იტალიაში დღეს მოიხსნა შეზღუდვები,მაგრამ ნიღბის და ხელთათმანების გარეშე ქუჩაში სიარული აკრძალულია ისევ,ასევე დისტანციის დაცვა დატოვეს ძალაში.
პ.ს.ამასობაში რუსეთში პიზდეცი ხდება.
კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი, რომელსაც მუშაობას აიძულებდნენ, რუსეთში საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა
საინფორმაციო პორტალი
კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი, რომელსაც მუშაობას აიძულებდნენ, რუსეთში საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა
18:35 / 03-05-2020
კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი, რომელსაც მუშაობას აიძულებდნენ, რუსეთში საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. ამ ფონზე კი ცნობილი ხდება, რომ ქვეყანაში უკვე მესამე ექიმმა სცადა თვითმკვლელობა. აღნიშნულის შესახებ "დეილი მეილი“ წერს. გამოცემის ცნობით, ექიმი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა და ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია.
თვითმკვლელობის მცდელობამდე კი მან კოლეგა ექიმთან ერთად ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ექიმების გაუსაძლის პირობებზე საუბრობდა. ის ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 დაუდასტურდა, იძულებული იყო ემუშავა.
37 წლის ალექსანდერ შულეპოვი ვორონეჟის კლინიკაში მუშაობდა. როგორც "დეილი მეილი“ წერს, თავის მძიმე ტრავმის გამო ექიმი უგონო მდგომარეობაშია.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ექიმებმა კორონავირუსის გამო შექმნილი პირობების გამო, თავის მოკვლა სცადეს. როგორც გამოცემა "ნიუ იორკ პოსტი“ წერს, ექიმი ნატალია ლებედევა საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ლებედავასაც COVID-19 დაუდასტურდა. გამოცემის ცნობით, ის უშუალოდ იყო ჩართული ე.წ. ნულოვანი პაციენტის მკურნალობაში. ლებედევა, რომელსაც მოსკოვის კლინიკაში მკურნალობდნენ, მეექვსე სართულიდან გადმოხტა.
ამ ამბამდე კი კრასნოიარსკის საავადმყოფოს 47 წლის ექიმი გადმოხტა კლინიკის ფანჯრიდან, თუმცა მანამდე კორონავირუსისგან დამცავი აღჭურვილობის დეფიციტზე საუბრობდა. ექიმი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. "დეილი მეილის" ცნობით, ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ბოლო 24 საათში ახალი ინფიცირებულების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა, საერთო ჯამში კი ქვეყანაში კორონავირუსის 134 687 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 1 2 80 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 16 639 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
https://www.ambebi.ge/article/244179-korona...elsac-mushaoba/პ.ს.იმენა ჩაყლევებული ქვეყანაა,ეს ინფო რუსეთუმეებს უნდა ააფარო სახეზე რა.
This post has been edited by არმეძებო on 4 May 2020, 12:48