გუშინ დავბრუნდი საქართველოში და გადამიყვანეს კარანტინში. არ ვწუწუნებ, სასტუმროც კარგია, კვებაც მშვენიერი. საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე, ანუ თქვენს ხარჯზე ეხლა ვარ გამოკეტილი 5 ვარსკვლავიან სასტუმროში.
ხალხი ბედნიერია, ალბათ ბევრს ესეთ პირობებში არც არასოდეს უცხოვრია. სასტუმროში რომ შემოვდიოდით პატარა პოლიტიკური აგიტაციაც ჩაგვიტარეს, მთავრობას უთხარით მადლობა რომ ესეთ საკაიფო პირობებს გიფინანსებთო. სასტუმროს მეპატრონეც კმაყოფილია, შემოდგომას ზღვისპირა სასტუმრო 100%-იანი დატვირთვით მუშაობს.
ამბობენ 4 000 ლარით ფინანსდება თითო ადამიანო, არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ფაქტია რომ 200 ლარზე ნაკლებად ესეთ სასტუმროში დაბალ სეზონზეც კი ვერ შეხვალ. საშუალოსტატისტიკური სამედიცინო მუშაკი ერთი თვის ხელფასით ორ ღამესაც ვერ გაათევს აქ.
რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის ალტერნატივა? შეიძლებოდა ტესტირება გაკეთებულიყო საზღვარზე, ვისაც არ დაუდასტურდებოდა ვირუსი, გაეშვათ სახლში თვითიზოლაციაში. დაჯდებოდა თითო ადამიანი 100 ლარი, დაიზოგებოდა მილიონები და ეს თანხა გაეშვათ ჯანდაცვაში.
რა ხდება ეხლა? კოვიდსასტუმროებში გამოკეტილია ჯანმრთელი ხალხი, რომელთაგანაც 99% ვირუსი არ დაუდასტურდება. იმას კი ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება ვერ ეხმარებიან, რესურსი არ აქვთ.
ამ კარანტინს მაშინ ექნებოდა აზრი, შიდა გავრცელება რომ არ გვქონოდა. ვირუსი უკონტროლოდ ვრცელდება და რა აზრი აქვს უცხოეთიდან შემოსული ხალხის იზოლირებას, მაშინ როცა 3.5 მილიონიან საქართველოში დღიურად უფრო მეტი ვირუსი ვლინდება, ვიდრე 80 მილიონიან თურქეთში.
ერთადერთი მიზანი არის ვალად აღებული მილიონების შეჭმა ხელისუფლებასთან დაახლოვებული ბიზნესის მიერ და ატკატები. ძალიან დიდი საგარეო ვალი აიღეს ქოცებმა და გაფლანგეს სრულიად უაზროდ. არც მედიცინას დაეტყო, არც მოსახლეობის სოციალური დონეს. გამდიდრდნენ ისევ და ისევ ქოცბიზმესმენები.
მოკლედ ასეა, მაგრად გვაჭამეს, საქართველოს მოსახლეობის 5 % კიდევ უფრო გამდიდრდა, 95% კიდევ უფრო გაღარიდბა.
ხოდა წადით ეხლა მოხარშეთ გაზაფხულზე ნაყიდი წიწიბურის ბოლო პორცია, მე კი მშვენიერი ვახშამი მომიტანეს, თქვენს ხარჯზე. თუმცა ამის არანაირი საჭირობა არ მქონდა.
ეს კი მეოთხე თუ მეხუთე მუშკეტერი, იცნობდეთ ვის უფინანსებთ ბოტოქსებს.