რა აღლუმი რის აღლუმი - ყველაფერს დამსახურება უნდა ძმაო )))
ამ ვეტერანებს გონიათ რომ რადგან მიიღეს მონაწილეობა მე-2 მსოფლიო ომში
ესეიგი აღლუმი დაიმსახურეს ?
მერე რა რომ საქართველოდან დაიღუპა 300,000 კაცი
მაგით რა,
რა დაიმსახურეს აღლუმი ან პატივისცემა ?
მერე რა რომ იცოდნენ რომ ომიდან უკან ვერ
დაბრუნდებოდნენ მაგრამ მაინც წავიდნენ ომში სამშობლოს დასაცავად
და 300 ათასი დარჩა იქვე
და აღარ დაბრუნდა უკან თავიანთ სახლებში თავის ოჯახში, ცოლთან, შვილებთან
მერე რა - მოკვდა მოკვდა ,ვსიო, წავიდა ის დრო
ეს ადრე იყო , გავიდა წლები ,
ჩვენ უკვე აღარ გვაინტერესებს ის 300 ათასი ადამიანი
ადამიანი, 300 ათასი ადამიანი
1 არა ,და არც 2 - 300 ათასი დაიღუპა
მოკვდა , მოკვდა - ვსიო
ის დრო და ხალხი წარსულს ჩაბარდა
რატომ უნდა გავიხსენოთ ის დრო ან ის ხალხი
ისინი ხომ იყვნენ expendable material - расходный материал
მაგათ არ აქვთ უფლება არც აღლუმის არც არაფრის
რა ცხოვრებით ცხოვრობდნენ ისინი
მხოლოდ მუშაობდნენ და მერე ოჯახებს ინახავდნენ
მერე სამშობლოს ქულისთვის წავიდნენ ომში და მოკვდნენ
ნუ ეგ ხომ პრიმიტიულობაა ბრატცი
ჩვენ კი ნავაროჩენი მომავალი ვართ
პარდონ New Generation
ჩვენ აიფონებით დავდივართ ,ელეკტრო სკუტერებით
ჩვენ ვურეკავთ და საჭმელი სახლში მოაქვთ
ჩვენ ვეწევით ძვირიან სიგარეტებს და არა მახორკას
( ნუ ეგ ყველაფერი ბანკის აღებული სესხით არის ნაყიდი
მაგრამ ჩვენი მშობლები იხდიან მაგ ფულს )
ხედავთ რა კონტრასტია იმ ხალხის შორის რომელიც დაიღუპა
ომში და ჩვენ შორის
ასე რომ აღლუმების უფლება გვაქვს მხოლოდ ჩვენ
აიფონების თაობა
https://www.youtube.com/watch?v=NQ60XIwNbws&feature=youtu.be This post has been edited by snake2009 on 5 May 2020, 23:10
მიმაგრებული სურათი