კიიი,პანტერა/ჯიქი/ლეოპარდი საუკეთესოა,
ძლიერი,ლამაზი,გრაციოზული,ყველაზე ეგზოტიკური!

Cartier Panthère de Cartier Collection
https://www.youtube.com/watch?v=Vs8pI57aBNI2012 წელს,ინდოეთის ერთ/ერთ სოფელში,პანტერამ 12 ადამიანი მოკლა.
მსხვერპლის უმეტესობა,ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა,ბართან ახლოს.
ეს რითი აიხსნება,გაურკვეველია,
მთვრალი ადამიანი უფრო იოლი მსხვერპლია თუ
უბრალოდ მთვრალი ადამიანი ეგემრიელა?!
თურმე,ერთხელ როცა იგემებენ ადამიანს,შემდეგ ხდებიან კაციჭამიები.
განსაკუთრებით საშიშები დაჭრილი დიდი კატები არიან!
საერთოდ, ბოლო წლებში გახშირდა დიდი კატების(ვეფხვი,ლეოპარდი) თავდასხმები ადამიანებზე,
დაკარგეს ადამიანებმა ცხოველების თვალში ავტორიტეტი?!
დიახ,ბუნების ეს ყველაზე ეგზოტიკური, ულამაზესი, გრაციოზული წარმომადგენელი
ადამიანებმა თავიანთი უგუნური,უხეში ჩარევით მტრად მოიკიდეს,
კაციჭამიად აქციეს.
არა და როგორც წესი, დიდი კატები არ ესხმოდნენ თავს ადამიანებს,თავს არიდებდნენ.
როგორც სჩანს,იქმნება გარემოში სადღაც/რაღაც მაპროვოცირებელი სიტუაცია,
რაც მიძინებულ მტაცებლურ ინსტინქტებს აღვიძებს,ამძაფრებს!
როგორ არის ქართველი ჯიქი-ნოე?!
დიდი ხანია არავის უნახავსო ნაკრძალში.ნეტა,ცოცხალია თუ უგზო/უკვლოდ გადაიკარგა?!
ნუუ,ალბათ ,მოაბეზრეს თავი ჭორიკანა,მოსეირე მოსეირნეებმა,ფოტოხაფანგებმა...
და დატოვეს ნაკრძალი?!
მყუდრო ადგილას გადაინაცვლეს მთებში?!
ისეთი ფრთხილები,შენიღბულები არიან,
ისე უყვართ სიმყუდროვეში.
მათი მიგნება ხომ პრაქტიკულად შეუძლებელია!