FERREBOY
⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1336
წევრი No.: 130451
რეგისტრ.: 23-April 11
|
#56432633 · 17 Jun 2020, 06:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
NON-GRATAS
QUOTE | მერე პასუხს რომ მოგთხოვენ |
რასაც უპირებდნენ მაგას პასუხის მოთხოვნა არ ქვია. მთელი მსოფლიო აგინებს, არა პირდაპირ ასე უხეშად და სულელურად მაგრამ კარგად იცის პუტინმა ვინაა მისი მტერი და ვინ არა, ხოდა მაგათ ადგილზე რო ვყოფილიყავი, 1 ქართველ ჟურნალისტს ან საერთოდ არ ჩავაგდებდი ძაღლად, ან რაიმე ისეთს მოვუფიქრებდი რო სახალხოდ გავაბანძებდი და ეგ იქნებოდა ჩემი მხრიდან სამაგიეროს გადახდა. ვანანებდი უბრალოდ რა. სიტყვაზე რამე შეეშალა ვინმეს ჩემთან და ლაპარაკით არ ჭრის და საცემი გამიხდა რო ცოტა შიში ქონდეს და მომერიდოს, ვერ გავიმეტებ მაინც ისე რო ან დავასახიჩრო ან საავადმყოფოში წასაყვანი გახდეს. განა იმიტომ რომ ,,აბაროტის'' მეშინია, მე საბედნიეროდ ვიცი, ვხვდები და ბოლომდე გაცნობიერებული მაქვს რო თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და ყველა ერთნაირად, ლოგიკურად ვერ აზროვნებს სამწუხაროდ. * * * განვავრცობ. 1 ადამიანის გამოფხიზლებაც რო შევძლო თუნდაც აქ ფორუმზე, ძალიან მესიამოვნება. მოკლედ ჩვენ ტვინში დაახლოებით 100 მილიარდი ნეირონია, ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებული და ერთ მთლიან ინფორმაციულ ქსელს ქმნიან. ადამიანების სხვადასხვანაირი აქტივობა, აზრები, მოქმედებები, შეგრძნებები და ემოციები სხვადასხვა სახის ნეირონულ კავშირს წარმოშობს, ნეირონების სტიმულაციის შედეგად ზოგიერთი კავშირი ძლიერი ხდება, ხოლო სხვა კავშირები სუსტდება. ამას ნეიროპლასტიკურობა ეწოდება, თითოეულ ნეირონს გააჩნია ელექტრონული ძაბვის პოტენციალი, რომელიც იცვლება მაშინ როდესაც იონები შეაღწევენ მასში ან ტოვებენ მას. როდესაც ნეირონში ძაბვა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს ის აგზავნის ელექტროსიგნალს სხვა უჯრედებში, როდესაც მრავალი ნეირონი ამას ერთ დროულად აკეთებს ჩვენ შეგვიძლია მათ მიერ გამოსხივებული ძაბვის სიხშირე მგრძნობიარე ხელსაწყოებით დავაფიქსიროთ. დადგენილია რომ სხვადასხვა სიხშირის ტალღები ტვინის სხვადასხვანაირი ტიპის აქტივობაზე მიანიშნებს, გამოყვეს რამდენიმე ძირითადი სიხშირე და მათ ალფა, ბეტა, გამა, დეტა, და დელტა ტალღები უწოდეს. ტვინს აქვს თვისება განეწყოს ერთ გარკვეულ სიხშირეზე და იგნორირება გაუკეთოს გარეგან სიგნალებს. ჩვენი ტვინი ხომ ორი ნახევარსფეროსგან შედგება, მათ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული თვისებები და ფუნქციები აქვთ. მარცხენა ნახევარსფერო ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნებითაა დაკავებული. ის პასუხს აგებს მეტყველებაზე, იმახსოვრებს ციფრებს, სახელებს და აკონტროლებს სხეულის მარჯვენა მხარეს. სხეულის მარცხენა მხარეს კი მარჯვენა ნახევარსფერო აკონტროლებს. მარჯვენა ნახევარსფერო შემოქმედებითია და ინტუიტიური. ის ამუშავებს იმ ინფორმაციას რომელიც სიტყვებით ვერ გადმოიცემა. მაგალითად: სურათები, შეგრძნებები, ემოციები, სივრცეში ორიენტაცია, მუსიკა, პოეზია, მხატვრობა და ა.შ მეტაფორები, წარმოსახვა, ფანტაზიის უნარი და ტყუილიც მარჯვენა ნახევარსფეროს უნარებია. რაიმე მიზეზით მაგარითად ფიზიკური ტრამვის ან ოპერაციის შედეგად მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების კავშირი რო გავწყვიტოთ ადამიანი შეინარჩუნებს ლაპარაკის, მოძრაობის და ფიქრის უნარს მარცხენა ნახევარსფეროს საშUალებით, მაგრამ შემეცნების და შემოქმედების უნარი რაც მარჯვენა ნახევარსფეროს ფუნქციაა ძლიერ შეიზღუდება, თუმცა ადამიანი ვერ იგრძნობს დისკომფორტს ამის გამო. აგრეთვე ის ვერ შეძლებს ვიღაცის სახის მარჯვენა ნაწილის აღწერას, მაგრამ არც ამაში დაინახავს პრობლემას. დღეს გვხვდება უამრავი ადამიანი განსაკუთრებით მამაკაცები, რომლებსაც არა ფიზიკური ტრამვის შედეგად, არამედ ცხოვრების და აზროვნების წესის შედეგად ატროფირებული აქვს ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო და მხოლოდ მარცხენას ამუშავებს, მაგრამ ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ინფორმაციის დამუშავება, რეალობის აღქმა და შემოქმედება სრულფასოვნად და ეფექტურად შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ტვინის ორივე ნახევარსფერო თანაბარი ინტენსივობით აქტიურობს და აქვს ინფორმაციის ინტენსიური გაზიარება ერთმანეთთან. ამ დროს საქმეში ჩართულია ფაქტები-ლოგიკაც და წარმოსახვა-შემოქმედებაც. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ტვინის ნახევარსფეროებს შორის ნეირონული კავშიერების გამრავლებას და გაძლიერებას. ამ კავშირების გაძლიერება შესაძლებელია სპეციალური ვარჯიშების საშუალებით. როდესაც ადამიანი რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას სწავლობს ამ დროს ტვინს დიდი ჯაფა ადგება, ადამიანმა უნდა დაისწავლოს ნოტების ანბანი, ავარჯიშოს სხეული, თითები. დაიმახსოვროს რომელ მოქმედებას როგორი ბგერა მოჰყვება. დაიმახსოვროს ბგერებ შორის ინტერვალები, რითმი, ტონალობა და ამავე დროს იზრუნოს მუსიკის შინაარსზე, სილამაზეზე, ემოციურობაზე. ამიტომ მუსიკის შესწავლა ძლიერ ანვითარებს ტვინის ნახევარსფეროებს შორის ნეირონულ კავშირებს. შეიძLება ადამიანი მუსიკოსი არ გამოვიდეს, მაგრამ მუსიკის შესწავლა მაინც გააძლიერებს რადიკალურად მისი აზროვნების უნარს. თუმცა პედაგოგზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი თანამედროვე მუსიკა არა თუ ანვითარებს, არამედ აჩლუნგებს და ანადგურებს ტვინს. მაგალითად მძიმე როკი და კლუბური მუსიკა. სწორი მეთოდით ინტენსიური მეცადინეობის შედეგად პრაქტიკულად ნებისმიერი უნარის და ტალანტის განვითარებაა შესაძლებელი. როდესაც რაღაცით ვართ დაკავებულები, ვარჯიშით, სწავლით და ა.შ ამ დროს ვანვითარებთ ჩვენს ტვინში შესაბამის ნეირონულ კავშირებს და ამ მიმართულებით ჩვენი ეფექტურობა თანდათანობით იზრდება. ტვინის მუშაობაზე გავლენას მხოლოდ ნეირონები და მათი კავშირები არ ახდენს. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს, ნეირო მედიატორებს. აგრეთვე ჰორმონებს, რომელთა დიდ ნაწილს თავად ტვინი გამოიმუშავებს, ხოლო სხვა ნაწილს სხვადასხვა ორგანოები და ჯირკვლები გამოიმუშავებენ. ამ ნივთიერებებს ძალიან განსხვავებული და რთული ურთიერთქმედებები აქვთ ადამიანის ტვინსა და სხვა ორგანოებზე. მაგალითად ნეირომედიატორი ნორეპინეფრინი გამოიყოფა მაშინ, როდესაც ვიღაცის აზრი განსხვავდება ჩვენი აზრებისგან, მაგრამ იგივე ნივთიერება გამოიყოფა მაშინაც, როდესაც ადამიანი საშიშროებას გრძნობს და თავდაცვა ჭირდება. ამ საბრძოლო თავდაცვით მდგომარეობაში ტვინის უფრო პრიმიტიული ნაწილი აქტიურდება და თრგუნავს რაციონალურ აზროვნება, რითაც ფიზიკურად იწვევს აზროვნების შეზღუდვას. ეს მოვლენა თავს იჩენს ხოლმე მაშინ, როდესაც ვიღაცა ან რაღაცა გვაშინებს, მაგალითად საინფორმაციო გამოშვება ტელევიზორში, ვალუტის კურსი, საწვავის ფასი, გლობალური დათბობა, მსოფლიო კრიზისი, კორონა და ა.შ ანდა როდესაც ჩვენ ვფიქრობთ რომ ჩვენს მოტყუებას ცდილობენ, ან რაღაცა აზრს თავს გვახვევენ და ჩვენი პოზიციები და იდეალები, მაგალითად ქართველობა, მართლმადიდებლობა დაცვას საჭიროებს. ამ მდგომარეობაშI რაც არ უნდა გონივრული და სასარგებლო იყოს ახალი ინფორმაცია ტვინს არააქვს მისი გადამუშავების უნარი. ნეირონულ დონეზე ის აღიქვავს ამას როგორც საშიშროებას, თუნდაც ეს იყოს უწყინარი აზრი ან ფაქტი. რომელსაც სხვა მდგომარეობაში ტვინი ადვილად აღიქვავდა და დაეთანხმებოდა. ამის საპირისპიროდ, როდესაც ჩვენ გვაძლევენ თვითგამოხატვის საშუალებას მაგ: გვაქებენ, ჩვენს აზრს ეთანხმებიან, ტვინში დამცავი ნივთიერებების დონე მცირდება, ჩვენ თავს ვგრძნობთ მშვიდად, თავდაჯერებულად და ვხდებით უფრო გახსნილები რაღაც ახალის, განსხვავებულის მისაღებად. თვითშეფასება და თავდაჯერებულობა დამოკიდებულია ნეირო მედიატორ სერატონინზე. ამ ნივთიერების ნაკლებობა იწვევს დეპრესიას, თვითგანადგურების სურვილს და ზოგჯერ მიჰყავს ადამიანი თვითმკვლელობამდე. როდესაც საზოგადოება გვაფასებ, ეს ამაღლებს დოფამინის და სერატონინის დონეს ტვინში და გვაძლევს საშუალებას განვთავისუფლდეთ აკვიატებული დესტრუქციული განწყობისგან, იდეებისგან, ავიმაღლოთ თვითშეგნება. ნეირონებს შორის ინფორმაციის გადაცემა ოპტიმალურად ხდება მაშინ, როდესაც მათი მოქმედება სინქრონირებულია, ანუ რეზონანსშია ერთმანეთთან. სწორედ ამიტომ ჩვენ განვიცდით კოგნიტიურ დისონანსს და ვგრძნობთ დისკომფორტს მაშინ როდესაც გვიწევს ერთმანეთის საწინააღმდეგო იდეებთან შეძახება. ამ დროს საქმეში ერთვება ნებისყოფა, ნებელობა, რომელიც ცდილობს აირჩიოს ამ დისონანსური იდეებიდან ერთ-ერთი. ადამიანის ცნობიერება განვითარდა იმ დონემდე, რომ ის ჩაუფიქრდა საკუთარ არსებობას, ცხოვრების საზრისს. ამ ეტაპზე როდესაც ძიების დროს ის აწყდება აზრს, რომ ცხოვრება უაზროა, მის ტვინში წარმოიქმნება ზემოთხსენებული კოგნიტიური დისონანსი და ამ დისკომფორტის გადასალახად ის მიმართავს რელიგიას, რომელიც აძლევს მას ცხოვრების აზრს. თუნდაც მცდარს და თუნდაც დროებითს.. მიუხედავად იმისა რომ თავისუფალი აზროვნება და სხვებისგან დამოუკიდებელი აზრის ქონა კარგ ტონად ითვლება ადამიანი ძალიან ძლიერად არის დამოკიდებული გარშემო მყოფი ადამიანების აზრზე და ზოგადად გარემოზე და თუ რატომ ხდება ასე ამას კარგად ხსნის ახალი აღმოჩენები ნევროლოგიაში, კერძოდ სარკისებრი ნეირონების არსებობა და ფუნქციონირება. როდესაც ჩვენ რაღაც მოქმედებას ვასრულებთ ან რაიმე ემოციებს განვიცდით აქტიურდებიან გარკვეული ნეირონები ეს უკვე ვიცით მაგრამ საოცარი ისაა, რომ როდესაც ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ემართება რაღაც სხვა ადამიანს, ან უბრალოდ წარმოვიდგენთ რაიმეს აქტიურდებიან იგივე ნეირონები, თითქოს ეს რაღაცა სინამდვილეში ხდებოდეს ჩვენს თავს. ან ჩვენ თვითონ ვაკეთებდეთ ამას. სარკისებრი ნეირონები ვერ ამჩნევენ განსხვავებას ჩვენსა და სხვებს შორის. ამ ფენომენს ოდითგანვე თანაგრძნობას უწოდებენ და ეს ჩვენთვის უჩვეულო და ახალი არ არის, მაგრამ ის ფაქტი რომ წარმოსახვის შედეგად ადამიანის ტვინი იგივეს განიცდის რასაც რეალური აღქმის დროს, ეს სრულიად ახალ ჰორიზონტებს და შესაძლებლობებს აჩენს ადამიანის ფიზიოლოგიის და ფსიქოლოგიის დარგში. რადგან სარკისებრი ნეირონები ვერ ხედავენ განსხვავებას ჩვენსა და სხვა ადამიანებს შორის, ზუსტად ამიტომ ვართ ჩვენ ასე დამოკიდებულები სხვა ადამიანების აზრზე და ამიტომ გვაქვს სურვილი შევესაბამებოდეთ საზოგადოებრივ აზრსა და საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებს. ადამიანში არსებობს მუდმივი კონფლიქტი მას შორის თუ როგორ ვხედავთ ჩვენ საკუთარ თავს და როგორ გვხედავენ ჩვენ სხვები. ეს რათქმაუნდა ხელს უშლის პიროვნულ დამოუკიდებულობას და ინდივიდუალურობას, თუმცა ბევრი არც დარდობს ამაზე და მთლიანად არის დანებებული საზოგადოებრივ აზრს. თავის ტვინის ქერქის ვიდეო გადაღებამ აჩვენა, რომ ნეირონები უფრო ადრე რეაგირებენ უარყოფით ემოციებზე, ვიდრე ჩვენ მათ ვაცნობიერებთ. ეს ადასტურებს, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი ტვინი და თუ ეს ასეა შეგვიძლია ვაკონტროლოთ აზრები და ემოციები. თვითშეგნება და აზრების კონტროლი საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ ის ემოციები, რომელსაც ეს აზრები ბადებს. თვითანალიზი ძლიერ მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, ეს საშუალებას გვაძლევს ეფექტურად ვარეგულიროთ საკუთარი გრძნობები, შედეგად ძლიერდება ჩვენი რაციონალურობა და ემოციური სტაბილურობა. თვითშეგრძნების და თვითკონტროლის გარეშე ჩვენი მოქმედების და ემოციების უმეტესობა იმპულსურია. იმის გამო, რომ ჩვენ რეაგირებას ვახდენთ მოვლენებეზე გაუცნობიერებლად, ანუ უბრალო ენით რომ ვთქვათ სულელურად, არ ვაკეთებთ შეგნებულ არჩევანს, ეს ქვეცნობიერად ძლიერ გვაღიზიანებს ჩვენ. ეს წარმოქმნის უძლიერეს უარყოფით ემოციურ მუხტს ჩვენს ფსიქიკაში. ამ მდგომარეობისგან თავის დასაღწევად ტვინი ახდენს მომხდარი მოვლენის მეხსიერების ახლიდან გადაწერას ისე, რომ მოგვაჩვენოს ჩვენ და ჩვენ მოვაჩვენოთ სხვასაც თითქოს ჩვენ ამ დროს ვაკონტროლებდით ჩვენ ქმედებებს. ადამიანებზე დაკვირვების დროს, ხშირად აღმომიჩენია ეს მოვლენა. ჩხუბის შემდეგ ყველა თავისებურად ყვება ხოლმე ჩხუბის გამომწვევ მიზეზებს და მსვლელობას ისე რომ თავისი თავი გამოყავს მართალი და როგორც წესი ორივე მხარეს გულწრფელად სჯერა თავისი სიმართლე. ადამიანს ურჩევნია აღიაროს რო ბოროტია ვიდრე სულელი, თუმცა კი როგორც წესი ბოროტები ხდებიან ხოლმე ის სულელები, რომლებსაც უჭირთ საკუთარი შეცდომების აღიარება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ტვინი ცდილობს ჩვენს გამართლებას და ამ მიზნით რეალობას ტყუილით გვიცვლის, ხოლო ჩვენც სიხარულით ვიჯერებთ ამ ტყუილს. ჩვენი უარყოფითი ემოციები მაინც რჩება არაცნობიერში და გროვდება, ისინი ქმნიან შინაგან გაუცნობიერებელ დისკომფორტს, რაც თავს იჩენს სხვადასხვა ტიპის ნერვოზებში, ხოლო როდესაც მათი რაოდენობა კრიტიკულ მასას მიაღწევს ან გარეგანი ფაქტორით გააქტიურდება, შეიძლება ამოხეთქონ ნებისმიერ დროს და უარესი გამოუსწორებელი სისულელე ჩაგვადენინონ. შედეგად ვისმენთ ახალ ამბებში თუ როგორ მოკალა მამამ ცოლი და შვილი, შვილმა დედა, დედამ დაახრჩო შვილები, ვიღაცამ თავი მოიკლა და ა.შ მთელი ეს რთული თითქმის შიზოფრენიული ქმედებების თავის ტვინში პარაალელურად მოქმედი ნეირონების ჩახლართული მუშაობის შედეგია, ჩვენი განცდები და გამოცდილება მუდმივად ცვლის ნეირონულ კავშირებს, ეს კავშირება თავს იჩენს კონკრეტულ შემთხვევებში, გარეგანი გამაღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. ტვინის მარცხენა ნახევარსფერო ქმნის წარმოდგენების მწყობრ ურთიერთშეთანხმებულ სისტემას, რაც გვიქმნის ჩვენი სამყაროს რეალურობის და ლოგიკურობის ილუზიას. ახალი გამოცდილების ან იდეის შედარება ხდება არსებულ სისტემასთან და თუ ამ სისტემაში არ ჩნდება, ხდება მისი უკუგდება. ამ დისბალანსად გვევლინება მარჯვენა ნახევარსფერო, რომელიც საპირისპირო ფუნქციას ასრულებს. იმ დროს, როდესაც მარცხენა ნახევარსფერო ჯიუტად ცდილობს არსებული მოდელის შენარჩუნებას, მარჯვენა მუდმივად ეჭვის ქვეშ აყენებს ამას და თუ ახალი ინფორმაცია საკმაოდ წონადია, მარჯვენა ნახევარსფერო აიძულებს მარცხენას გადახედოს და შეცვალოს არსებული წარმოდგენები. თუმცა როგორც აგიხსენით ყველას არ უმუშავებს მარჯვენა ნახევარსფერო და ამიტომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ უნარს საერთოდ არიან მოკლებულები. მე ასეთებს ცალტვინას ვუწოდებ. თანამედროვე ნევროლოგია კი განიხილავს, როგორც ავადმყოფებს და შესაბამისად ასეთების ადგილი სამკურნალო დაწესებულებებშია და არა რელიგიაში ან მეცნიერებაში... სამწუხაროდ დღეს სწორედ ასეთებს უკავიათ ყველაზე მაღალი პოსტები რელიგიაშიც, მეცნიერებაშიც და პოლიტიკაშიც!!! სოციოლოგებმა შეამჩნიეს, რომ საზოგადოებაში იდეები, ჭორები და მავნე ჩვევები ისეთივე კანონზომიერებებით ვრცელდება, როგორც იმპულსები ნეირონებს შორის. ადამიანების ქცევებს გარდა მისი საკუთარი ტვინისა განაპირობებს აგრეთვე საზოგადოებრივი ურთიერთქმედებები, რაც შეიძლება განვიხილოთ როგორც კოლექტიური გონი. როგორც ხედავთ მეცნიერებამ უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა ადამიანის შესწავლის სფეროში, მე მხოლოდ ზოგიერთი მათგანი განვიხილე და მაინც მიუხედავად მეცნიერების ამ უზარმაზარი მიღწევებისა ის მაინც ვერ ხსნის ბოლომდე და მთლიანად ადამიანის ქცევების მთელ სპექტრს და მის ამოუცნობ თვისებებს. აქ უკვე საქმეში ერთვება კვანტური ფიზიკა.
|