დროშის დაკიდებას ვინ ჩივა ერთი ხიდის გარემონტება უკვე 500 000 ლარი დაჯდა , ახალს კი არ აშენებნენ, ძველს ხიდს არემონტებდნენ რომელიც ქუთისის სახე იყო , თეთრი ხიდი ჟანგიანი ლისტებით დაფარეს და მინებით რომელიც ყოველ 2-3 კვირაში იბზარება ... მალე ღირებულებით ყირიმის ხიდს გადაასწრებს ... ბიუჯეტი თავიდან 250K ლარი იყო ეს ფული აიღო შემსრულებელმა მერის ძმა და მეგობარმა და აითესა და შეატოვა ქუთისლებს დანგრეულ დაჯანგული ხიდი
ქუთაისიპოსტის მიერ, თეთრ ხიდზე დაზიანებული რკინის საფარის შესახებ ვიდომასალის მომზადების შემდეგ, ფილები დაამაგრეს.
სამუშაოები მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა შეასრულა.
"ყველა იმ ფილაზე, რომელსაც პრობლემა ჰქონდა, შედუღებითი სამუშაოები ჩატარდა",-ამბობს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ბექა ყურაშვილი.
ერთი წლის წინ საზეიმოდ გახსნილ ხიდზე რკინის ფილები დაზიანებული იყო, რის გამოც ხიდზე გადაადგილება საფრთხისშემცველი იყო.
ისტორიული ხიდს რეკონსტრუქცია გასულ წელს ჩაუტარდა, თუმცა, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. შედეგად, მერიამ ხიდის რეაბილიტაციისთვის დახარჯული ფული წყალში გადაყარა. ხიდზე მალევე დაზიანდა რკინის ფილები და შუშა. ზედაპირზე კი საღებავი სრულად არის გადაცლილი.
https://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi...-10-25-14-28-09 This post has been edited by valodia2017 on 25 Oct 2019, 20:25