#54710611 · 25 May 2019, 11:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | mtavrishvili
უკაცრავად რომ ვკითხულობ და თქვენ კონგრესის დამფუძნებელი და წევრი ბრძანდებით?
ანუ ეროვნული საბჭო შეგეცილათ ხელისუფლებაში?
არ ვიცი და ამიტომ ვკითხულობ |
ალბათ შეგეშალათ არ არსებობდა არავითარი ეროვნული საბჭო იყო დანაშაულებრივი სახედრო საბჭო რომელსაც მერე აშკარად დაამატეს შევარდნაძე და სახელი სახელმწიფი საბჭოდ გადაარქვეს.
რაც შეეხება ეროვნულ კონგრესს მე არ ვიყავი მისი არჩევის ინიცისტორი. ინიციატორი იყო ეროვნული ფორუმი ანუ ჭანტურია და გამსახურდიაც. მერე გამსახურდიამ მონაწილეობა მიიღო არა ეროვნული კონგრესის არსმედ უზენაესი საბჭოს არჩევნებში.
მე იმ დროს ვიყავი საქართველოს მოქალაქეთა ლიგის თავმჯდომარე. 140 კაცი იყო ჩემს ორგანიზაცისში და ყველანი უკვე მაშინ ვიყავით საქართველოს მოქალაქეები. ეს მაშინ როცა ჭანტურია და გამსახურდია ჯიუტად საბჭოთა მოქალაქეებად რჩებოდნენ.
უზენაესი საბჭოს არჩევნებში მხოლოდ სსრკ მოქალაქეები მონაწილეობდნენ. ამიტომ რომც გვდმოდა ვერც მე და ვერც საქართველოს მოქალაქეთა ლიგის წევრები ამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივითებდით. ჩვენ უბრალოდ აღარ გვქნდა საბჭოთა პასპორტები.
კონგრესის არჩევნებში კი არ იყო დავსლდებულო საბჭოთა მოქალაქეობა. ეს იყო იმისი ერთერთი მიზეზი რომ ჩვენ კონგრესში ვიყარეთ კენჭი. ოღონდ მაინდამაინც თავს ამაზე არ ვიკლავდით იმიტომ რომ ჩვენი მიზანი იყო პარლამენტის არჩევა 1921 წლის კონსტიტუციის მიხედვით.
გარდა ამისა ჩვენ მაშინაც სასტიკად ვიდევნებოდით კაგებესა და საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან. მხოლოდ ჩვენ არ მოგვცეს ტელევიზიით საარჩევნო დრო. ამიტომ ჩვენ გვერგო მხოლოდ 7 ადგილი კონგრესში. ეს მაშინ როცა წერეთელმა მიიღო 71 ადგილი და ჭანტურიამ 63. წერეთლის პარტია მაშინ გააძლიერეს მხედრიონით და კაგებემ ჭანტურიას პარტიაშიც გადაიყვანს ჩემი ყოფილი დემოკრატიული პარტია. ასევე წერეთლის პარტიაც ადრე ჩემი შექმნილი იყო. ამიტომ ორივე ამ პარტიაში მაღალი ავტორიტეტი მქონდა. გარდა ამისა კონგრესში შემავალი პარტიების რიგით წევრთა 80% უკვე საქართველოს მოქალაქეები ანუ პარალელურად ჩემი წებრებიც იყვნენ. ამიტომ მიუხედავად იმისა რომ ჩემი 7 კონგრესმენიდან კაგებემ კიდევ ერთი კაცი გადაადგილა ჭანტურიას პარტიაში მე კონგრესმენებზე შეიძლება ყველაზე მეტი გავლენაც კი მქონდა და არჩეული ვიყავი კონგრესიის უმაღლეს მმართველობაში.
იმის გამო რომ თავიდან არც კონგრესი არ აღიარებდა 1921 წლის კონსტიტუციას მე არც კონგრესს ვთვლიდი ლეგიტიმურად მანამ სანან 1992 წლის 21 თებერვალს ეროვნულმა კონგრესმა ჩემი რეზოლუციის საფუძველზე 1921 წლის კონსტიტუციის უზენაედობა არ აღიარა. ამგვარად კონგრესში მე გადატრიალება მოვახდინე და იგი ლეგიტიმური გახდა. ოღონდ მოსკოვში მაშინვე ამაზე განგაში ატეხეს და სასწრაფოდ თბილისში შევარდნაძე აფრინეს მდგომარეობის "გადადარჩენად". კონგრესიც სასწრაფოდ დაშალეს და შევარდნაძეს საქართველოს მოქალაქეთა ლიგის საპირისპიროდ ჯერ კიდევ გამსახურდიას ხრლისუფლების დროს შეუქმნეს საქართველოს მოქალაქეთა კავშირი. პრაქტიკულად იგივე დადახელების ორგანიზაცია დიამეტრალურად საწინააღმდეგი მიზნებით. ასე რომ შევარდნაძის მთავარი მოწინააღმდეგე ვიყავი მე და არა ზვიადი ან მიშა.
დიახ ხელისუფლება 1992 წელს ხელთ იგდო შევარდნაძემ კიტოვანისა და იოსელიანის დახმარებით. ასევე რა თქმა უნდა მოსკოვისა და სამწუხაროდ ამერიკის მხარდაჭერით. ასე რომ საქართველო მხოლოდ 4 დღე იყო დამოუკიდებელი ჩამოყალიბებული სამართლებრივი სახელმწიფო 1921 წლის 21 თებერვლიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე და ეს ისტორია ისევ 4 დღით გამეორდა 1992 წლის 21 თებერვლიდან 1992 წლის 25 თებერვლამდე.
ასეთია საქართველოს უახლოესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი რასაც დღემდე უმალავენ ხალხს.
* * *
| QUOTE | ნამდვილად, ეროვნული კონგრესის დამსახურება საქართველოს გაუბედურებაში დიდია. იმიტომ გველაპარაკებით ნიშნის მოგებით თქვე ახვრებო. დიახ, უსაქმური, მოღალატე მურთაზების საქართველო აღარ დაბრუნდება. მაგრამ შენისთანების ჯინაზე საქართველო იქნება უფრო წარმატებული.
|
ბატკანისა და მგლისა არ იყოს ერთი მითხარით რით აგიმღვრიათ კონგრესმა წყალი ან სად არის საქართველოს ის დიდი წარმატებებები?!
მართლაც რა ბოლოსდაბოლოს ერთი მეც მომეცით ტელევიზია . ქართული ოცნება და ნაცმოძრაობა ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტდაც ვერ მიიღებენ.
This post has been edited by mtavrishvili on 25 May 2019, 12:02
|