#55033752 · 27 Jul 2019, 12:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
და ვინაა ხაზარაძე... არ იციან შეფმა ,,დიდმა ბიძიებმა''? შემწვარ-მოხრაკული და მოხარშულიც იციან.... დანაცრებულიც. თუ საჭიროდ ჩათვლიან ახალი, მაგრამ უკომპრომატო ხაზარაძეების ცვენას მოაწყობენ წილხვედრში და თანაც ისე, რომ ერს ისინი თავისიანები ეგონებათ. და რა დაუჯდებათ ეს ,,ახლები"? არც ძვირი და არც იაფი --- თუ ინტერესთა თანხვედრაა...
იმისა არ იყოს --- უფასო ფული რომ ყველაზე ძვირი და მევახშური იარაღია ორფეხა სპიროქეტა ღორებისათვის. ჩვენ ვიცით და მათ არ იციან, რომ ,,უპატრონო ეკლესიას ეშმაკნი ეუფლებიან''? იციან და ისიც იციან, რომ ღორი და გახარბებული არსება ამავდროულად გონდაბნელებულია და იოლად სამართავია, თუ მათ შეაგონებ --- რომ აფერისტობა სიჭკვიანეა.
და მერე ხდება ის, რაც ხდება --- იდიოტებს თავები ჭკვიანები ჰგონიათ და ჭკვიანები იდიოტები.
ას ფითქინა ღორს ერთი ტალახიანი გასვრისო --- არ იციან? იციან. ამიტომ ამ ასში ზეფითქინას შეუშვებენ ღორების ასახურებლად და საჭყვიტინოდ...
შემდეგ ხდება დაკვირვება გაპირუტყვებულ-გაცხოველებულ ადამიანობა სახედაკარგულებზე და ექსპერიმენტი გრძელდება იქამდე, სანამ არ გააცნობიერებს ადამიანი, რომ ბრმა იარაღის როლშია და ანტიადამიანურად ცხოვრობს-არსებობს ღორთამზის გულისამრევ ლიქვნაში. და რა არის ამის ბონუსი?
თუ არსებობს კეთილდღეობა --- არსებობს ბოროტდღეობაც.
თუ ქანცგაწყვეტილ ცხენებს ხოცავენ --- რა ელით ბოლოს უზომოდ მოსუქებულ ორფეხა გიენა ღორებს? თხამ რომ მგლის სიკვდილი გაიგო და აკუნტრუშდა --- რა აუწყეს მოკუნტრუშეს?
ასევე საინტერესოა სულგაყიდულმა საერო და სასულიერო ორფეხებმა --- სული ვის და რატომ მიჰყიდეს? გამცემმა იუდამ უკან რომ მიუყარა ფარისეველ-მწიგნობრებს 30 ვერცხლი... რა ჰქნა მერე? თავი გამოიკვლია,განსაჯა და თავად განიკითხა-დასაჯა თვითმკვლელური ყულუფით. და თანამედროვე იუდებს რა ელით --- იოლი გამოსაცნობია. სამყარო სამართალზეა აგებული და არა უსამართლობაზე. რისი მონაცაა ადამიანი --- იმის ბატონთან მიდის უეჭველი.
This post has been edited by triumpi on 27 Jul 2019, 12:41
|