ორი-სამი დღეა,რაც "ფორმულას" შევავლე თვალი.
არ გეწყინოთ,პარდონ,მაგრამ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა,რაღაც
სოფლის ტელევიზიას ჰგავს.
ხომ გაგიგიათ,მოყვარეს პირში უძრახე,მტერს პირს უკანაო!
რაც მომხვდა თვალში თვალის ხანმოკლე შევლებისას,არხს არა აქვს,თუ
არ ჰყავს,არ ვიცი როგორ ვთქვა,არხის ხმა(ხმები).ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
სამზარეულოს ომების ანონსი ისეთი უღიმღამო იყო,რომ ნახვაც არ
მოგინდება ადამიანს.ფილმები საშინლადაა გახმოვანებული,დაბალი დონეა...
ჩცდ-ით აპირებენ რეიტინგის მოპოვებას?
არ ვიცი,რა აზრი ჰქონდა ორი ტელევიზიის გახსნას,რატომ გაიყო მათი გზები?
დილის გადაცემაც რაღაც მდარედ,უსიცოცხლოდ მიდის,მიუხედავად იმისა,რომ
ნაცნობი სახეებიც ვნახე.
აი,რას უნდა ვუყურო "ფორმულაზე" (სახელიც არ მომწონს),რისთვის უნდა
გადავრთო ტელევიზორი მაგ არხზე?