და წერილის ავტორი არ იცით ვინაა?
დავით ნემსაძე:
- მეგის ქარდავას და მასტერას ნასედკა
- უღირსი და ოფიცრისთვის შეუფერებელი საქციელის გამო შეიარაღებული ძალებიდან გაგადებული;
- ტრისტან წითელაშვილის ძმაკაცი;
- ქართული მარშის აქტიური წევრი;
- ნეონაცისტი;
ანერი რაღაც შეგეშალა მგონი
https://www.transparency.ge/ge/blog/kartuli...cizmis-anatomia“ქართულ მარშს” სოციალური ქსელით მხარს უჭერდა “ქართული ძალა”, რომლის დამფუძლებელი და ლიდერია ნიკოლოზ ბურნაძე. ორგანიზაციის სახელს უკავშირდება თბილისში ვეგანური კაფის დარბევა. თუმცა, დაჯგუფება ამ ბრალდებას უარყოფს. ასევე 2016 წელს აღმაშენებლის გამზირზე თურქულ რესტორნებთან გამართული ნაციონალისტური აქცია, რომლის დროსაც ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს.
ქართული მარშის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო რადიკალი ნაციონალისტების მოძრაობა „წინააღმდეგობა - მომავლისთვის“. ამჟამად, მათი ერთ დროს საკმაოდ აქტიური ფეისბუქ გვერდი აღარ იძებნება.
რამაზ გაგნიძე - ქართული მარშის აქტივისტი. 2014 წელს კენჭს იყრიდა დიღმის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად კოალიცია “ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის” სახელით. გაგნიძე, “ქართული მარშის” სხვა წევრებთან ერთად, ხაშურში დამოუკიდებელი კანდიდატ რამაზ ნოზაძის მხარდასაჭერად ჩავიდა.
მიხეილ ამისულაშვილი მოძრაობის ერთ-ერთი წევრია. ის თათია დოლიძის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარების ერთ-ერთი ავტორია. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, თუმცა შედეგები დღემდე არ გასაჯაროებულა. ამისულაშვილი 2018 წლის 20 მარტს "რუსთავი 2"-თან მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. გამოძიება მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობას ედავება. მანამდე 2-ჯერ არის ნასამართლევი ცემის მუხლით.
მსახიობი ალეკო თეთრაშვილიც ქართული მარშის მხარდამჭერია. ის არის პეტიციის ხელმომწერი, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნაცაა დაუყოვნებლივ დაიწყოს ნაციონალური მოძრაობის, მათი სატელიტებისა და უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული ანტიეროვნული მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვის სამართლებრივი პროცესი. ის 2017 წლის აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზეც გამოჩნდა.
პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი, აგვისტოს ომის შემდეგ სამშობლოს ღალატისთვის ნასამართლევი და 2013 წელს ქართული ოცნების ხელისუფლების დროს გათავისუფლებული, ასევე მონაწილეობდა ქართულ მარშში.
“ქართული მარშის“ აქციის მონაწილის, დავით ნემსაძის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ლიკა ალელიშვილმა ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის გამო პოლიციას მიმართა და მოითხოვა, რომ დავით ნემსაძეს მასთან მიახლოება აეკრძალოს.