რას ნიშნავს "რუსული საფრთხე"?!
ზოგადად ძალიან არასერიოზული დამოკიდებულებაა ამ ფრაზის მიმართ და კაკულიას (წილოსანის განცხადება ხომ საერთოდ...

) ეს განცხადებაც კარგად აჩვენებს ჩვენს სახელმწიფოებრივ ინფანტილიზმს და უპასუხისმგებლობას.
რას ნიშნავს "რუსული საფრთხე" და საიდან ვიცით (საიდან იცის კაკულიამ) რომ ის არსებობს პორტთან დამოკიდებულებაში? - რატომ არავინ კითხულობს ამას?
ვინმემ თქვა რუსეთში რომ საერთოდ აინტერესებთ ანაკლია?
იყო რაიმე მინიშნება მაინც რამდენად აინტერესებთ?
ვინმემ გვითხრა რომ არ უნდათ რომ აშენდეს ან უნდათ რომ თავად ააშენონ? - ან იქნებ უბრალოდ ეწინააღმდეგებიან საქართველოს განვითარებას? - ან რაიმე ამის მსგავსი?
და თუ არ დავუჯერებთ რა მოხდება? - ომს დაიწყებენ? - ოკუპირებულ ტერიტორიების ანექსირებას მოახდენენ? - ტურისტებს აღარ გამოუშვებენ? - გავრილოვებს აღარ გამოუშვებენ? - უბრალოდ გაგვებუტებიან თუ ივანიშვილს გაუბრაზდებიან?
რა ვიცით და საიდან ამ საფრთხის შესახებ? - ვიმსჯელეთ შევაფასეთ თუ რა???
არაფერიც არ ვიცით....
ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ არ არსებობს სახელმწიფოებრივი, ინსტიტუციონალური, საზოგადოებრივი მიდგომა პრობლემებისადმი, არამედ არსებობს არაფორმალური და საიდუმლო კომუნიკაცია რუსეთსა და საქართველოს შორის (ეს ადრეც ვიცოდით მაგრამ ეს კიდევ ერთი დასტურია) საიდანაც ივანიშვილს მისდის საიდუმლო დირექტივები და ის წყვეტს არის თუ არა "საფრთხე", სად რა რამხელა...
პ.ს. აქ საინტერესოა ჩვენი ჟურნალისტების, პოლიტ-მიმომხილველების და სხვა მსმენელების დამოკიდებულება - ოცნება ამბობს: "რუსული საფრთხეა", მსმენელები ამბობობენ: ააა მაშინ ჰოო, უყურე შენ...!

არავინ კითხულობს - საიდან ვიცით და რა საფრთხეა?
This post has been edited by badriany on 13 Jan 2020, 11:05
მთავარია გაგება!!! აბა ისე ხომ ამ ქვეყნად ყველაფერი ფარდობითია... :)