სინაგურის გზა იმიტომაა გახსნილი, რომ მანდ ერთი ორი ქართველია შემორჩენილი, ხოლო ახალგორში მეტ ნაკლებად არიან, რაც უფრო მალე დაცლიან მაქაურობას და გადაულოცავენ რუს სამხედროებს, მით უფრო აწყობთ ეგ ამბავი.
პოსტი გახსნა რა შუაშია? რა რუსებს მანდ საზღვრის ჩაკეტვა უნდოდათ და ამას გახარიას მიერ წნელისში გახსნილი პოსტით აპრავებენ?

და ისე საერთაშორისო ზეწოლის შეეშინდებოდათ?

ეგრე, უამრავი თეორიები შეიძლება ააგო, ის რომ რაიმე სახის შეწინააღმდეგებაზე ახალგორის საკითხს წევენ წინ, არა იმიტომ, რომ ისინი გაასახლონ, არამედ ამით წნეხი მოახდინონ ხელისუფლებაზე და ისინი გარკვეულ დათმობებზე წაიყვანონ და აქედან დაასკვნა, რომ ამ პოსტის გახსნაზე გახარია დამოუკიდებლად მოქმედებდა და ა.შ. კიდევ შემიძლია ამას ერთი ორი, განსახვავებული თეორიაც მივამატო
ამ შემთხვევაში წნელისში პოსტის გახსნის მოტივებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დღეს შეიძლება პოსტი არ მოეწონოთ, ხვალ შეიძლება ენერგო ბლოკადა, ზედ შეიძლება ლუგარის ლაბორატორიას დააბრალონ ვაშლის ცუდი მოსავალი და ა.შ. გამოსავალი ახალგორის რ/ნ. პრობლემების გადაჭრაზე არსებობს, მაგრამ ეს გამოსავალი არის მარტო ერთი, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია, თუ რა და როგორ, აღარ დავწერ.
This post has been edited by death85 on 28 Dec 2019, 21:11