#56271182 · 9 May 2020, 15:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენიმე თვის წინ, 2019 წლის დეკემბერში მომივიდა აზრად ანალიზების გაკეთება და სხვადასხვა რაღაცეებზე შემოწმება. მეთქი რა იცი რახდებათქო. წავალ სადმე დავეზღვევი და იაფად გამომივა შემოწმებებითქო. ჰოდა, წავედი და ჯანმრთელობა დავაზღვიე ჯი პი აი ჰოლდინგში (GPI Holding). თუმცა, ერთი თვე ისე გავიდა არსად მისვულვარ. ჯერ ერთი მეზარებოდა ექიმებთან სიარული, თან საჭიროდ არც ვთვლიდი, რადგან ნორმალური ჯანმრთელობა მაქვს. უბრალოდ მაშინ მომივიდა ეს შემოწმების იდეა და ასე სპონტანურად (სულელურად) მივიღე ჯანმრთელობის დაზღვევის გადაწყვეტილება. მოკლედ, გადავწყვიტე ამ დაზღვევის გაუქმება. სადღაც იანვარი თებერვალია ამ წლის, ორი-სამჯერ მომიხსნეს უკვე 40-40 ლარი. გადმოვიწერე მაგათი აპლიკაცია, გავიარე ავტორიზაცია და ვეძებ თუ საიდან გავაუქმო დაზღვევა. ვეძებ და ვეძებ. კიდევ ვეძებ. არსად არაფერი. ჩავრთე კომპიუტერი და შევედი მათ საიტზე. იქაც იგივე, ავტორიზაცია გავიარე და დავიწყე გასაუქმებელი განყოფილების ძებნა. ჩემი ფიეხები. არადა, ფულს მაჭრიან ყოველ თვე 40 ლარს სულ არაფერში. ავდექი და ვრეკავ ჯიპიაიში, მეთქი გაუქმება მინდა დაზღვევისთქო. ეგ ჩვენ არ შეგვიძლია, ვინც გაგიფორმა ხელშეკრულება იმას უნდა გააუქმებინოო და გადამამისამართეს იმასთან. ველაპარაკები ახლა ამ გამფორმებელს. მეთქი გამიუქმე, ტყუილად ვიხდი ფულს, ექიმებთან არ გვეგმავთქო სიარულს. ორი კვირა თანხა არ ჩარიცხო და თავისით გაგიუქმდებაო, მეუბნება. მეთქი, კარგი. ეგრე ვიზამთქო. გავიდა ორი კვირაც, ერთი თვეც და თვე ნახევარიც. ბარათზე კაპიკი არ დამირიცხავს მაგათი შიშით. აი, ზუსტად დღეს, იმის იმედით, რომ ეს დაზღვევა უკვე გაუქმებული მქონდა გავედი და ჩავრიცხე ჩემს ანგარიშზე თანხა გულდამშვიდებულმა. მოკლედ, თანხა ფეი ბოქსის აპარატში არ მქონდა შეყოფილი 81 გელა რო ჩამომეჭრა ანგარიშიდან მყისიერად. ანუ ორი თვის დაზღვევის გადასახადი. მეთქი თქვენი ღორი დედა. მოვედი სახლში და ვურეკავ ამ გამფორმებელს. მეთქი 81 ლარი ჩამომეჭრა, შენ ხო მითხარი ორ კვირაში გაუქმდება დაზღვევთქო. აიო კორონააო, გადაიწია გადმოიწია ვადებმაო და მოკლედ რაღაც უაზრობები. მეთქი გამიუქმეთ ეს დედანადღნავი დაზღვევა, აღარ მინდა თავს ხოარ მოვიკლავთქო. ჰოდა, რას მეუბნება: "დაზღვევის გაუქმება შეუძლებელია, ბანკის ის ანგარიში უნდა გააუქმო, რომლითაც ჩვენთან დარეგისტრირდი". სრაზუ გამოვ**ევდი. მეთქი, ანუ ეს ბარათი გადავაგდო, ბანკში მივიდე და ახალი ბარათი შევუკვეთო? "დიახ" მპასუხობს. ანუ ხვდებით რა ხდება, ის ბარათი სადაც ხელფასი გერიცხება, რომელიც ონლაინ მაღაზიების საიტებზე გაქვს დარეგისტრირებული, რომლითაც ბენზინს და სუპერმარკეტებში პროდუქტს ყიდულობ და მოკლედ რომესაც ყოველდღიურად ყველაფერში იყენებ ეგ ბარათი უნდა გააუქმო. უნდა გააუქმო, რადგან ჯი პი აი ჰოლდინგში ერთხელ თუ დარეგისტრირდი იქიდან მარტივად არ გამოგიშვებენ. ვინც ამ სადაზღვევოში დარეგისტრირებას გეგმავთ, რჩევის სახით იცოდეთ, რომ მათი დაზღვევის გაუქმება ფაქტიურად შეუძლებელია.
არადა, კარგი წამოდგენა მქონდა ამ სადაზღვევო კომპანიაზე. თუმცა, მწარე გამოცდილებით აღმოვაჩინე, რომ ფულზე უზომოდ დაგეშილი სასტავია, რომლებმაც დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე 200+ ლარი ჩამომაჭრეს და ჯერაც ვერ გავარკვიე როგორ უნდა გავაუქმო მათი დაზღვევა ჩემი მთავარი ანგარიშის გამოცვლის გარეშე.
--------------------
ცხოვრებას ფერი არ ჰქონია მხოლოდ ნარინჯის
Be racist or be replaced
https://coub.com/view/2855a3
|