მესმის, რომ იმ მოცემულობაში, რაშიც სრულიად მსოფლიო იმყოფება და ვიმყოფებით ჩვენც, ძალიან მძიმეა პოლიტიკაში ყოფნა.
ამ ვაი პერიოდში (ზუსტად ასე ვაფასებ ამ ურთულეს პერიოდს), თანაბრად მძიმეა როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის,
პოლიტიკურ ასპარეზზე მყოფი ნებისმიერი პირისთვის, ნებისმიერი საჯარო პირისთვის, მეოთხე ხელისუფლებისთვისაც,
სრულიად საზოგადოებისთვისაც, რათა გამონახოს სწორი გზა, მოძებნოს ჯანსაღი საყრდენი, დაიცვას ოქროს შუალედი,
როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.
***
კიდევ ერთხელ გადავხედოთ იგივე მასალებს:
თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას ოჯახზე: მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ?!

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის წევრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მასაც ჰყავს
ოჯახი და "მთავარი არხისა" და "TV პირველის" ჟურნალისტები მოტყუებით უვარდებიან სახლში.
ბოლო რამდენიმე დღეა, გვარამია აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ არ გაუკეთებიათ განცხადებები
მისი ოჯახის წევრების მიმართ თვალთვალსა და "მთავარი არხის" მიმართ ხელისუფლების თავდასხმებზე.
1) ამავე სტატიაში და გადაცემის ჩანაწერშიც საუბარია ადამიანის უფლებების ხელყოფაზე.
2) მეოთხე ხელისუფლების უფლებებსა და მოვალეობებზე:
ა) ერთის მხრივ, მათი მხრიდან განხორციელებულ თავდასხმებზე;
ბ) მეორეს მხრივ მათზე განხოციელებულ თავდასხმებზე.
რატომ უვარდებიან მოტყუებით სახლში ჟურნალისტები იუსტიციის ყოფილ მინისტრს და დეპუტატ - ქალბატონ თეა წულუკიანს?
რას ითხოვენ მის საცხოვრებელ სახლში მოტყუებით შესული/შევარდნილი ჟურნალისტები?
რაც შეეხება ჟურნალისტ ნიკა გვარამიას, რატომ ხორციელდება მეოთხე ხელისუფლების ნაწილზე, თუნდაც ოპოზიციურად
განწყობილ ტელეარხებზე თავდასხმა ხელისუფლების მხრიდან.
კონკრეტულად რა ფორმით ხორციელდება თავდასხმა მთავარ არხზე და რას ითხოვს ხელისუფლება?
ეს შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ და რაც ყველაზე უფრო სამწუხაროა - უშედეგოდ...
***
ნებისმიერი კონფლიქტის წინაპირობა არის არაჯანსაღი კომუნიკაცია ან კომუნიკაციის გაწყვეტა.
გავიხსენოთ, როდის უთხრა საქართველოს მესამე პრეზიდენტს საკუთარმა ამომრჩეველმა „წადი!“ და რა ვერ
აპატია მიხეილ სააკაშვილს სრულიად საქართველოს საზოგადოებრიობამ? როცა მან გაწყვიტა ურთიერთობა ხალხთან - ხელისუფლების
მთავარ წყაროსთან დემოკრატიულ მმართველობაში. ეს იყო უმთავრესი მიზეზი და მისი შეცდომა.
მიხეილ სააკაშვილი არის იმ რამოდნიმე პოლიტიკურ ფიგურათა შორის ერთ-ერთი, ვისაც სწორედ რომ ყოველგვარი
ძალდატანების გარეშე გამოსდიოდა ღია, ჯანსაღი კომუნიკაცია, ურთიერთობა საკუთარ ხალხთან, როცა ის მოვიდა ხელისუფლებაში.
ქართულ ოცნებას არც კი უცდია საკუთარ საზოგადოებასთან ჯანსაღი კომუნიკაციის გაშლა, რადგან საამისოდ სურვილი არ გააჩნია.
ყველა პოლიტიკური პროცესი ხდება გასაიდუმლოებულად ისე, როგორც ბიზნეს-კლასში - დახურულ კარს მიღმა,
სადაც ზედმეტი ადამიანების დაშვება - ანუ საზოგადოების საქმის კურსში ჩაყენება აკრძალულია.
კი ესმის, რომ საჭიროა და ამიტომ მხოლოს წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს ახსენდება, რომ არსებობს
საზოგადოება - მისი საჭიროებებით. და ასე: არჩევნებიდან არჩევნებამდე ივიწყებს ჩვენს არსებობას.
არაჯანსაღი კომუნიკაციის - სტრატეგიული კომუნიკაციების მართვის ბერკეტების თუ ტოტალური კონტროლის
გამოყენების პირობებშიც მშვენივრად ახერხებს/მოახერხებს მართვას.
ეს ქმედება რაღაცით ჰგავს ამომრჩევლის მოტყუების მცდელობას, უფრო ზუსტად იმ სამიზნე ჯგუფის - მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის
მცდელობას, რომელსაც გინდა რომ შეასაღო შენს მიერ წარმოებული და შემოტანილი არც თუ ისე ხარისხიანი პროდუქცია და რჩები
მხოლოდ რეკლამის იმედზე: ერთის მხრივ, უგულვებელყოფ მომხმარებლის უფლებებს, ღიად არ გაინტერესებს მისი სასიცოხლო საჭიროებები,
მეორეს მხრივ - ხელოვნურად უმძიმემ მდგომარეობას, რათა მერე ნებისმიერი პროდუქტი შეიძინოს, რომელსაც სავაჭრო დახლზე დაულაგებ.
ხოლო საკუთარი მხარდამჭერებისთვის ქმნი არაჯანსაღი კონკურენციის გასაწევად სასათბურე პირობებს. ვგულისხმობ ურთიერთობის ფორმატს.
თქვენ ნუ გადაგვიწყვეტთ - ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად, თუ რა გვჭირდება.
შეგვხვდით, გვკითხეთ, ჩაგვაყენეთ საქმის კურსში, გველაპარაკეთ რეალური ჯანსაღი კომუნიკაციების პირობებში
და გიპასუხებთ, თუ რა გვჭირდება რეალურად თქვენგან.
კომუნიკაციის წყვეტა, არაჯანსაღი კომუნიკაცია წარმოშობს ეჭვს, ეჭვი ბადებს უნდობლობას, გადაგდების შესაძლებლობას,
არაკეთილსინდისიერ გარემოს, გაურკვევლობას, რასაც საბოლოოდ მივყავართ დაუსრულებელ კონფლიქტამდე - ყველა მხარისთვის.
თუ გსურთ იყოთ/დარჩეთ პოლიტიკაში, მით უფორ ხელისუფლებაში (რომელიც არ არის ბიზნესი), თუ ხართ პროგრესზე
ორიენტირებული პოლიტიკური გუნდი (არა აქვს მნიშვნელობა რომელი პარტია ხართ) არასოდეს არ უნდა დაივიწყოთ, რომ
თანაბრად ვალდებული ხართ - იმიტომ რომ პოლიტიკოსები ხართ, რათა ერთნაირად გაითვალისწინოთ როგორც თქვენი,
ისე სხვისი ამომრჩევლის კანონიერი ინტერესები.
თხოვნა მაქვს ყველა მხარესთან:
გ ვ ე ლ ა პ ა რ ა კ ე თ.იყავით გახსნილი საზოგადოებასთან, მოგვეცით ადამიანებს ჩართულობის, საკუთარი ბედის, ცხოვრების გადაწყვეტაში მონაწილეობის
მიღების უფლება და როცა ყოველდღიურად შეძლებთ ჯანსაღ ურთიერთობებში ყოფნას ჩვენთან - სრულიად საზოგადოებასთან,
შეძლებთ ჩვენს მოსმენას რეალურ, ჯანსაღ კომუნიკაციაში ჩვენი პრობლემების ნამდვილად გათავისებას, ჩვენი პრობლემების
ჩვენთან ერთად გადაჭრას, მაშინ კონფილქტების დაშვების რისკები მინიმუმამდე შემცირდება.
This post has been edited by Катеньки on 16 Dec 2020, 20:15
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.