#57365017 · 2 Jan 2021, 14:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
INKVISITOR
| QUOTE | ვერ მოერია კი არა, გულის სიღრმეში თვითონ იყო პროვინციალი შოვინისტი. კუბანოიდებში ხშირი მოვლენაა ეგ - ჩრდილო-რუსებისგან განსხვავებით. გეიდარ ალიევიც კი ამბობდა მაგ კოლხოზნიკზე, არაოფიციალური შეხვედრების დროს ხშირად კავკასიელებს ბინძურად ახსენებდაო, თან იმდენს ვერ ტვინავდა, რომ მეც კავკასიელი ვარო და მეც მეხება ეგ შეურაცხყოფაო. |
ეტყობა კავკასიონზე დაიმსხვრა გორბაჩოვის ,,ახალი ქვეყნის'' შენების გეგმა.)))) death85
| QUOTE | | ელცინი მომხრე იყო ავტონომიებისთვის სუვერენიტეტის ამაღლების, რათა ეს გამოეყენებინა გორბაჩოვთან დაპირისპირებაში, |
საბჭოელი გორბაჩოვი და ნაციონალისტი ელცინის დაპირისპირება ეს იგივე დაპირისპირება ხომ იყო რაც სხვა მოკავშირეებში ხდებოდა , ანუ ყველა რესპუბლიკაში(მგონი) საბჭოელ/კომუნისტები და ნაციონალისტები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დრომ მოიტანა აშკარად.
| QUOTE | | გამსახურდიას თბილი ურთიერთობა ჩეჩნეთთან და თათარსტანთანაც, გახდა მიზეზი იმის, რომ ელცინის დამოკიდებულება მისდამი შეიცვალა, |
უფრო კონკრეტულად რა მოხდა.
ელცინი თუ დამოუკიდებლობას ხელს უწყობდა რა პრობლემა ჰქონდა.ალბთ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა კი უნდოდა, მაგრამ რუსეთში შემავალ პატარა ერებს არ გულისხმობდა?
| QUOTE | | აგვისტოშივე დაიძაბა გამსახურდიას ურთიერთობა ამერიკის მაშინდელ ხელმძღვანელობასთან, სადაც მან კარგად "შეამკო" მამა ბუში, კიევში 1 აგვისტოს მისი გამოსვლის შემდეგ, სადაც მან მოკავშირე რესპუბლიკებს (ბალტიის ქვეყნების გარდა) მოუწოდა გააერთინებულყვნ ახალ კავშირში. |
გამოდის ეს მოწოდება არც ელცინს ესიამოვნებოდა. ელცინსა და გამსახურდიას შორის გარბენილი კატა კარგად ვერ დავინახე/აღვიქვი. რა იყოს ის? - გილოცავთ ახალ წელს.
--------------------
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.
ესენი უნდა მახსოვდეს.
|