#57210369 · 24 Nov 2020, 18:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
PAINKILLER
QUOTE | ეგ მგონი ედოს მონაპოვარია, ნატოსთან ყოვლისმომცველი და რაღაცნაირი ხელშეკრულებაც
|
წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა იყო, მაგრამ არც არაფერი დიდი. ჯარი ფაქტიურად არ გვყავდა ვინ უნდა აღგეჭურვა და გაგეწვრთნა.
რაც შეეხება ღრმარ და ყოვლისმომცველ შეთანხმებას:
DCFTA-ის მოლაპარაკებებისათვის მომზადების პროცესი დაიწყო 2009 წელს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისათვის მომზადების პროცესს საფუძველი დაუდო ევროკომისიის ფაქტების შემსწავლელი მისიის ვიზიტმა თბილისში, 2008 წლის 13-14 ოქტომბერს.
აღნიშნული ვიზიტის შედეგად, 2009 წლის მარტში ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა რეკომენდაციები სხვადასხვა სფეროში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ.
აღნიშნულ სფეროებში (ინტელექტუალური საკუთრების ულებების გარდა), ევროკომისიის მოთხოვნის თანახმად საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ყოვლისმომცველი სტრატეგიები.
DCFTA-ზე მოლაპარაკებების პროცესი ოფიციალურად გაიხსნა 2011 წლის დეკემბერში. მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა 6 რაუნდი და ათეულობით ვიდეო-კონფერენცია. მოლაპარაკებები დასრულდა 2013 წლის ივლისში. მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო საქართველოს ყველა შესაბამისი სამინისტრო და უწყება, ხელმძღვანელი პირებისა და ექსპერტების დონეზე.
ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოხდა 2013 წლის 28-29 ნოემბერს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტის ფარგლებში. 2014 წლის 27 ივნისს, ქალაქ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას.
პ.ს. ერთ წელიწადში მთელი ეს პროცესი ვერ წარიმართებოდა და 2013 წელს ვინც არ უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში, თუ იანუკოვიჩივით არ გააფაჩხანებდა ფეხებს, არ მოვაწერ ხელს ხელშეკრულებაზეო, როგორ გგონია, ვერ მივაღწევდით ამ ხელშეკრულებას?
This post has been edited by levanius7 on 24 Nov 2020, 18:38
|