თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას პროცესზე დღეს ჩვენება მირზა სუბელიანის შვილმა მისცა. ის ბრალდების მხარის მოწმედ დაიკითხა დღეს. ა. სუბელიანის თქმით, მიხეილი მკვლელი არ არის. „ეს ჩემი პირადი პოზიციაა“, - თქვა ა.სუბელიანმა, რომელმაც დღევანდელ პროცესზე მოზარდების მკვლელობის დღე გაიხსენა.
„სკოლაში მივედი, მეორე გაკვეთილის დროს დერეფანში ვიყავი. შესვენების დროს ტუალეტში სიტყვიერი შელაპარაკება მოგვივიდა მე და დაჩი ღლონტს, ასევე ორ პირს.
საუბარი შეეხებოდა სათამაშო იარაღს. უსიამოვნო საუბარი წავიდა, მიუხედავად ჩემი თხოვნისა დაჩიმ გაისროლა. მე და დაჩი ცალკე გავედით სასაუბროდ. მან განმიმარტა, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, ისე უბრალოდ ვისროლეო. მე და დაჩი იმ მომენტშივე შევრიგდეთ. დათა ჩოგოვაძემ თემო დაიბარა - ამ ინციდენტთან დაკავშირებით ვისაუბროთ.
ზუსტად არ მახსოვს, მგონი ტელეფონით შევეხმიანე მიხეილ კალანდიას. 3-ზე მასწავლებელი მყავს და მოვალ, არ ინერვიულოო, მითხრა.
არანაირი შეთანხმება არ ყოფილა, რომ უნდა ყოფილიყო სასაკლაო. შესარიგებლად დავბრუნდით, საერთო მეგობრებიც გვყავდა. მეგონა, რომ უცბათ შევრიგდებოდი ამ კაცს [ზაზა სარალიძეს] ამის გაგება არ უნდა. ჯანაშია, მენაბდე, დადიანი, იაშვილი ვიყავით, გაგვიძღვა დაჩი. გვითხრა სკოლასთან არ გვინდაო.
ფაქტიურად შევრიგდით რა დროსაც დათო სარალიძე უკანა ფლანგებში იყო, გამოვიდა და დაიწყო თქვენ როგორც გინდა ისე საუბრობთო და უხეშად დაიწყო საუბარი, რაზეც გიორგი ჯანაშიამ ხელი მიადო მხარზე და დამშვიდებისკენ მოუწოდა. სარალიძე აგინებდა ვის ეხებიო, შეხლა-შემოხლა რომ დაიწყო ბიჭები შუაში ჩადგნენ და დაიწყო გაშველება. საბოლო ჯამში ვერ შეაკავეს ერთმანეთი და ჩხუბი ატყდა. დათო ნიკოლაიშვილის გამოყვანას ვცდილობდი.
არ მახსოვს პირველი მოქმედება. ხალხი აშველებდა, ვერ ვხედავდი რა ხდებოდა, სავარაუდოდ შეურაცხყოფა ვერ მოითმინა სარალიძის და გიორგიმ დაარტყა. ვიღაცამ დაიყვირა სისხლიო. დათო დავინახე ფეხზე სისხლი ჰქონდა. მე დავით ნიკოლაიშვილი გამომყავდა ადგილიდან.
დავინახე ბარბაქაძემ დადუნაშვილს რამდენჯერმე...
ლევან დადუნაშვილი ხელებს იფარებდა. დანა იყო. ალბათ დანა იყო. გამოვდივართ ქუჩაზე და მივდივართ მარცხნივ. მე და რამდენიმე პირი. კალანდია ეკითხება ბარბაქაძეს რა ქენიო, იმან რამდენჯერმე მოვუქნიე მუცელში, სამჯერ დავარტყიო, კალანდიამ რო მოკვდეს სად მიდიხარო.
დედას ვკითხე ფეხიდან რომ სისხლი მომდის საშიშიაო? ვერ მიხვდა. მირზაც მოვიდა კალანდიების სახლში და მითხრა რატო იჩხუბეთო“, - თქვა ა.სუბელიანმა სასამართლოში.
მიხეილ კალანდიას პროცესზე დღეს დაპირისპირება მოხდა. „მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ჰყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი“, - განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ. კალანდიას ძმის თქმით, კი კალანდიები ორი წელია შეურაცხყოფას იყენებენ, ახლა კი ყველაფერს გაეცემა პასუხი.
მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
გიორგი ჯანაშია დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობის მუხლით არის გასამართლებული.
https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/126117/m...9siCM6TUil9MME4ბავშვები შერიგებულები იყვნენ და დამთავრებული ამბავი იყო როცა დათუნა სარალიძემ ჩხუბი ატეხა და იგინებოდა ამის შემდეგ კიდევ გაგრძელდა ჩხუბი
ამ სარალიძემ ცეცხლზე ნავთი დაასხაა
ჩუმად ყოფილიყო ეგ სარალიძე და არაფერი არ მოხდებოდა.