ვინმეს თუ გახსოვთ, რომელიღაც იტალიელი (მგონი) მწერლის მოთხრობა, კაცი საავადმყოფოში რომ წევს, სართულების მიხედვით რომ არის დაავადების სიმძიმის შესაბამისად განაწილებული პაციენტები. სულ პირველ (თუ ბოლო) სართულზე უკვე უიმედო, მომაკვდავი პაციენტები ჰყავთ, ეს კი სულ ბოლო სართულზეა თავიდან და ნელ-ნელა, მოტყუებით რომ უცვლიან თითო სართულს, ვითომ რემონტია, ვითომ დროებით ასეა საჭირო და ესეც თავს იტყუებს ბოლომდე, სანამ პირველ სართულზე არ მოხვდება ....

კარგად არის გადმოცემული ადამიანის ფსიქიკის უნარი, დაიჯეროს ის, რაც მას აწყობს და უნდა.
გამახსენეთ რა ვისია, თუ იცით.
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა