საკუთარ დილეტანტობას ვიკიპედიის ეგ ამონაწერიც გიდასტურებს

(ესხილი არა მსხალი კიდე

- ესქილე )
ისმინე სწავლის მძებნელო :
მსოფლიოს დიადი წიგნების სწავლების დროს, ლიტერატურის ლექტორები შემდეგ თანმიმდევრობას მიჰყვებიან :
იწყება გილგამეშით , ჰომეროსით, შემდეგ მოდიან ბეძენი დრამატურგები , ტრაგიკოსები ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე, შემდეგ პლატონი მოჰყვება მათ
რომაელები, რომლებსაც აგვირგვინებს ვერგილიუსი და აი ამის შემდეგ I საუკუნიდან XIV-ე საუკუნემდე სრული სიბნელეა ლიტერატურული კუთხით
კი, არის თევზაობა-ნადირობა

როგორც შენ დაწერე, ასევე ნახავ მაგ პერიოდში : ევლალიას წამებას, წმიდა ევტიხის წამებას და ა.შ. , მაგრამ ამათ ჰომეროსის გვერდით ვერ დააყენებ, ესენი, ისევე როგორც შუშანიკის წამება, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და ევსტათი მცხეთელი და ა.შ. - ესენია ჰაგეორგაფიული ნაწარმოებები
(იცი რას ნიშნავს ჰაგეოგრაფია თუ აგიხნა ეგეც ?) ... ჰევროპას , დიდსა და ასრერიგად განვითარებულს, დანტეს "ჯოჯოხეთი"-მდე ანუ XIV საუკუნემდე შეგვიძლია მივიჩნიოთ რომ არრრაფერიც არა აქვს ლიტერატურის კუთხით

სანამ არ დააბრუნეს ანტიკურობა და სანამ დანტემ არ დაუწერათ ვინ იყო ვირგილიუსი, მანამდე იყვნენ უკუნეთში

ანუ ჩვენ , ქართველებს საამაყო გვაქვს ის რომ, მსოფლიოს ქრისტიანობაში პირველი დიდი წიგნი დავწერეთ - შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" !!!!!!
თავისი აგებულებით, სტრუქტურით, პერსონაჟთა დახასიატების ფანტასტიკური უნარით და სიუჟეტის განვითარების ურთულესი ხაზით წამოადგენს ლიტერატურულ ნაწარმოებს, რომელსაც თავისუფლად შემოდებ თაროზე პლატონის, ჰომეროსის, სოფოკლეს, ვერგილიუსის გვერდით !!!!!!!!!!!!!!
ერთ სომეხ ლიტერატორს ვიცნობდი ადრე და სპორი მოგვივიდა რუსთაველზე, ის ამბობდა რომ სომხებსაც გვყავს შუა საუკუნეების დიდი მწერალიო
დავით ნარეკაცი ; როდესაც ვთხოვე ერთი რაიმე ციტატა მოეყვანა ნარეკაცის ნაწერიდან ასე მიპასუხა : - ნუ ეტო ჟე ნე ვოზმოჟნო, ონ ჟე ნა გრობარე პისალ" ანუ ნარეკაცი ძველსომხურად წერდა, რომელიც თურმე არავინ არ იცის

და შენ გინდა , რომ ქართულად დაწერილი , ქართული ლიტერატურის მსოფლიო ნიმუში, რომლის მზგავსიც საუკუნეების მანძილზე ერთეულებია სპარსულად შემომტენო ???? და ეს მაშინ , როდესაც უკლებლივ ყველაფერი ესმის ჩემს 7 წლის შვილიშვილს როცა "ვეფხისტყაოსანს" ვუკითხავ !!!!!!!!!!!!
ნუ რა ხართ ეს სომხები მაინც, ადვილად გამოსაცნობები
This post has been edited by kvipriane on 15 Feb 2020, 21:15