გააჩნია ლოთს რას დავარქმევთ
სინამდვილეში ქართველების უმეტესობა ჩვეულებრივი ლოთია, კვირაში რამდენჯერმე რო სვამს ადამიანი - ლოთია.
ჩვეულება რომ ხდება სმა - ეგაა ლოთობა, აბა მეტი კი არაფერია.
აუცილებელი არაა "ზაპოი" და "ბელაია გარიაჩკა" - მდე მივიდნენ, ბავშვობიდან ყველა სვამს, ყველაზე ხელმისაწვდომი ნივთიერებაა ალკოჰოლი საქართველოში, რომელიც დამოკიდებულებას აჩენს
უფრო მეტიც - სირცხვილია თუ არ ხარ ლოთი.
სუფრაზე თუ მოხვდები და არ გინდა დალიო საჭის გამო ვთქვათ - მაინც გაძალებენ, 1-2 ჭიქა არ ამოგიგდებს - ლოთობაა ჩვეულებრივი.
ინტოქსიკაცია რწყევამდე - ლოთობაა აბა რა ჯანდაბაა?
ნარკუშა ვერავის გაანარკომანებს, ყველა ხედავს რაც ჭირს.
აი ლოთი ჩვეულებრივი სოციალური მოვლენაა, ლოთაობის რეკლამა ჩვეულებრივი მოვლენაა და ყველა-ყველას ალკოჰოლდამოკდიებულს ხდის.
სასმელის ჩუქება იმდენად მიღებული სოციალური მოვლენაა რომ საერთოდ სასაცილოა რომ მაგაზე გააჩმახო. ყოველპარასკევს დალევა - ასევე ჩვეულებრივი სოციალური მოვლენაა.
ზიარებისას ღვინის დალევა თოთო ბავშვისთვის - სრულიად ჩვეულებრივი, უფრო მეტიც - აუცილებელია.
სუფრებზე როგორ ასხამენ ბავშვებს მაგაზე არაფერს ვამბობ.
ლოთი არ გინახია? მიიხედ-მოიხედე, 1000 დან 999 ქართველი ლოთია, ოღონდ ამას "სმას" ეძახის.
პრაქტიკულად ლოთაობა პანდემიაა საქართველოში, ოღონდ ფარული, რადგან ინიღბება დროს ტარებით, მოლხენით და სოციალური ნორმებით. არადა ყველა დღესასწაულზე ხალხი იჟლიტება, ერთმანეთს ხოცავს იმატებს რა აგრესია ლოთებს შორის.
როგორ უნდა გქონდეს თრობის წინააღგმდეგ რეზისტენტულობა თუ ლოთი არაა ადამიანი? აი რო ამაყობენ ხოლმე იმდენს ვსვამ და ამდენს ვსვამ და არ მათრობს - ეგ ხომ სხეულის შეძენილი გამძლეობაა ალკოჰოლის მიმართ, იმიტომ რო უკვე დამოკიდებული არიან?
სხვანაირი გზა არ არსებობს
იშვიათად ქართველი შეგხვდეს და ლოთი არ იყოს.




