მიშას ნუღარ ახსენებთ რა! ამოვიდა ყელში ეს მიშას ტრიალი.
რა პარალელებს ავლებთ საერთოდ, გესმით?
მიშას დროს შეიქმნა ქართული სახელმწიფო, ნანგრევებისგან შეაკოწიწეს ქვეყანა. მოგწონდა-არ მოგწონდა, სხვა თემაა, შედეგზე ვლაპარაკობ. დღეს რითაც ვამაყობთ, რაც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ თანამედროვე ევროპული სახელმწიფო ვართ, სისტემა დღემდე რომ ინერციით მოდიოდა, როდის შეიქმნა?
ამ დამპლებმა გადაიბარეს შემდგარი სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურებით, გამართული ინფრასტრუქტურა. ერთადერთი რაც მოეთხოვებოდათ, იყო დემოკრატიის კუთხით არსებული პრობლემების გადაჭრა, არსებული რეფორმების მიყვანა ბოლომდე და პროფესიონალი კვალიფიციური კადრებით ქვეყნის მართვა და შენება. რა გააკეთეს? დაანგრიეს, რაც იყო, თქვიფეს ქვეყნის ბიუჯეტი და ბიძინას ბოსტნად აქციეს ქვეყანა. 7 წელი დავკარგეთ, რომ წარმოვიდგენ, რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა ამ 7 წლის მანძილზე, ცუდად ვხდები

(
დემოკრატიის მხრივ თუ რამე გადაცდომა ქონდა წინა ხელისუფლებას, გაასწრო და უკან მოიტოვა ოცნებამ! ამიტომ დღეიდან მით უფრო, როცა სისხლიანი თვალთხარია პრემიერ მინისტრად დაგვასვეს, საერთოდ მიშას ხსენება ამ კონტექსტში არის სასაცილო და ცინიკური!
9 წლის წინ რაც იყო, იმაზე ძახილი ძალიან დიდი იდიოტიზმია, 9 წელი ძალიან დიდი დროა, 9 წლის წინ იდგა სულ სხვა გამოწვევები და შეუძლებელია დღეს ისევ იმ 9 წელს ვუყუროთ დაუსრულებლად (((((
Quasi unа fantasia . . .