სწერამს, ხეირს ჩეჩმისგან თავისუფლება ჰქვია

ანუ შენ გგონია რომ ადამიანი რომელისთვისაც პური თავისუფლებაზე მეტია - როდესმე შეიძლება გახდეს თავისუფალი?
რა მიამიტობაა

დამიჯერე არ გათავდება ის პური არასდროს, მერე ყევლი მოუნდება, მერე კოკა კოლა,.... მერე პლადოსჯიპი,... მერე .... უსასრულოა ეს ჯაჭვი, ერთი სიცოცხლე არ ყოფნის მის დამთავრებას და "თავისუფლებისთვის მოცლას" იმიტომ რომ ვისთვისაც ეგ ჯაჭვია მთავარი, ის ადამიანი მონაა უკვე

ჩვენი ისტორიისგან არაფერი დაგვრჩა, თუ როდისმე მოვიცალეთ - თავიდანაა შესასწავლი, მაგრამ მგონი ერთ კითხვაზე რაც ვიცით იქიდანაც შეიძლება დაფიქრება:
ბრძოლით სავსეა ჩვენი ისტორია და როგორ გგონია, ქართველები მხოლოდ კუჭს ამოვსების მერე იწყებდნენ თავისუფლებისთვის ბრძოლას?
აი ამიტომ გვჭირდება თავისუფლება სწორედ, და ბოლო ოკუპანტის იდეოლოგიური მუშაობის მთავარი დამსახურებაც ეგაა სწორედ რომ ბევრი ფიქრობს ასე "მშიერ კუჭზე რა დროს თავისუფლებააო..." და მერე მშიერები ვართ სულ
* * *
ხიხოChezarovaxo55barcafanჩეკოstelss93deiar123ახლა მამარდაშვილის მაგივრად მე გიპასუხებთ

"თუ რაღაცა გინდა გაიგო ამ საკითხის მიმართ უნდა დაბნელდე... ანუ დაივიწყო ის რაც იცი, მეტიც დაუშვა რომ ცდები და არ ხარ მართალი... ოღონდ მართლა და სრულყოფილად... და მერე პატიოსნად იაზროვნო და თავიდან მიხვდე სად არის სიმართლე, რადგანაც ჭურჭელში რომელიც უკვე სავსეა ახალ ცოდნას ვერ ჩაასხამ.
თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ რომ ბენდუქიძე ცუდი ტიპია, ვერ იტანთ და ეს ზოგიერთს იმდენად აბრმავებს, რომ ზემოთმოყვანილი ორი ციტატა რომ ერთიდაიგივეზეა ამასაც კი ვერ ხვდებით... ეს საშიშია, საზოგადოებას როდესაც ელემენტარული ჭეშმარიტების დანახვა არ შეუძლია (იდეოლოგიური) წინასწარგანწყობის გამო, არ აქვს მომავალი.
მამარდაშვილი 25 წლისაც არ იყო როდესაც ერთერთ დიდ საბჭთა ინსტიტუტში უთხრეს, ესა და ეს კაცი ცუდი კაცია, მასთან არავინ არ ურთიერთობს და ხელსაც არ ართემევნ და გაითვალისწინეო, რაზეც მან დაუფუქრებლად უპასუხა "როგორ შემიძლია მას არ ჩამოვართვა ხელი როდესაც ვიცი, რომ ის მე ვარ"... ვიცი არ არის ამ სიტყვების გაგება ადვილი, მაქსიმუმ იდეოლოგიურ-ფილოსოფიურ ნაბოდვარად შეიძლება ჩათვალო მაგრამ , ან ლამაზ სადღეგრძელოდ... შენ კი "ძმაო რეალისტი ხარ და რეალობა ხომ სხვანაირია"...
მაგრამ თავს თუ სერიოზულ ძალას დაატან და ღრმად შეხედვას თუ შეძლებ საკითხისთვის, მერე მიხვდები რომ არ გაუტყდებოდა მამარდაშვილს ბენდუქიძს ხსენება, ეს შენ გინდა მოიგონო რეალობა სადაც გაუტყდებოდა... იმიტომ რომ არ გაწყობს ცხოვრება იმ რეალობაში სადაც არ გაუტყდებოდა...
მაგრამ გაწყობს თუ არა შენ ხარ უკვე ამ რეალობაში და რასაც აკეთებ სიმართლესთან თვალების არ გასწორება - ანუ თავის მოტყუებაა.
ეს თავის მოტყუება კი საშიში შემდეგი მიზეზის გამოა:
ბუნების (ისტორიის, სოციალური განვითარების, ბიოლოგიის...) კანონებმა არ იციან, რომ დღევანდელი გრუზინები მათ (ამ კანონებს) არ აღიარებენ, თავისას იგონებენ და ამ თავის გამოგონილი (სინამდვილეში კი გზას ასაცდენად თავს მოხვეული) მკვდარი ცნებებით ცდილობენ ცხოვრებას.
ბოლოს ისევ მამარდაშვილით დავამთავრებ:
სწორედ ეს სტრუქტურები შვებიან იმას რომ რამდენი სკამიდან ამოვალთ იმდენი უკან ვჯდებით - ანუ ჩამოგვყავს ის რაც ნაცნობია და მიჩვეული: ეძიკა, ბიძინა...
(კაი ხო ჩეჩმა ძაან მწარეა და გვწყინს

)
This post has been edited by Data_TuTashxia on 26 Jun 2020, 11:49
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას ...© კ. გამსახურდია
სიცილი მონის უკანასკნელი ბასტიონია. © ნიცშე.