ეგეც გადამალეთ და ქალბატონი ეკონომიკის მინისტრიც.
სახეზე უნდა ააფარო ეს განცხადება "უახლოეს დღეებში". ეტყობა, იმ ცნობილ ვიდეოში ცდილობენ მოხვედრას.
რა გინდა სხვას აუხსნა ან თბილისის მერის ბოდიალი გააპროტესტო, როცა მინისტრებიც კი ჯიუტად ვერ აცნობიერებენ, რომ არ არის ლარის კურსის პროგნოზი მათი საქმე. მაგათი განცხადებები არავის სჭირდება - ან ჯერ გაერკვნენ თემაში და მერე აკეთონ ისე, როგორც საჭიროა.
და იმას, რომ თავიანთი უმისამართო განცხადებებით ვერაფერს ცვლიან და მათ არავინ არაფერს ეკითხება სავალუტე ბაზარზე (გასამყარებელი ისედაც გამყარდება და გასაუფასურებელი - გაუფასურდება). ერთადერთი რასაც მსგავსი განცხადებების შედეგად იღებენ წლების განმავლობაში პოლიტიკური თანამდებობის პირები - აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუტების რეპუტაციის გაუფასურებას და ადგილებს იმ ცნობილ ვიდეოში.
***
წარმოუდგენელი პოპულიზმი კიდევ ერთი კურსთაყვანისმცემლის მონაწილეობით, რომელიც პოზიტიურ მესიჯებთან ერთად, წარმატებით ავრცელებს ცრუ მესიჯებს, რომ თითქოს მთავარი მიზანი დოლარის ფასის შემცირებაა და ავშენდებით... თითქოს ეკონომიკური ზრდა ლარს გაამყარებს... თითქოს ლარის გამყარებაა ეკონომიკური ზრდის მთავარი მიზანი... თითქოს კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა და მოკლევადიანი სტაბილურობა ერთი და იგივეა... ეკონომიკის მინისტრიც კი მოკლევადიან კურსს აყენებს ეკონომიკურ ზრდაზე წინაც კი
მესმის, რომ ბოლო პერიოდის ლარის გაუფასურება ნეგატიური მიზეზის და შედეგის მქონე მოვლენაა, მეც ვეთანხმები რომ გაუფასურება დროებითი მოვლენის შედეგია, ეს შედეგიც ამოწურულია და რომ გრძელვადიანი კურსის სტაბილურობას არ ემუქრება საფრთხე, ინტერვენციებზეც - კი ბატონო, სწორია. მაგრამ ეს მაინც ის განცხადებაა, რომელსაც არც ერთი განვითარებული ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი არ გააკეთებდა:
https://www.bpn.ge/article/59360-negatiuri-...upro-gamqardeba"ნეგატიური მოვლენები არ გვემუქრება, ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება"ეკონომიკური განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც თურნავამ აღნიშნა, ვინაიდან ეკონომიკა მდგრადია, რაიმე დიდი ნეგატიური მოვლენები არ გვემუქრება.
„ამ დღეებში ვართ ჩვენ იმის მომსწრეები, რომ ლარის კურსი მყარდება. ეს ადასტურებს ჩვენს პროგნოზს და ბიზნესის პროგნოზსაც. ბიზნესმაც გააკეთა ეს შეფასება, რომ ლარის კურის იყო ზედმეტად გაუფასურებული, რაც ნიშნავს იმას, რომ
ეკონომიკური განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება. ამ დღეებში გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა,
ექსპორტი ძალიან მაღალი ტემპით ვითარდება, რაც ლარის გამყარების ერთ-ერთი წყაროა. ჩვენ ამ თვალსაზრისით ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. რასაკვირველია, ნეგატიურმა მოლოდინებმა თავისი დაღი დაასვა ლარის კურსს, მათ შორის 20 ივნისის მოვლენების შემდეგაც მოხდა ეს, მაგრამ ვინაიდან ეკონომიკა მდგრადია, ჩვენ ეკონომიკური რეფორმებით ვამყარებთ ეკონომიკურ განვითარებას, ვთვლით, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე დიდი ნეგატიური მოვლენები არ გვემუქრება“, - განაცხადა თურნავამ.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ეროვნული ბანკის ინტერვენციის აუცილებლობას ის ვერ ხედავს.
„ამ ეტაპზე მე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ეროვნული ბანკი, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო, ნებისმიერ დროს, როცა დაინახავენ აუცილებლობას, რომ ინტერვენცია განახორციელონ, მზად არიან ამისთვის და ეს დადასტურდა კიდეც ამ დღეებში, განახორციელეს ინტერვენცია. მაგრამ
მთავარი, რაც ლარს უნდა ამყარებდეს, ეს არის ეკონომიკური განვითარება და არა ინტერვენცია“, - განაცხადა თურნავამ.
This post has been edited by შავლეგა on 15 Aug 2019, 14:33