აბა, როგორ მიდის ებოლას და კორონავირუსის საქმე?

ჩვენ ვიკითხოთ - ადამიანებმა, რა გვეშველება, თორემ...
დღეს მსოფლიოში იმგვარი მდგომარეობაა, სულ ნაირგვარი ვირუსები იბობოქრებენ აქეთ-იქით, თავისუფლად.
***
გვინეაში ებოლას ეპიდემია გამოცხადდა
https://www.trt.net.tr/georgian/msop-lio/20...c-xadda-158403315.02.2021 ~ 13.03.2021

გვინეის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გუეკში ებოლას ეპიდემია დაიწყო.
ქვეყანაში 2016 წლის შემდეგ ინფექციით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დადასტურდა. ინფექციას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა,
რაც ქვეყანაში ეპიდემიის გამოცხადების საფუძველი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 2013-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიით 11 ათას 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემია მაშინ გვინეას,
სიერა-ლეონესა და ლიბერიას შეეხო.
ებოლას ვირუსისგან გამოწვეული დაავადება არის მწვავე ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ადამიანს და ცხოველთა ზოგიერთ სახეობას.
***
გვინეაში ებოლას ეპიდემია გამოაცხადეს, ქვეყანაში ინფექციით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა
https://1tv.ge/news/gvineashi-ebolas-epidem...ni-gardaicvala/23:19, 14.02.2021
გვინეაში ებოლას ეპიდემია დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში 2016 წლის შემდეგ ინფექციით გარდაცვალების პირველი
შემთხვევები დადასტურდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გვინეის მთავრობის ინფორმაციით, ინფექციას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, რაც ქვეყანაში ეპიდემიის გამოცხადების საფუძველი გახდა.
ახლად შემუშავებულ ვაქცინებს გვინეას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გადასცემს.
2013-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიით 11 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემია მაშინ გვინეას, სიერა-ლეონესა და ლიბერიას შეეხო.
ებოლას ვირუსისგან გამოწვეული დაავადება არის მწვავე ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ადამიანს და ცხოველთა ზოგიერთ სახეობას.
***
ბიოლოგიური იარაღიბიოლოგიური იარაღი - (ბაქტერიოლოგიური იარაღი), მასობრივი დაზიანების იარაღის სახეობა, რომლის მოქმედება ემყარება ბიოლოგიური საშუალებების გამოყენებას. შეიძლება შეიცავდეს ბიოლოგიური საშუალებებით აღჭურვილ საბრძოლო მასალებს (რაკეტების საბრძოლო ნაწილები, საავიაციო ბომბები, ლულიანი
და რეაქტიული არტილერიის ჭურვები და სხვა) და მათი მიტანის საშუალებებს (რაკეტები, თვითმფრინავები, აეროსტატები, საარტილერიო ქვემეხები და სხვა).
ბიოლოგიური იარაღის მაღალ ეფექტიანობას განაპირობებს მცირე მაინფიცირებელი დოზა, დიდ ტერიტორიებზე ფარული გამოყენება, ინდიკაციის სიძნელე, მოქმედების შერჩევითობა. იგი გამოირჩევა ძლიერი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით. ყოველივე ეს განაპირობებს ჯარებისა და მოსახლეობის ბიოლოგიური
დაცვის და ამ იარაღის გამოყენების შედეგების ლიკვიდაციის სირთულეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური იარაღის შექმნა ბევრ სახელმწიფოს ხელეწიფება, მისი მასობრივი გამოყენება დღემდე არ მომხდარა. 1975 წლიდან
ძალაში შევიდა ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის შექმნის, წარმოებისა და მარაგის დაგროვების აკრძალვისა და
განადგურების 1972 წლის კონვენცია.
***
რა არის ბიოლოგიური იარაღი?https://presa.ge/?m=society&AID=80458 00:17 16.03.2020
ბიოლოგიური იარაღის არსია შიშის ფაქტორი და გამანადგურებელი შესაძლებლობები, რომლისაც თვით ტერორისტებსაც კი შიშის ზარს სცემს. მას მეორენაირად უწოდებენ ცოცხალ იარაღს, რადგან იგი დაკომპლექტბულია ცოცხალი ორგანიზმებით, ესენია ბაქტერიები, ვირუსები, სპორები, დაავადებული ცხოველები და სხვა.
ბიოლოგიური იარაღი უფრო მეტად გამანადგურებელია, ვიდრე ქიმიური, ბირთვული და სხვა ნებისმიერი იარაღი, რომელც ადამიანის ხელითაა შექმნილი. მისი შესწავლა და სამხედრო მიზნებით გამოყენება ექსტრემალურ რისკს შეიცავს, მაგალითად, საბჭოთა კავშირში გაცხოველებული მუშაობა მიდიოდა ბიოლოგიური იარაღის სრულყოფაზე და რამდენიმე გაუხმაურებელი ფაქტი მოხდა, როდესაც ციმბირის წყლულით თავად მკვლევარები დაინფიცირდნენ. მათი შემდგომი ბედი უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ცდები ციმბირში ტარდებოდა, ამიტომ იქ იზოლირების ფაქტორი მაღალი იყო და დაავადების გავრცელების შანსი მინიმალური. ცოცხალი იარაღის ძალა უკონტროლოა, სხვა დანარჩენი იარაღი კონკრეტულ ტერიტორიაზე გამოდგება, მაგრამ ამ იარაღს არ აქვს საზღვრები. ის შეიძლება პლანეტის ერთ წერტილში აღმოცენდეს და რამდენიმე დღეში მეორე, სრულიად საპირისპირო წერტილში გამოიწვიოს ეპიდემია. ასე რომ, ბიოლოგიური იარაღის გამოყენება აბსოლუტურად ყველას აშინებს.
(გაგრძელება იხილეთ მითითებულ საიტზე)
This post has been edited by Катеньки on 13 Mar 2021, 14:21
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.