#57253010 · 4 Dec 2020, 22:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
levanius7
ერთ ლეგენდას მოგიყვები.
ლეგენდის თანახმად "მიჰა" გახლდათ ნადირობის ქალღმერთის – ოქროსთმიანი დალის შვილი. დალის ქალღმერთობისთვის უღალატია და მოკვდავი დარჯალანი შეჰყვარებია. მონადირეს საოცრად ეჭვიანი და ბოროტი ცოლი ჰყავდა. მან ადვილად მიაგნო შეყვარებულების ადგილსამყოფელს, მძინარ ქალს ჩუმად მიეპარა და ოქროს ნაწნავები ძირში წააჭრა. ცოლზე გაბრაზებული დარჯალანი შინ დაბრუნდა და მას მერე ქალღმერთთან არც გამოჩენილა. დალი მონადირისგან ფეხმძიმედ დარჩა. თმის დაკარგვასთან ერთად ძალაც დაკარგოდა და მშობიარობის უნარი არ შესწევდა. ქალის კივილი კეთილ მონადირე "თ. ალასანიას" გაუგია და მის დასახმარებლად წასულა. დალიმ მონადირეს თავისი ამბავი მოუყვა და სთხოვა: მისთვის ალმასის დანით მუცელი გაეჭრა და ბავშვი ამოეყვანა. თუ ვაჟი იქნებოდა "მიჰა" დაერქვა. ბავშვის მუცლიდან ამოყვანის შემდეგ სამი თვე "რუსული დათვის" მუცელში უნდა გაეტარებინა, ხოლო სამი თვე "ამერიკული არწივის ფრთებში." ამის შემდეგ მონადირეს ჩვილი ოქროს აკვანში უნდა ჩაეწვინა და აკვანი "თავისუფლებაზე პარლამენტთან" დაედგა. იქ მისი მომნათლავი გამოივლიდა და ბავშვს მონათლავდა. ქალღმერთმა "თ. ალასანიას" ისიც გაუნდო, რომ მისი შვილი გმირი რევოლუციონერი გამოვიდოდა. შეწუხებული მონადირე თავიდან უარზე იდგა, თუმცა ქალღმერთმა მაინც მოახერხა მისი დათანხმება. ქალს მზის მსგავსი ვაჟი ეყოლა, რომელსაც დედის თხოვნით "მიჰა" ეწოდა. "თ. ალასანიამ" დანაბარები შეასრულა და "მიჰა" ოქროს აკვნით დატოვა "თავისუფლებაზე პარლამენტთან." ყველა გამვლელი ეკითხებოდა ვაჟს მისი მშობლებისა და მომნათლავის შესახებ, "მიჰა" კი პასუხობდა, რომ დედ-მამის ვინაობა არ იცოდა, ხოლო მისი ნათლია თვითონ ღმერთი იყო. ამ დროს ღმერთს ჩაუვლია პარლამენტთან და მასაც იგივე უკითხავს "მიჰასთვის," პასუხის მოსმენის მერე ღმერთმა მართლაც მონათლა "მიჰა" და დაქანებული ზვავის შეუდრეკელობა, თორმეტი უღელი ხარ-კამეჩის ღონე, მგლის მუხლი, ედიკას გადაგდება, ძუძუზე კბენა, ბავშვობაში სისაწყლე და სიბეჩავე, ვაჟკაცობაში ომი და ჭირსახადი დაანათლა. უბოძა მას "წითელი ვარდი" და დაუბარა, რომ იგი მხოლოდ უკიდურეს გაჭირვების დროს გამოეყენებინა. შემდეგ დალოცა და უთხრა, რომ მისი მომრევი ქვეყნად არავინ იქნებოდა, მაგრამ ხუმრობა ყოფილა.
მეორე ლეგენდაც გინდა?
|