ძალიან მარტივადაა საქმე, არ მეგონა ამ ყველაფრის ესე დეტალურად ახსნა თუ დამჭირდებოდა.
ევროპაში, ევროპის ქვეყნებში რამდენიმე ათეული წლის წინ იგივე ხდებოდა თითქმის რაც აქ, ანუ ცხოვრების დონე არ იყო მაღალი, ომები, უბედურებები და მათი მთავარი საზრუნავი იყო თვითგადარჩენა, მეტნაკლებად რაღაც-რაღაცეებზე თვალის დახუჭვა და როგორღაც ცხოვრება.
შემდგომ ნელ-ნელა როდსაც განვითარდნენ, როდესაც გააძლიერეს ეკონომიკა და გაუჩნდათ უამრავი შესაძლებლობა, ანუ მშივრები აღარ იყვნენ, გაეზარდათ მადა და დაიწყეს ისეთ რაღაცეებზე ფიქრი, რაზეც ამდენიხანი არ ფიქრობდნენ (ამდენიხანი იმიტო არ ფიქრობდნენ რომ არ ცხელოდათ მაგისთვის და არა იმიტომ რომ ვერ ფიქრობდნენ).
ესენია, დამატებითი უსაფრთხოება, წესრიგი, გადასახადები, ინფრასტრუქტურა და ა.შ. ანუ გაუჩნდა კარგად ცხოვრების ერთი ადგილი და მოთხოვნებიც გაეზარდათ, ადგნენ და შეიმუშავეს საერთო წესდებები, სადაც წერია რომ, ვისაც უნდა ჩვენს გაერთიანებაში შემოსვლა და ჩვენტან ერთად ყოფნა, მან უნდა გაითვალისწინოს ეს წესები, უნდა დაიცვას ეს წესები და მხოლოდ ამის შემდეგ მივცემთ უფლებას ჩვენთან ერთად ყოფნისასო.
პრინციპში ვერც გაამტყუნებ, მიაღწიეს მაღალ ეკონომიკურ განვითარებას და რატომაც არა, მადაც გაეზარდათ და მოთხოვნებიც.
ხოდა აფსურდის თეატრი აქ ისაა, რომ ჩვენნაირი ნიფხავ გამოხეული ქვეყნები და ამ ქვეყნებში მაცხოვრებელი ხალხი ფიქრობს რომ, თუ ისინი იჩალიჩებენ ევროპის გაერთიანებაში მოხვედრას და მანდ თავის შეყოფას, არიქა აქაც ევროპა გახდება და აქაც ევროპელებივით კარგად იცხოვრებენ
ევროპელებივით კარგად კი არ იცხოვრებენ, მანდ დაენძრევათ თუ დაენძრევათ, ვინაიდან ევროპის დონეზე რო იცხოვრო, მინიმუმ ევროპის ქვეყნების ნაირი შემოსავალი მაინც უნდა გქონდეს და მაგ დონეზე უნდა გქონდეს განვითარებული ეკონომიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ხალხიც კი რომელსაც დრეს საშუალო ფენად მიაჩნია თავი, გაღატაკდება და გაღარიბდება, ვინაიდან გაიზრდება გადასახადები, ჯარიმები, კომუნალურები, ფასები და ყველაფერი, სხვანაირად ევროპის სივრცეში ევროპულ ქვეყნებტან ერთად ვერ შეძლებ ყოფნას.
ამიტომ ბიძია, როდესაც ჯერ არ გვაქვს ერთი ადგილი, არ უნდა ვეტენებოდეთ იქ სადაც საჭირო არაა,
ევროპას როცა უჭირდა და როცა ეკონომიკურად ვერ იყვნენ ძლიერები, მანდ პარკირებაც ეკიდათ, თეთრი ტაქსებიც, და ძალიან ბევრი რამე კიდე.
აქ კიდე დიდი სამბით მოაწერეს ხელი ასოცირებას და აიღეს ის ვალდებულებები, რისი შესრულებაც ბევრ ევროპულ ქვეყანასაც კი უჭირს
სამაგიეროდ, იიიიიიიიიი მოეწერა მოეწერა, ავოეეეეე, ევროპაააააააააააააა
იმის წამოძახება, რომ ევროპაში მაღალი ხელფასები აქვთ ჩვენთან შედარებით და ჩვენთვისაც იგივე ფასებში არ უნდა იყოს ბევრი რამეო, ესაა უგუნურის წუწუნი

ვინაიდან სანამ ამ წუწუნს დაიწყებდნენ, მანამდე უნდა ეფიქრათ თუ რა მოყვებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეგონათ, არიქა თუ ევროსაბჭოში მიგვიღებენ, ასოცირებას მაინც მოვაწერთ პირველ ეტაპზე ხელს, აქაც ეგრევე ევროპული ხელფასები მიეცემოდა ხალხს და ევროპელებივით გამდიდრდებოდნენ
ეს ყველაფერი ევროპელობა-არაევროპელობაზე არაა დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ქვეყნის ეკნომიკის განვითარების დონეზე და სანამ ეს დონე არ მიაღწევს ევროპული ქვეყნების დონეს, მანამდე ევროპელების ნაირი ხელფასები აქ არ იქნება.
მოითხოვეთ და მოგეცემათო
ხოდა რაც მოითხოვა ხალხმა თავიანთი უგუნურებით, ზუსტად იმას ასრულებს ბატონი ბიძინი პატიოსნად და სინდისიერად, გინდოდათ ევროპა? ხოდა კეთილი ინებეთ და მიეჩვიეთ მაღალგადასახადებს და ცხოვრების მაღალ დონეს, მაღალ ჯარიმებს, რეგულაციებს, დამატებით გადასახადებს, ტექდათვალიერებებს და ა.შ. და ა.შ.
კალაძეებს და იმათ ვისაც ბლომად აქვთ ნაშოვი, პირიქით დიდი სიამოვნებით დაგეთანხმებიან და გეტყვიან რომ კარგია კარგი ევროინტეგრაცია აბა რაო, იმიტომ რომ მაგათ იმდენი აქვთ ნაშოვი ყველა ვარიანტში მშვენივრად იგრძნობენ თავს.
ხოდა აი ეს ნიფხავ გამოხეული ხალხი რო გაყვიროდა ევროპა ევროპაო, კი არიან მეტის ღირსი, ზუსტად ის მიიღეს რასაც ითხოვდნენ. აბა ასოცირებას რო ეწერებოდა ხელი, მაგრად მაინტერესებს რა მოლოდინები ქონდათ და მაგათი წარმოდგენით რა ეწერა იმ დოკუმენტში?
This post has been edited by tb-seli on 31 Oct 2019, 14:06