თემა ეხება გულგრილობას ზოგადად.
ციკლიდან: დათვი უნდა მოკლა ჭიშკართან და არა სამზარეულოში შემოვარდნილს ურახუნო ტაფა თავში.
სხვა სიტყვებით: ზღვა კოვზით დაილევა.
უან ეფფლე ე დეი ქიფს ახალირევოლუცია ავეი.
ვინც აგურს ვერ დებს ის კედელს ვერ ააშენებს.
აუცილებელი არ არის მაინცდამინც 250ით მიდიოდეს ვინმე აყვეტილი და ჟუჟოს მოსახლეობა.
გაამკაცრეთ მართვის მოწმობის გამოცდები დასაწყისისთვის. ეს ხომ მაინც არ არის ძნელი?
მოკლედ ამ პიროვნებას: სალომე ჭაჭუას ნაღდად არაფერს ვერჩი, მიუხედავად იმისა რომ მე უფრო მაგრად ვცეკვავ, თან ფხიზელზე.
წავაწყდი ამ სტატიას:
https://www.ambebi.ge/article/233186-unda-g...salome-chachua/მოკლედ შინაარსი: წლების განმავლობაში დავდიოდი მართვის მოწმობის გარეშეო.
4 წლის წინ ავიღე მართვის მოწმობაო-"ნაგლობასაც ხომ აქვს საზღვარიო".
20 წლიდან ვატარებ მანქანასო.
დაბადებულია 1990 წელს.
მინიმუმ 5 წელი მართვის მოწმობის გარეშე ატარებდა მანქანას.
ნანობს არა ფეხები ))))) "გოგოშკური" მანქანა, "სინაგლესაც" ტერმინები უხვად და ფრაზები:
სხვათა შორის, ძალიან იშვიათად მაჩერებენ, რადგან ყოველთვის ვცდილობ, წესები დავიცვა და ავტომობილი ისე ვმართო, რომ საფრთხე არ შევქმნა...
სულ ვამბობდი, ვიღაც ისეთი შემხვდება, ვისაც არ მოვწონვარ და მართვის მოწმობის უქონლობას არ მაპატიებს-მეთქი (იცინის), მაგრამ ასეთი არავინ შემხვედრია.
თუ დასავლეთისკენ მივდივარ, არ არსებობს, ავტომაგისტრალიდან ჯარიმები არ მომივიდეს !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
იმ შემთხვევაში ვუმატებ, როდესაც ვიცი, რომ მაქსიმალურად დაცული ვიქნები და არც თავად შევუქმნი საფრთხეს ვინმეს, ანუ როცა გზაზე ბევრი ავტომობილი არ მოძრაობს.
საერთოდ, ძალიან სწრაფი ინსტინქტი მაქვს, რომელიც ჯერჯერობით, არ მღალატობს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
და ამ ფრაზაზე გადამეკეტა:
იმ პერიოდშიც იშვიათად მაჩერებდნენ, მაგრამ მპატიობდნენ.
ანუ გასაგებია, რომ ასტროფიზიკას ვერ მოსთხოვ კაცი პატივცემულს, მაგრამ რა გამოვიდა?
5 წელი ატარებდა მართვის მოწმობის გარეშე მანქანას, აჩერებდნენ, მაგრამ პატიოდნენ.
კარგი მძღოლია, მაგრამ დასავლეთში რომ მიდის სიჩქარის გადაჭარბების გამო ჯარიმები მოსდის.
საავარიო სიტუაცია არ შექმნია, რადგან ინსტინქტებს ენდობა.
ამით ერთობა პიკასო? რას გავს ახლა ეს? რა აგდებული დამოკიდებულებაა? მთლიანად ერში კანონისადმი>?
ცალკე ის პატრულის ეკიპაჟია მოსახსნელი საყვედურით აი ეს რომ დაიჭირა საჭესთან მართვის მოწმობის გარეშე და გაუშვა.
ტაქსის მძღოლი ყოფილიყო ოჯახის სარცენად გამოსული-მიაბაბანებდნენ ეგრევე ჯარიმებს და მანქანიდანაც ცამოსვამდნენ?
მერე გაიხნსება კიდევ თემები: ანგელოზივით ბოვშვები დაიხოცნენო.
საწყენად არ ვამბობ, მაგრამ ვირი რომ ვირია: ეგეც კი ერთხელ თუ კისერი წაიტეხა-მეორედ მაგ გზაზე აღარ გავა.
როდემდე უნდა ვაბიჯოთ ეზოში დაყრილ ფოცხებს ფეხი მთელმა ერმა???
რა გახდა??? აი რა გახდა?? გზებზე ნორმალური სიარული???
Smile man . . . God loves you . . . .
Don't want to die? Don't be born . . .
If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .
"De Woch fangt scho guat o "