#54988825 · 18 Jul 2019, 02:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (t-90 @ 17 Jul 2019, 22:58 ) | QWertWQ მთავარი არის შემდეგი რამ: მდიდრებმა საშუალო ფენას არ წაართვან ფული ირიბად და პირდაპირ. მაგალითად ოპიოიდის კრიზისი payday loanები და ა.შ. არის სუფთა ფულის წართმევა. |
როგორც ვიცი, აზრზე მოსულ ქვეყანაში მხოლოდ საშუალო ფენის არსებობაა სისტემის სტაბილურობის გარანტი. ე. ი. მდიდრებს თავიანთივე პრივილეგიების შენარჩუნებისთვის აწყობთ, რომ საშუალო ფენამ იარსებოს და სტაბილურობის შენარჩუნებაში წვლილი შეიტანოს. ეს თვითმყოფად ქვეყანაში, თორემ საქართველოსნაირ ჩამოქცეულ ადგილას, სადაც თან ვითომ საზღვარგარეთ უკეთესი ბედის პოვნის და გამდიდრების ილუზია არსებობს, სისტემას შიგნიდან საფრთხე არ ემუქრება. სისტემა რომ შეიცვალოს, უსამართლობის და უპერსპექტივობის შეუქცევადი განცდა უნდა გაღვივდეს. ეგეთი უიმედობის განცდა არც აქაა და არც რუსეთში, გრინ კარტის მოლოდინი კარგი იმედია. ასე რომ არც სისტემას ემუქრება საფრთხე და მდიდრები გაუნათლებელ, დაუორგანიზებელ ხალხს ისე ექცევიან, როგორც უნდათ.
ოპიოიდის კრიზისი რა არის? payday loan-ებს საშუალო ფენა არ იყენებს, ღარიბი ფენა იყენებს და როგორც ვიცი, ჩვეულებრივი მაღალპროცენტიანი სესხია. ალბათ შეგიძლია წართმევა დაარქვა მაგასაც და კაზინოსაც, მაგრამ ორივე შემთხვევაში ხალხი თვითონ აკეთებს არჩევანს.
--------------------
"I play in a metal band." "Oh cool, what instrument?" "The violin."
|