ვიცი რომ ამ ადამიანზე არის სხვა თემებიც, მაგრამ ეს კონკრეტული მოვლენა ცალკე თემას იმსახურებს.
ამ ვიდეოში ხდება ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენს დღევანდელ დღეს:
ადრე რო ლურსმნებს და ხარახურებს ურიგებდა ხალხს...... ამჯერად ურიგებს 100 ლარიანებს (!!!)
ეს ფული საიდან აქვს ნაკლებად საინტერესოა, ბანკს ეგ არ გაიტანდა და ალბათ ვიღაცამ აჩუქა/შესწირა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ესე არხეინად რო არიგებს ას ლარიანებს, ესეიგი მაგრად X-ზე კიდია ფული როგორც ასეთი. ანუ რო (ვ)აბრალებდით თითქოს "მრევლის ხარჯზე გულაობდა", საერთოდ სხვანაირად ყოფილა ყველაფერი.
გახსენდებათ დღეს ვინმე ადამიანი, რომელიც ფულს უბრალოდ ხალხში გადაყრის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით? ვინმე ბუზნესმენი, მღვდელმთავარი, ან ვინმე დედამიწის ზურგზე......
შეიძლება (კიარადა ფაქტია) ბევრი გაგებით ძაან არა-
ნორმალურია ეს კაცი, მაგრამ მინიმუმ ამ ერთი საქციელით ძალიან ბევრ იმ ადამიანზე მაღლა დადგა ვინც დღემდე მაგას დასცინოდა.