსების "მოტეხვის" საშუალებით მიღწეული. ეგაა რეალობა. დოტაციებს კი გვაძლევდნენ საბჭოთა კავშირის დროს იშვიათი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა (ძირითადად ტროპიკული ხილი, ციტრუსები, ჩაი, მინერალური წყალი, ღვინო, რომელიც მოლდოვურ და სომხურ ანალოგებს მაინც სჯობდა) და კურორტების (ძირითადად აფხაზეთში) გამო. სწორედ მაგიტომ იყო, რომ საბჭოთა კავშირის ბევრ "მოკავშირე" რესპუბლიკას ვუსწრებდით ცხოვრების დონით (თუმცა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე უკეთესად ვიყავით, ეგ ბოდიში და ზღაპარია, მაშინაც გვისწრებდნენ).
კი იყო ქარხნები, იყო რაღაც წარმოებაც, მაგრამ ხარისხი, თვით საბჭოთა კავშირის დაბალი სტანდარტებითაც კი იყო საშინელი. ქუთაისის ავტომობილის ქარხანა, ბევრი რომ მისტირის ახლა, ისეთ ნაგავს აკეთებდა, რომ მათი "კოლხიდა" ლამის კონვეიერიდან ჩამოსვლის შემდეგ იშლებოდა. უხარისხო საბჭოთა მანქანებზე მომჯდარი მძღოლებიც კი დასცინოდნენ. და ეს იმიტომ რომ ყველაფერს, აი აბსოლუტურად ყველაფერს, იპარავდნენ. იყო მხოლოდ საბჭოთა "ხალიავა".
ამ დროს თურქები კი მოდერნიზაციის რთულ გზაზე იდგნენ, ფიქრობდნენ როგორ გაეუმჯობესებინათ თავიანთი ეკონომიკა. და რეალურად შრომობდნენ და მუშაობდნენ.
შედეგი? დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, როცა დოტაციები აღარ იყო, აქაურმა მოქურდო ელემენტებმა და უნიჭო "ინტელიგენციამ" წამოიწყეს სამოქალაქო ომი და რაც კი ავლა-დიდება იყო, ყველაფერი ჯართში ჩააბარეს და გაყიდეს.
ახლა ცდილობენ ესეც ბოროტ თურქებს გადააბრალონ. კომუნისტი ჩინოვნიკი პატიაშვილი ამბობს, რომ ჩვენი ჯართით აშენდა თურმე თურქეთი. ანუ აქაც თურმე მოგვპარეს და მაგათი ბრალია.
არადა რამდენი იდიოტი დაიჯერებს.
და ჩვენ როდესაც ერთმანეთს ვკლავდით და ვანადგურებდით, თურქები მუშაობდნენ, ერთად იდგნენ. შედეგად, დღეს არანაირი დიდი რესურსების მქონე, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის ქვეყანას ცხოვრების უკეთესი სტანდარტი აქვს ვიდრე რუსეთს - იმ სახელმწიფოს, რომელიც ნახევარ ევრაზიასა და რაც ადამიანისთვის ცნობილია ყველა ბუნებრივ რესურს ფლობს, ალმაზებით დაწყებული და ნავთობითა და გაზით დამთავრებული.
და ეს ცხრილიც იდოს აქ.
მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1990 წელს:
თურქეთი : 6 146 დოლარი
საქართველო: 5 174 დოლარი
ანუ ფაქტობრივად ერთი დონე.
მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2016-ში?
თურქეთი : 25 247 დოლარი
საქართველო: 10 004 დოლარი
თურქეთს 2.5-ჯერ მეტი აქვს ვიდრე საქართველოს.
ამის ჩამდენები(სიგუა, კიტოვანი) არათუ დასჯილან, არამედ პირიქით დღესაც უპრობლემოდ სეირნობენ ქალაქის ქუჩებში და ინტერვიუებს აძლევენ.
https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP...locations=GE-TR
ეგ 1.65 სხვა რამეა ეგ არის ლარის დოლარზე გაცვლის კურსი. ლარის კურსი სხვა რამეა.
DRAKONI
სწორედ რომ კიტოვანი და იოსელიანია დასავლეთი
dega
არ გავკარი სანდრამ ეს თქვა თუ არა და ვთქვათ ჭორიც მოუგონეს. მერე რა ამით?
lasha1997