c.h.I.g.u.r.h.ჩემი აზრით - ამ თემისგან განსხვავებით

, ბევრად უფრო სერიოზულ და რთულ თემას შეეხე...
ქართული ნეო-ლიბერალიზმისგან განსხვავებით, რომელიც პრინციპში 90-ებში და 2000-ებში 0-დან შეიქმნა და "იდეოლოგიური მამებიდან"
ბევრი დღესაც ცოცხალია და ახალგაზრდა

, ქართული კონსერვატიზმი ჯერ კიდევ საუკუნეების წინ არსებობდა და მისი "ზემოთ ამოწევა", გაწმენდა,
გარეცხვა, გაშალაშინება და ასე ვთქვათ ახალ დროზე, ახალ გამოწვევებზე და XX1 საუკუნეზე მორგება - ძალიან დიდ შრომას და ამავდროულად
ცოდნას მოითხოვს, რისი პირველ რიგში ამბიციაც და შემდეგ უკვე განხორციელების უნარებიც -> მაქსიმუმ ერთეულებს ჰქონდათ და ისე რომ თვითონაც არ იცოდნენ

ან რავი ზვიადის / კოსტავას და სხვების მსგავსად პროცესში გააგორეს - სანამ შედეგს ვნახავდით...

შესაბამისად დღეს ქართული კონსერვატიზმი მიკედლებულია მართლმადიდებლობას და ეკლესიას, რაც შეიძლება ერთი შეედვით სწორი ნაბიჯია - მაგრამ მეორეს მხრივ არასწორია იმ გაგებით
რომ თუ ჩვენს ორთოდოქს ეკლესიას უჭირს სწრაფად მოდერნიზება და პრინციპში არცაა საჭირო, კონსერვატიზმი აუცილებელია რომ მოდერნიზდეს და იმის მიუხედავად რომ
ფუნდამენტი შეიძლება ერთი იყოს - დაშენებებით ქართული კონსერვატიზმი აუცილებლად უნდა უსწრებდეს ქართულ მართლმადიდებლობას ეი მოქნილი იყოს -> თუ პოლიტიკის და რაღაცეების
დონეზე კონკურენციის გაწევა უნდა ნეოლიბერალიზმისთვის და ასე ვთქვათ - ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება..
ამიტომ დღეს გვაქვს მდგომარეობა როცა კონსერვატიული პარტიების როლს და ფუნქციას - ერთის მხრივ საპატრიარქო ასრულებს და იგივე კანონდებლობაზე, ცხოვრების წესზე და ა.შ თავის აზრს გამოთქვამს
და მეორეს მხრივ - პრორუსი პარტიები იკავებენ ამ ნიშას და შედეგად არჩევნებში მაინც ნეოლიბერალები იმარჯვებენ დიდი უპირატესობით

და პრინციპში ეს ყველას აწყობს..
1) საპატრიარქოს როლი და წონა ბევრად უფრო დიდია პოლიტიკაში, ვიდრე იგივე ზვიადი-კოსტავას დროს იქნებოდა ან მსგავსი იდეოლოგიის მქონე ლიდერების არსებობის შემთხვევაში
2) პრორუსები თავიანთ მცირე რეიტინგს, გულუბრყვილო კონსერვატორების ხარჯზე ინარჩუნებენ და შედეგად პოლიტიკურ ველზე რჩებიან
3) ნეოლიბერალები ერთადერთI ჯანსაღი ალტერნატივაა და შიგადაშიგ წაპოპულისტებით ან მოსახლეობის გრძნობებზე თამაშით, ახერხებენ ნეოლიბერალური კურსის გაგრძელებას

უნდათ ახლა ამათ წესიერი კონსერვატიული პარტია ან პარტიები ? რომელიც პირველს სულიერებას და ტრანსცენდენტს დაუბრუნებს, შედეგად კიდევ ამ ინსტიტუციის გაწმენდა დაიწყება,
მეორეებს პოლიტიკური ველიდან საბოლოოდ გააქრობს და მესამეებს კიდევ 10-25%-ს რადიუსში აპახავებს - ეგეც მაქსიმუმ...
This post has been edited by DATOIA on 23 Dec 2019, 17:14
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი