ბატონებო და ქალბატონებო, ძვირფასო თანაფორუმელებო
ვირუსთან საბრძოლველად დაჭყლეტილი ნიორი მოსხმული ხაშლმაზე განსაკუთრებულ შედეგს იძლევა.
ასევე ცხარე ყაურმა ღომთან ერთად მშვენიერი საშუალებაა
ხანგრძლივმა და მიზანმიმართულმა კველევებმა გვიჩვენა, რომ ვირუსისათვის ხელსაყრელი პირობაა სოკო, რომელის დიდი რაოდენობით არის პურ პროდუქტეულში, რომელიც ასევე ასუქებს და აქვეითებს იმუნიტეტს.
ვინაიდან პოსტ ალკოჰოლური სინდრომის (პახმელია რა) მდგომარეობაში მყოფი ორგანიზმი მოწყვლადია ნებისმიერი დაავადების მიმართ, საძამაკაცომ განსაკუთრებული მნიშვენელობა მივანიჭეთ ბახუსოთერაპიულ პროცედურებს.
ხაში (კალცის დიდი რაოდენობა)+ნიორი (ანტისეპტიკი) +ჭაჭა= ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერებას
ასევე სოფლის დედლისგან მომზადებული ჩიხირთმა (კალცი)+ ძმარი (ბუნებრივი ასპირინი) უებარი საშუალებაა ნებისმიერი გაციების საწინააღმდეგოდ.
რაც შეეხება ქორწილებს და სხვა მრავალ თავშეყრის ადგილებში მისალმებას, კატეგორიულად გირჩევთ დაივიწყოთ რუსეთიდან შემოტანილი მავნე და მანკიერი ჩვევა - კოცნა, განსაკუთრებით კი სიმთვრალეში ერთმანეთის ხვევა და ლოშვნა.
ამ შემთხვევაში ქართული ტრადიციული მისალმება- მხარზე თავის მიდებაც არ არის რეკომენდირებული.
გავიხსენოთ 80ანი წელბის უბანში ბირჟაზე მისალმების ტრადიცია-ხელის აწევა და ,,დრასტი ნაროდ,,
კი არის ამაში ნაცისტური მისალმების ელემენტები, მაგრამ იმედია გიტლერიუგენდობას არავინ დაგვწამებთ.
სულ მალე დათბება და ჩევი საძმაკოცს მიერ დაიწყება საველე პირობეში გასვლა და ახალი ექსპერიმენტების ჩატარება, როგორიცაა მდინარის პირას ჩრდილში მწვადების შეწვა და კახური წარაფის დაგემოვნება, დაიმახსოვრეთ მზის პირდაპირი სხივები ანადგურებს ნებისმიერ ვირუს და ორგანიზმს აძლიერებს D ვიტამინით,
ჩვენთვის იმდენად ძვირფასია კაცობრიობის ბედი, რომ გათვიცნობიერებული გავქვს, ხალხური საშუალებებით ვირუსის საწინააღმდეგო მეთოდების ძებნაში ცეროზი უფრო ადრე დაგვბრიდავს ვიდრე ვირუსი.

მაგრამ მეცნიერება მსხვერპლს მოითხოვს
განვიხილავთ სპონსორულ დახმარებასაც - ნატურალური ჭაჭის, სასურველია ორნახადი და ბატკნის ან გოჭის ფორმით.
ნუ თუ ვინმე გადაწყვიტავთ ექსპერიმენტის ფინანსურ დახმარებას, უარს არ ვიტყვით
სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ - ნოდარ დუმბაძე
მდაბიო გადიდკაცებულ ქართველებს, სასწაულად დაუოკებელი ლტოლვა აქვთ პეროს გარჭობისკენ:yes: