კიი,ხდება ხოლმე, სამწუხაროდ,კიი!
ლანძღვა/გინებებიც ხდება,აფეთქებებიც,ომებიც,მიტაცებებიც,დივერსიებიც,ქურდობებიც...და ა.შ.
-"მაგრამ რა მოხდა, ხდება ხოლმე"?!
ხომ ჯობია,არ ხდებოდეს!
* * *
სტილი – აი ყველაფერზე პასუხი.
ახლებური მიდგომა მოსაწყენი თუ სახიფათო რამეებისადმი.
უმჯობესია სტილურად ქმნა მოსაწყენი, ვიდრე სახიფათონი ქმნა უსტილოდ.
სახიფათოს სტილურად ქმნა არის ის, რასაც ხელოვნებას ვეძახი.
ხარების ბრძოლა შეიძლება იყოს ხელოვნება.
კრივი შეიძლება იყოს ხელოვნება.
სიყვარული შეიძლება იყოს ხელოვნება.
სარდინის ქილის გახსნა შეიძლება იყოს ხელოვნება.
ცოტას აქვს სტილი.
ცოტას შეუძლია სტილის დაცვა.
ძაღლები მინახავს ადამიანებზე უფრო სტილური.
თუმცა ცოტა ძაღლსა აქვს სტილი.
უფრო კატები განიცდიან სტილის სიჭარბეს.
ჰემინგუეიმ საფანტიანი თოფის მეშვეობით კედელს რომ ტვინი მიასხა,
ეს სტილი გახლდათ.
ჟანა დ’არკს ჰქონდა სტილი,
იოანე ნათლისმცემელს,
იესოს,
სოკრატეს,
კეისარს,
გარსია ლორკას.
მე ციხეში შევყრივარ სტილის მქონე ადამიანებს.
ციხეში მეტია სტილის მქონე ადამიანი, ვიდრე ციხის გარეთ.
სტილია, თუ როგორ ქმნა, როგორ იქმნა.
თუ როგორ დგას ტბორში მშვიდად ექვსი ყანჩა
ან თუ როგორ გამოდიხარ სააბაზანოდან შიშველი ისე, რომ ვერ მხედავ.
არ მითხრათ ახლა,რა შუაშია ამ თემაში ბუკოვსკის "სტილი"-ო?!