Moorშენ მეტნაკლებად აფერისტები მოიყვანე რომელიც არც ადრე აკლდა ისტორიას და არც ახლა,ემ უბრალოდ პატარა მაგალითს მოგიყვან ჩვენი წარსულიდან .კუბიტის სიგრძეა π-φ^2=3,1416-2,618=0,5236 მეტრი როცა დიამეტრი ერთი მეტრის ტოლია. π ვთქვათ შემთხვევით აღმოჩდა ჰეოპსის პირამიდის განზომილებებში φ-ი არის ოქროს რიცხვი φ=1.6180339887498948482... ცნობილია რომ ჰეოპსის პირამიდა არის 440 კუბიტი.440X0.5236=230,384 მეტრი თუ ამ სიგრძის მქონე კუბში ჩავხაზავთ წრეს ხოლო მეორე წრეს კუბს გარს შემოვატარებთ და მიღებული წრის გარშემოწერილობებს გამოვაკლებთ ერთმანეთს მივიღებთ სინათლის სიჩქარის მაჩვენებელს მილიონ მეტრ წამში და ამას ახლავე გავაკეთებ თვალსაჩინოებისთვის 230,384 მეტრი ეს მცირე წრის დიამეტრია ,ამ წრის გარშემოწერილობის სიგრძე რომ გავიგოთ დიამეტრი უნდა გავამრავლოთ3,1416 ეს უდრის 723,7743744 მეტრს , კვადრატზე შემოხაზული წრეწირის დიამეტრის შეფარდება კვადრატში ჩახაზული წრეწირის დიამეტრთან ყოვლეთვის ფესვი ორის ტოლია..ესეიგი ფესვი ორიდან 1,4142135X7723.7743744=1023,571536374 ამას გამოვაკლოთ723.7743744=229,79716 . 229,792458 მილიონი მეტრი წამში ეს ოფიციალურად აღიარებული სინათლის სიჩქარეაო,ჩვენი ციფრი კი229,797169-მეტრია
* * *
http://resonancedaily.com/index.php?id_rub=5&id_artc=31253 ,,სოფელ ხუცუბანში აღმოჩენილ ძვ.წ. პირველი ათასწლეულით დათარიღებულ, ბრინჯაოსაგან ჩამოსხმულ ცის თაღის გამოსახულებას, რომელიც შემკულია ასტრალური ნიშნებით, იგი მოიაზრება გლობუსის გამოსახულებად, რომელსაც ძველი კოლხები იყენებდნენ ზღვაზე მოგზაურობის დროს საორიენტაციოდ, კომპასის მსგავსი დანიშნულების საგნად, შორეული მოგზაურობისას.,,
* * *
საქართველოში ზღვაოსნობის ისტორიის შესახებ არაერთი უნიკალური მასალა არსებობს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა გავაცნოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი ქართველთა ნაკვალევის შესახებ ხმელთაშუა ზღვის აუზის კერებში. ამის გარკვევაში კი დაგვეხმარება ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი მარინე ცინცაბაძე, რომელმაც ჩვენს რედაქციას საინტერესო მასალა მიაწოდა ქართული ზღვაოსნობის ისტორიიდან.
"კოლხეთი ცნობილი იყო თავისი საზღვაო, სამდინარო და სახმელეთო გზებით, რომლითაც კოლხეთის სამეფო უკავშირდებოდა როგორც შიდა გზებით საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა კუთხეებს, ისე უშორეს ცენტრებს. საქართველოს ტერიტორიაზე 2 575 მდინარე და 860-მდე ტბაა, ხოლო შავი ზღვა საქართველოს ნაპირებს გასდევს 330 კილომეტრზე მეტი სიგრძით. ამიტომ სრულიად ბუნებრივი იქნებოდა, რომ ქართველი ხალხის ყოფით ცხოვრებაში გაჩენილიყო წყლით გადაადგილების საშუალებები", - აცხადებს მარინე ცინცაბაძე.
მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე ნაოსნობა და თევზის რეწვა სათავეს იღებს ნეოლითის ხანიდან. ნეოლითის პერიოდის კისტრიკის ნამოსახლარებში აღმოჩენილი იქნა პატარა ნავები. ბერძენი ქსენოფონტე (ძვ.წ. მე-5-ს) თავის "ანაბაზისში" წერდა კოლხეთში არსებული ერთი ხისაგან დამზადებული 300 ნავის შესახებ, რომლებითაც ქართველურმა ტომებმა მიაღწიეს ტრაბზუნდს.
საგვარჯილოში აღმოჩენილი იქნა ასევე ნეოლითის პერიოდის ბოლოკაუჭებიანი ძვლის ანკესი, ჭვილთი (ჰარპუნი), ბადის სანაფეები და ლითონის ანკესი.
ქართველი მეზღვაურები მოხსენიებულია ძველ ბერძნულ ლიტერატურულ წყაროებში. ჰომეროსის თანახმად, ქართველი ტომი ფეაკები ცნობილი იყვნენ, როგორც კარგი ზღვაოსნები და ხომალდმკეთებელნი. მათ ეკავათ კუნძული სქერია, რომელიც იყო ქართველ ტომთა დასახლების ადგილი.
კოლხი მეზღვაურების ხომალდები გამოირჩეოდნენ საუკეთესო ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებით, რომლებიც სამხედრო დანიშნულებით იყო ცნობილი და მას ხშირად იყენებდნენ ბერძნები.
კოლხ მეზღვაურებს, მესაჭეებს და ლოცმანებს წამყვანი ადგილი ეკავათ პონტოს მეფე მითრიდატე ევპატორის ფლოტში.
ვაჭრობის განსახორციელებლად კი ძვ. წ. მე-2 ათასწლეულში უკვე ჩამოყალიბებული იყო მეზღვაურ ვაჭართა ფენა და მათ შორეული ზღვაოსნობისათვის გააჩნდათ ყველა რესურსი: მოთხოვნადი საექსპორტო პროდუქცია - მეტალურგიული ნაწარმი; საზღვაო საშუალებები - სხვადასხვა აღჭურვილობა და აფრებისათვის სელის ძაფი; ასაწონი ხელსაწყოს "კავკასიური სიკილასა" და საერთაშორისო მიმოქცევისათვის ფულის ერთეული - ბრინჯაოს რგოლების სახით.
ხმელთაშუა ზღვში შავიზღვისპირეთიდან წამოსულ ვაჭარ-მეზღვაურებს გააჩნდათ დამაკავშირებული პუნქტები. ეს იყო პირველ ყოვლისა საბერძნეთში კოლხეთის მეფის, აიეტის კუთვნილი ტერიტორია ეფირეში (კორინთო) და ევბეა (მაკრისი, სქერია - ჩრდილოეთ საბერძნეთში), საიდანაც ხდებოდა მიმოსვლა შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვის კუნძულ კრეტამდე, კრეტასა და კვიპროსს, იტალიასა და ესპანეთს შორის.
დამაკავშირებელი საზღვაო მარშრუტი ფაზისსა და ესპანეთს შორის მონიშნულია ძვ. წ. მე-6 საუკუნის მოღვაწის ბერძენ ჰეკატეს მიერ.
როგორც ისტორიკოსი ამბობს, ძვ. წ. მეორე ათასწლეულის დასაწყისი ზღვაოსნობის ისტორიის აქტიური ხანაა. იმ დროს დამკვიდრდა სწორედ მეზღვაურებს შორის პირველი საუკუნის რომის იმპერატორ პომპეუსის ლათინური გამოთქმაც "ზღვაოსნობა აუცილებელია".
როგორ იგებოდა ნავები
ხის მასალა, რომლისგანაც იგებოდა ნავები, ეს იყო ალვის ხე, წყავის ხე და სხვა. ნავს მეტი გამძლეობისათვის უსვამდნენ თხის ან კამეჩის ქონს. ნავები იგებოდა სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების, მათ შორის იგებოდა სატვირთო ხომალდი სახელწოდებით "ქოთარა" (500-600 ფუთის). რაც შეეხება სავაჭრო ფლოტის არქიტექტურას, ეს იყო აფრიანი გემები, მაღლა აწეული ცხვირით და კიჩოთი, წყალგაუმტარი გემბანით, რომელსაც ჰქონდა ორი ღუზა.
ცურვის სახეობები
ისტორიკოს მარინე ცინცაბაძის თქმით, ზღვაოსნობის ისტორია საქართველოში უკავშირდებოდა ცურვის უნიკალურ სახეობებს. ისტორიკოსი ჰენრი კუპრაშვილი თავის ნაშრომში ასახელებს ხელფეხშეკრული კოლხური (ლაზური) და იბერიული სტილის ცურვის სახეობებს. ისინი თავიანთი შინაარსითა და მეთოდით ეფუძნება წყლის ბინადართა ბუნებრივ მდგომარეობას და მას იყენებდნენ დიდ მანძილზე გადაცურვისას.
მათ შორის განსაკუთრებულად გამორჩეული იყო ე.წ. "იბერიული ცურვა". იბერიული ცურვის ჩამოყალიბების მიზანს შეადგენდა საბრძოლო-საზღვაო ტექნიკის დაუფლება.
ძველბერძნული წყაროების თანახმად, სწორედ კოლხ მეზღვაურთა გამოცდილებას უკავშირდება კოლხი მეფის ოჯახის წევრების მოგზაურობა ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე: მეფის ასულის მედეას - საბერძნეთში და მისი მამიდების - კირკესა და ჰასიფაეს მიერ ხმელთაშუა ზღვის გადასერვისას.
შავი ზღვიდან დარდანელის სრუტითა და ეგეოსის ზღვის გადალახვის შედეგად ხმელთაშუა ზღვაში ჩასვლა დაკავშირებული იყო ძალიან დიდ სირთულეებთან. სწორედ მოგზაურობის სირთულის გამო შავ ზღვას ბერძნები "არასტუმართმოყვარე ზღვად" მოიხსენიებდნენ.
აპოლონიოს როდოსელს "არგონავტიკაში" აღწერილი აქვს არგონავტების მიერ იმ დიდი საფრთხეების გადალახვის შესახებ, როდესაც ისინი "არგოთი" მიცურავდნენ "ოქრომრავალ კოლხეთში".
კარტოგრაფია
შორეული ნაოსნობა მოითხოვდა ასტრონომიულ-ასტროლოგიურ ცოდნას, ზღვის სირვცის გადალახვისას ციური სხეულების გათვალისწინებით გზის გაკვლევას. ასტროლოგიური ცოდნის საფუძველზე ჩამოყალიბდა კარტოგრაფია, რომლის გამოგონებას ბერძნული წყარო კოლხებს მიაწერს. "ანტიკურ ლექსიკონში" კი ბერძენ კარტოგრაფთა ჩამონათვალში დასახელებულია ინფორმაცია, რომელიც ეხება ძვ.წ. მე-6 საუკუნის ბერძენ ჰეკატეს.
ჰეკატეს მიერ შედგენილი აღმოჩნდა რუკა, რომელიც დაყოფილი იყო ორ ნაწილად: გიბრალტარის სრუტიდან მდინარე ფაზისამდე, ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის გადალახვის შემდგომ.
ევროპის საზღვაო მიმოსვლაში მოქცეული მდინარე ფაზისი (მდ. რიონი) ითვლებოდა ზღვაოსანთა ბოლო პუნქტად; ამავე დროს, ქალაქი ფაზისი (ფოთი) წარმოადგენდა კოლხეთის სამეფოს უმთავრეს ნავმისადგომს. ისტორიკოს მარინა ცინცაბაძის თქმით, სავსებით დასაშვებია, რომ იგი ყოფილიყო ის გზა ესპანეთიდან შავ ზღვამდე, რომელიც ათვისებული იყო ქართველ ვაჭარ-მეზღვაურთა მიერ.
რაც შეეხება სოფელ ხუცუბანში აღმოჩენილ ძვ.წ. პირველი ათასწლეულით დათარიღებულ, ბრინჯაოსაგან ჩამოსხმულ ცის თაღის გამოსახულებას, რომელიც შემკულია ასტრალური ნიშნებით, იგი მოიაზრება გლობუსის გამოსახულებად, რომელსაც ძველი კოლხები იყენებდნენ ზღვაზე მოგზაურობის დროს საორიენტაციოდ, კომპასის მსგავსი დანიშნულების საგნად, შორეული მოგზაურობისას.
ამ ამბების მერე ბატონო მურ შეგიძლიათ ინტერნეტში ფტოლემეის რუკებს გადახედოთ სადაც გრძედი და განედია გამოყენებული ათასი წლით ადრე ვიდრე ევროპაში და რა ვქნათ გავაგრძელოთ ნდობა თქვენი ავტორების თუ ამირანს ჩავუღრმავდეთ?
This post has been edited by gubaz_merve on 29 Apr 2019, 00:52