მძევლების ამყვანი და ფულის გამომძალველი რო სამშვიდობოს გაუშვა, ეს არის ყოვლად დაუშვებელი რამე, ნებისმიერი ქვეყნის წესდებაში. ვინაიდან ეს ითვლება კრიმინალის წახალისებად და საშინელ პრეცედენტად.
1. ხდება მოლაპარაკების დაწყება და მძარცველის დაყოლიება ჩაბარებაზე, სანაცვლოდ სასჯელის შემსუბუქება და ა.შ.
2. იგეგმება შტრუმი, მძევლების განთავისუფლების და მძარცველის განეიტრალების ოპერაცია.
ა) ეს ხდება ან ჩუმად შეპარვით და მიპარვით
ბ) ან პირდაპირ შევარდნით.
3. იმ შემთხვევაში კმაყოფილდება მძარცველის მოთხოვნები და ხდება მისი შენობიდან გამოყვანა, თუ ოპერაციის ხელმძღვანელი ჩათვლის საჭიროდ რომ მისი განეიტრალება შენობის გარეთ უფრო ნაკლები დანაკარგებით მოხდება.
ანუ, არსებობს საფეხურები და ამ საფეხურების მიხედვით ხდება ოპერაციის მსვლელობა. არც ერთი საფეხური არ ითვალისწინებს იმას, რომ დაკმაყოფილდეს მძარცველი მოთხოვნები და მოხდეს მისი გაშვება, ეს არის ნონსენსი.
სულ რომ მძევლების სიცოცხლე დადგეს საფრთხის ქვეშ, ბოლო საფეხური მაინც მძარცველის განეიტრალებაა, ეს არის ტერორიზმთან ბრძოლის ანი ბანი.
ამიტომ ითვლება ადამიანურ უბედურებად, როდესაც ადამიანი მძევლად ჩავარდე. წინასწარ ხდება ხოლმე მაგ ხალხის გამოტირება, იმიტომ რომ იციან ძალოვანი უწყებების დროქტრინა, რომ ტერორისტს არავინ ცოცხალს არ გაუშვებს, ის ან ცაბარდება ან მოხდება შტურმი, რომელიღაც ეტაპზე მაინც. მასე ხდება ყველა ცივილურ ქვეყანაში და ეს არის ჩვეულებრივი ნორმა.
მაგრამ აქ ხომ სოციალურ ქსელებში მომჯდარ ისტერიჩკებს უფრო დიდ ანგარიშს უწევენ ვიდრე საქმისადმი პროფესიონალურ მიდგომას.
====
ოპერაცია შეიძლება ჯერაც არ იყოს დასრულებული, არ არის ინფორმაცია ამის შესახებ, ამიტომ ჯერ ადრეა საბოლოო დასკვნების გაკეთება.