26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 27 თებერვლის მონაცემებით,
კორონავირუსი ჩინეთის გარეთ კიდევ 47 ქვეყანაშია.
სულ მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 82 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 78 630 ჩინეთში.
ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია ასევე: სამხრეთ კორეაში - 1 766, იტალიაში - 528, ირანში -245, იაპონიაში - 186, სინგაპურში- 96 შემთხვევა.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების არეალი საკმაოდ სწრაფი ტემპით ფართოვდება,
ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი არ არის საგანგაშო. კორონავირუსის ინფექციით გარდაცვალების მაჩვენებელი ჩინეთში 3.5%-ია,
ჩინეთის გარეთ კი დაახლოებით 1.6%-ია. ამ დროისთვის, გარდაცვლილია 2 812 ადამიანი, აქედან 2 747 ჩინეთში.
ჩინეთის გარეთ კორონავირუსის ინფექციით გარდაცვალების შემთხვევა სულ 6 ქვეყანაში დაფიქსირდა:
ირანი (26), იტალია (14), სამხრეთ კორეა (13), იაპონია (4), საფრანგეთი (3), ფილიპინები (1).
კორონავირუსი ასევე საკრუიზო გემზე Diamond Princess გავრცელდა,
სადაც ამ დროისთვის 705 ინფიცირების და 4 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ მონაცემები მუდმივად ახლდება და სტატიაში ასახული მონაცემები უკვე შეცვლილია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უახლესი, 28 თებერვლის მონაცემებით,
გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 83 310 შემთხვევა ფიქსირდება, 2 858 გარდაცვალება. ჩინეთის გარეთ ვირუსი გამოვლინდა 50 ქვეყანაში.
ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსის ინფექციით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 70 წელს ზევით ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება.
სიკვდილიანობის მაჩვენებელი 70-79 წლის ადამიანებში - 8%, ხოლო 80 წელს გადაცილებულთათვის 14.8% იყო.
გარდაცვალების მაჩვენებლი არ დაფიქსირებულა ბავშვებში (0-დან 9 წლამდე).
40 წლამდე ასაკის ადამიანებში გარდაცვალების მაჩვენებლი 0.2%-ს არ აღემატება. აღსანიშნავია,
რომ რისკ ჯგუფში არიან როგორც ასაკოვანი მოსახლეობა, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კორონავირუსის შემთხვევების დაახლოებით 81% მსუბუქად მიმდინარეობს, შემთხვევების 14% არის მწვავე, 5% კი კრიტიკული.
გრაფიკი1: კორონავირუსის (COVID-19) დადასტურებული შემთხვევები და გარდაცვალების მაჩვენებელი