#56168765 · 18 Apr 2020, 12:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესპანური გრიპის გაკვეთილები საუკუნეზე ცოტა ხნის წინ „ესპანური გრიპის“ პანდემია გამანადგურებელი ხანძარივით მოედო პლანეტას და 50 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. 1918 წლის პანდემიის ზოგი გაკვეთილი დღესაც აქტუალურია, და შესაძლოა აგვარიდოს ანალოგიურ კატასტროფულ შედეგებს. გაკვეთილი #1. არ მოხსნათ სოციალური დისტანცირება ვადაზე ადრე ესპანეთში პანდემიის დროს ადამიანებმა ადრე შეწყვიტეს დისტამცირების პოლიტიკა, რამაც ინფიცირების მეორე ტალღა გამოიწვია, რაც უფრო ძლიერი და მომაკვდინებელი იყო, ვიდრე პირველი.
სან ფრანცისკოში, როდესაც ესპანური გრიპის შემთხვევები თითქმის ნულამდე იყო დაყვანილი, ქალაქის მესვეურებმა ამის აღსანიშნად პარადის მოწყობა გადაწყვიტეს: „მოდი, მოვიხსნათ ნიღბები“ - განაცხადა ეპიდემიოლოგმა ლარრი ბრილიანტმა. 2 თვეში ეპიდემია გაორმაგებული ძალით დაბრუნდა. იგივე ბედი ეწვია ფილადელფიას: მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში 600 მეზღვაური დაინფიცირდა, ქალაქმა არ გააუქმა პარადი, რომელიც დაგეგმილი იყო 1918 წლის 28 სექტემბერს. 3 დღეში ქალაქს 635 ინფიცირებული დაემატა. მომდევნო თვეს 10000 -ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ფილადელფიაში გრიპისგან, მაშინ, როდესაც სენტ ლუისში, სადაც ანალოგიური პარადის ჩატარება გააუქმეს - მხოლოდ 700. გაკვეთილი #2. ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები შეიძლება გახდნენ თავიანთი ძლიერი იმუნური სისტემის მსხვერპლნი 1918 წლის პანდემიამ ბევრი ახალგაზრდა ჯანმრთელი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარდაცვლილთა ორი მესამედი იყო 18-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანი. პიკი მოდიოდა 28 წლის მამაკაცებზე. პანდემიის დადგომიდან ერთ წელიწადში აშშ-ში საშუალო ცხოვრების ხანგრძლივობა 12 წლით შემცირდა. დღევანდელი მონაცემებით კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა უმრავლესობა ხანდაზმულები და ქრონიკული ადავმყოფობების მქონე პირებია. თუმცა, უკვე ბევრი ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანი ავადდება სერიოზულად, და კვდებიან კიდეც. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ იყო ახალგაზრდებში ასეთი მაღალი სიკვდიალობა ესპანური გრიპის დროს იყო ის, რომ ეპიდემიის გავრცელება დაემთხვა პირველ მსოფლიო ომს, როდესაც ბევრი ჯარისკაცი ყაზარმებში ცხოვრობდა და არანაირი დისტანცია დაცული არ იყო. დღეს არაა მსოფლიო ომი, მაგრამ მნიშვნელოვანი გაკვეთილები მაინც რჩება: ახალგაზრდა ასაკი და ჯანმრთელობა არაა გარანტი ვირუსებისგან. გაკვეთილი #3. სიფრთხილით გამოიყენეთ ბოლომდე შეუმოწმებელი პრეპარატები. უკანასკნელი 102 წლის განმავლობაში მედიცინა და ტექნოლოგიები ძალიან განვითარდა. მაგრამ ესპანურ გრიპსა და ახალ პანდემიას აქვთ ორი საერთო პრობლემა: ვაქცინის და წამლის არქონა. 1918 წელს იყენებდნენ წამლებს დაწყებული ბალახოვანი, ე.წ. ხალხური წამლებიდან და იმ დროისათვის უკანასკნელი სამედიცინო მიღწევებს. ხდებოდა სხვადასხვა მედიკამენტის კლინიკური კვლევა, ზოგჯერ წარმატებით, ზოგჯერ წარუმატებლადაც. იგივე მოხდა 2020 წელსაც. როდესაც, განსაკუთრებით პოლიტიკური ლიდერების განცხადების შემდეგ დაიწყეს მასიურად შესყიდვა პრეპარატის (კონკრეტულად, ჰიდროქსიქლოროქინი), რომლის ტესტირება ჯერ კიდევ გრძელდებოდა და რომლის ზემოქმედება როგორც დაავადებაზე, ასევე თავად პაციენტზე. უკანასკნელმა კვლევებმა გვანახა, რომ გარდა იმისა, რომ ის ნაკლებად ეფექტურია, პაციენტებში გამოიწვია თანმდევი ეფექტები (ანომალური არითმია და ა. შ. )
|