რამხელა სტრესი და ფობია აგიკიდებია მუსულმანების წინაშე..
მუსულმანების სახე ეგ არაა, ყურანი მაგას არ ქადაგებს მე რაც გადავავლე თვალი.
მერე ვიღაც ტიპები გამოჩდნენ რომელმაც სხვა ინტერპრეტაცია მისცა ამას და გადაიყვანა ექსტრემიზმში. ეგეთები ქრისტიანობაშიც ყრია და ყველგან..
ეს იგივეა ეხლა ტერორისტი "ბუდისტები" რო გაიჩითნონ და ყველა ბუდისტი ერთ ქვაბში მოხარშო როგორც ტერორისტებად
სად ბუდიზმი და სად ძალადობა..
უბრალოდ ეგრე გამოვიდა რო მუსლიმებს შორის უფრო არეულობაა მაგ მხრივ, რადგან გაჭირვებული რეგიონია.
არც ინდოეთი ჩამორჩება სისასტიკეში თუმცა სხვა რელიგია აქვთ..
გაჭირვებული ადამიანი როგორც და სადაც გაიზარდა, ისე იქცევა.
შენ რო ნებისმიერი ტერორისტი/ექსტრემისტი მუსლიმის ადგილას დაბადებულიყავი და იგივე გზა გაგევლო, შენც ტერორისტი იქნებოდი.
ყველა ადამიანი პროდუქტია იმ გარემოსი სადაც გაიზარდა.
ძალადობას არც ეროვნება აქვს, არც რელიგია ან იდეოლოგია. ის ამ ყველაფერს იყენებს მიზნის მისაღწევად რომელიც შიშია.
ძალადობა ძალადობას შობს, ზიზღი ზიზღს. ძალადობას ძალადობით ვერ დაამარცხებ.
ძალადობა ყველა ადამიანმა საკუთარ თავში უნდა დაამარცხოს და ამისთვის ყველაზე ეფექტური იარაღი განათლებაა.
მაგისთვის საჭიროა მთელი კაცობრიობის ისტორიის, კულტურების, რელიგიების, იდეოლოგიებისა და ფსიქოლოგიის გაანალიზება, რომ დაინახო ვინ ხარ და რა პროდუქტიც ხარ..
მარა აბა ვის სცალია რო მაგისთვის?
ისე კი ზოგადად მიკვირს რო ამაზე უარესებიც არ ხდება ხოლმე ყოველდღე, გინდ ერთი მხრიდან, გინდ მეორედან და გინდ სხვებისგან..
ეხლა ამ შეტევას გამოიყენებენ ექსტრემისტი მუსლიმანები ან ვიღაც ფულის შოვნით დაინტერესებული ხალხი და მოაწყობენ წელს ინგლისში, ევროპაში და ავსტრალიაში მეტ ტერაქტებს.. ბიზნესის დონეზეა აყვანილი ძალადობა..
ძაღლი კიდე ყეფს და ყეფს..