პაატა იმნაძესთან ინტერვიუ
ადამიანთან, რომელიც მარტში ყვიროდა (სრულიად სამართლიანად) რო კუბოებს ვერ დავითვლითო
ახლა როცა 4000 ინფიცირებულზე და ლამის 50 გარდაცვლილზე ავედით დღეში, ამბობს, რომ პანდემია პოლიტიკური პროცესის მძევალიაო

აი რატო არ უნდა იყოს ექიმი პოლიტიკურად ანგაჟირებული და რომელიმე პარტიის აქტივისტი
სწორედ ამ ადამიანს (და კიდე გამყრელიძე-ცერცვაძეს) უნდა ეთქვა რომ ამ ვითარებაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იქნებოდა დამღუპველი, ქვეყნისთვის დაბის ყელში გამოსმა (რაც არ უნდა ეწივლა ვინმეს)
მარა რა ქნეს? თავად პირველები გაიქცნენ ქოცების საარჩევნო შეხვედრაზე
..........................................
- არსებობს სტატისტიკა, ან მოდელი, როგორ უნდა დავთვალოთ ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობა?
- ბოლოს ვაშინგტონის შტატში, სიეტლში გამოქვეყნდა ჯანმრთელობის გაზომვის ინსტიტუტის (IHME) მონაცემები, სადაც აკეთებენ მოდელირებას ევროპისა და ამერიკისთვის. ისინი ჩვენთან დიდი ხანია თანამშრომლობენ და საქართველოსთვის ცალკე აკეთებენ მოდელირებას. მათი შეფასებებით, ევროპაში ერთი შემთხვევა ვლინდება დაახლოებით ხუთი ინფიცირებულიდან, ჩვენთან კი ერთი - 2,5 ინფიცირებულიდან, ანუ ჩვენ 2,5-ჯერ მეტი ინფიცირებული გვყავს, ვიდრე ვავლენთ და ვაცხადებთ.
- ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიდან რამდენი გარდაცვლილი გვყავს?
- ჩვენთან 0,92%, ანუ 100 კაცზე ერთი გარდაცვლილი...
- ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ამ სიტუაციაში საჭიროა ლოკდაუნი.
- მთელი ოქტომბრის განმავლობაში მიმდინარეობდა პოლიტიკური პროცესები, რომელთა გამო მაქსიმალურად ვეცადეთ, შეზღუდვები არ ყოფილიყო. ადამიანებს გამოხატვის თავისუფლებას ვერ შეუზღუდავ.
- ითქვა, პანდემია პოლიტიკური პროცესის მძევალიაო...
- ასეა... თუ გახსოვთ, გაზაფხულზე ჩვენ მივმართეთ ეკლესიას, თვითონ მოეგვარებინა ყველაფერი და რეგულაციები დაეცვა.
ჩვენი პოზიცია ახლაც ასეთი იყო - პოლიტიკურ ძალებს ვთხოვდით, თვითონ ეფიქრათ ყველა წესის დაცვაზე, განსაკუთრებით - ნიღბების გამოყენებასა და დისტანციაზე. საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას უსაფრთხოების ყველა წესი დაცული იყო, მაგრამ მერე დაიწყო ხალხმრავალი შეკრებები. აქციები უნდა ჩატარდეს წესების დაცვით.
მე ხომ გაზაფხულიდან მოყოლებული გავიძახი: "ნიღაბი და დისტანცია!" ჩვენ რომ ეს გაგვეთვალისწინებინა, შეზღუდვები საჭირო არ იქნებოდა, მაგრამ როცა მოქალაქეები ვერ ახერხებენ რეგულაციების დაცვას, მაშინ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო.
- ამ ეტაპზე ზოგიერთი შეზღუდვის გამკაცრება იგეგმება?
- ამაზე ყველა ექსპერტი თანხმდება. მთავარია ადამიანების მობილობა. ნახეთ, რა ხდება ევროპაში - ძალიან ბევრი ქვეყანა გაზაფხულის რეჟიმს დაუბრუნდა. ამიტომ ვიმეორებ - ადამიანთა ურთიერთობა შემცირდეს, უნდა გამოვიყენოთ ნიღაბი და დავიცვათ დისტანცია. თუ ავადმყოფსაც უკეთია ნიღაბი და ჯანმრთელსაც, დაავადება თითქმის არ გადადის.
შეზღუდვები მოქმედებს, მაგრამ ვხედავთ, რომ საკმარისი არ არის, რადგან საზოგადოების ნაწილი წესებს არ იცავს. ჯანდაცვის სისტემისთვის დღევანდელი ვითარება რთულია - 6 ათასამდე პაციენტი საავადმყოფოშია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა შესაძლებლობას აქვს ზღვარი და ჩვენი საავადმყოფოები და ექიმებიც ვერ აუვლენ ამდენი პაციენტის მოვლას. სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგებიც ავადდებიან - ჩვენც ხომ ადამიანები ვართ?!
- ფიქრობთ რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტისა და მოლების შეჩერება შედეგს მოგვიტანს?
- რაც შეამცირებს მობილობას, შედეგს ყველაფერი მოგვიტანს.
- რამდენ ხანში?
- სამწუხაროდ, არც ერთი ღონისძიება სწრაფად ეფექტიანი არ არის. როგორც ნებისმიერი თავყრილობა 10-14 დღის შემდეგ ავლენს უარყოფით შედეგს, შეზღუდვებსაც 2-3 კვირის შემდეგ მოჰყვება შეღავათი.
- ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა პიკია, თუ პიკი წინ გვაქვს?
- სამწუხაროდ, ყველა ჩვენი გათვლა გვეუბნება, რომ ახლა, პრაქტიკულად, ავადობის პიკზე ვართ. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, პიკი პლატოზე გადავიდეს. წარმოიდგინეთ, როგორი დატვირთვაა ყოველდღიურად 4 000 ახალი ავადმყოფი!
- ცუდ და კარგ შემთხვევებში რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს პიკი?
- კარგ შემთხვევაში ეს იქნება სამი კვირა მაინც, ცუდ შემთხვევაში - გაცილებით მეტი...