რა ჩახედვა მაგას უნდა, სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულები+მათი ოჯახის წევრები. აქ ძირითადად სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობები, სხვადასხვა სამინისტროებთან და თვითმმართველობებთან არსებულ კანტორებში დასაქმებული თუ "დასაქმებული" ხალხი....საშუალო და დაბალი რგოლები ძირითადად, რომლებიც პარტიული ხაზით არიან მოხვედრილი, არ აქვთ არანაერი კომპეტენცია და პრინციპში არც არაფერს აკეთებენ, ან რასაც აკეთებენ მაგას ჯობს საერთოდ არ აკეთონ.
ამათ ყველაზე კარგად იციან თავიანთი კომპეტენცია და ისიც რომ თუ ქართული ოცნება არ იქნება შემოსავალს დაკარგავენ.
ესაა ძირითადი დამრტყმელი ძალა.
ფორუმზე გამპრავებლების ძირითადი მასაც ესენი არ არიან? პლუს ტროლები.
ეს საკმაოდ დიდი ოდენობის ხალხია+დეგრადირებული საზოგადოება ვინც ხმას ყიდის (არ აქვს მნიშვნელობა ვის მიყიდის, მთავარია 10-100 ლარი აიღოს, აქ ივანიშვილს ვერავინ მოუგებს რესურსებით).
ამას დაამატე მაღალი ემიგრაცია და რაც მეტი გადის, მით მეტად იზრდება ამათი პროცენტული წილი.
ივანიშვილის საქმე მაინც წასულია, საზოგადოების აქტიური და ჯანსაღი ნაწილის მხარდაჭერა დაკარგული აქვს, ახალგაზრდების, საშუალო ასაკის ხალხის.....იმათი ვინც რამეს სწავლობს, ქმნის, აზრი მოეკითხება, აქტიურობს, მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილია.
ამას დამატებული მოსახლეობის უღარიბესი ფენა, რომელიც ძალიან დიდია ემიგრაციის მიუხედავად.
როგორც ნაცების საქმე იყო წასული 2012-ში ეგრე არიან ესენიც, უბრალოდ ოპოზიციამ უნდა იმოქმედოს ჭკვიანურად (თუმცა არც ისაა გამორიცხული ყველანაერი ოპოზიციის გარეშე გადავარდეს ივანიშვილი იმხელა ნეგატივია მის მიმართ).
მაგისთვის აჯობებს 2020-ში არ იმაიმუნოს არჩევნებზე, დემოკრატიულად ჩაბარება ხელისუფლების გარანტიას მისცემს რომ ვერავინ შეეხება, თუ არა მომდევნო 4 წელი ფიზიკურად ვერ გაძლებს, ჩამოგდება და სააკაშვილივით წინ და უკან ხეტიალი მოუწევს.