არ გინახავს, არ გაგიგია, აზრზე არ ხარ და ერთი სურათით ან ერთი ხიდით გინდა კატასტროფა შექმნა.
არაფერია, გაუნათლებლობას კაცი არ მოუკლავს.
მე მინახავს რამოდენიმე ასეთი ხიდი, რომელიც ათწლეულები მდინარეზე გადადიოდა და ერთი წყალმოვარდნის შემდეგ სანახევროდ კი არა, მთლიანად წყლის გაღმა დარჩა.
მაგალითად?
მაგალითად, კომუნისტების დროს (არც მიშას და არც ბიძინას დროს), 70-იან წლების დასაწყისში აშენებული ხიდი ცხენისწყალზე, ხონი-ლეხაინდრავო-მარტვილის გზაზე. ორიათას შვიდი თუ რვა წელი იყო, ანუ აშენებიდან 35 წლის შემდეგ, ადიდებულმა ცხენისწყალმა კალაპოტი შეიცვალა და ხიდის ორთავე ბოლო წყლის გაღმა დარჩა. ორი წელი შემოვლითი გზებით დადიოდა მოსახლეობა, ან წყალმცირობის დროს პირდაპირ ცხენისწყალში გადიოდა. მერე სერიოზული საინჟინრო სამუშაოები შესრულდა (მიშას დროს), მდინარე ძველ კალაპოტს დაუბრუნეს და ხიდმაც აღიდგინა თავისი ფუნქცია. ხიდი კი არ გადაიტანეს, ან დააგრძელეს, არამედ წყალს აიძულეს ხიდის ქვეშ გაეარა.
მეორე მაგალითი გინდა?
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მაგალითი. მდინარე ხუანხე ჩინეთში. ისე იცვლის კალაპოტს, როგორც ბიძინა ნასკებს. ხუანხეზე ყურადღებას არ გავამახვილებ, დაგუგლე და უამრავ ინფორმაციას ამოაგდებ.
მესამე, ისევ საქართველოს მაგალითზე:
რაჭაში, ღებისკენ მიმავალ გზაზე, თითქმის ყოველ მესამე წელს, კაპიტალური რკინა-ბეტონის ხიდი მიაქვს რიონს. არც თუ იშვიათად, ხიდს გზასაც მიაყოლებს. კომუნისტები, ედიკა, მიშა, ბიძინა... მნიშვნელობა არ აქვს ვისი აშენებულია. იმიტომ რომ რელიეფია ისეთი. ან ძალიან დიდი დანახარჯები უნდა გაიღონ, რაც ერთი ხალხისგან დაცლილი სოფლის მოსახლეობისთვის ნამეტანი ფუფუნებაა, ან რიონის გულმოწყალებაზე უნდა იყვნენ მინდობილი.
ზემოთ რომ ძველი ხიდების სურათები დაიდო , დააკვირდი, ორ კლდეს შორის არსებულ ვიწრო გასასვლელში გამავალ მდინარეებზეა აშენებული (თუნდაც მეტეხის ხიდი თბილისში, თამარის ხიდი მახუნცეთში, პომპეუსის ხიდი მცხეთაში...), მანდ რა ჯანდაბა შეუცვლის მდინარეს კალაპოტს, თუ რამე გლობალური კატასტროფა არ მოხდა. ამიტომ, ასეთი ხიდები მანამდე იარსებებს, სანამ კონსტრუქცია გაუძლებს.
მდინარეები კალაპოტს ძირითადად იცვლიან გავაკებულზე, როცა აქეთ-იქედან კლდეები (მყარი კალაპოტი) შემოეცლებათ.
ახლა შენ რომ გითხრა, რომ ოდესღაც მტკვარი თბილისის ზღვაზე გადიოდა მეთქი, ქოცს კი არა პუტინს დამიძახებ.
* * *
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”